უცხოური პრესის დაიჯესტი

April 20, 2011 at 8:34 am Leave a comment

მოამზადა თეონა აქუბარდიამ

უცხოური პრესა დიდ ადგილს უთმობს საქართველო–ისრაელს შორის ურთიერთობების გამწვავებას. რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიურო აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ისრაელმა საქართველოს ზურგი შეაქცია?“, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობას ბოლო პერიოდში არაერთი ეჭვი და კითხვის ნიშანი დაუკავშირდა და ეს ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა ისრაელის ორი კომპანიის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა. სტატიის თანახმად, თუკი „ელბიტ სისტემსი“ (Elbit Systems) საქართველოს სასამართლოში უჩივის, „გლობალ სი-ეს-ტი“ (Global CST), გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლობას აპირებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებასთან. სტატიაში მოყვანილია გასულ კვირას ისრაელის კომპანია „გლობალ სი–სი-ეს-ტის“ – დელეგაციის სოხუმში ვიზიტის შედეგები. ისრაელის ინტერნეტპორტალ ”იზრუსის” მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გლობალ სი-ეს-ტის“ წარმომადგენლები თურქეთიდან ახლადდაბრუნებულ სერგეი ბაგაფშს ოთხშაბათს მოსკოვში შეხვდნენ და კომპანიის ხელმძღვანელმა, ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ისრაელ ზივმა აფხაზეთისთვის თავდაცვითი ხასიათის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

გამოცემის თანახმად საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ისრაელის არმიისა და უშიშროების ძალების ყოფილი მაღალჩინოსნები მართავენ და რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისთან თანამშრომლობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე.

სტატიისთანახმად, უკვე 14 აპრილს კი სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობა, „აფსნიპრესის“ ცნობით, დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ; თუმცა, როგორც თავად სოხუმის ხელისუფლების საპატიო სტუმარმა, ისრაელ ზივმა უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს, ვიზიტი წმინდა ეკონომიკურ ინტერესებზეა ორიენტირებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატიაში მოყვანილია ოფიციალური თბილისის პოზიციაც, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს ამ საკითხზე, თუმცა ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილმა ზოგადად მაინც განმარტა, რომ, საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სათანადოდ დაისჯება ყველა ის კომპანია, რომელიც თბილისის გვერდის ავლით მოინდომებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობას. სტატიაში მოყვანილია ისრაელის ელჩის საქართველოში, იცხაკ გერბერგის პოზიციაც ამ საკითხისადმი. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ისრაელი აფხაზეთისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს და დასძენს, ცალკეული კერძო კომპანიების მიერ გადადგმული ნაბიჯები ისრაელის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ წარმოადგენს. ქართველი ექსპერტები ისრაელ–საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვავებას გარკვეულ წილად ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში დაკავების ფაქტსაც უკავშირებენ. „ამერიკის ხმის“ რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი ამ კავშირს დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ებრაული კომპანიის ვიზიტი აფხაზეთში შესაძლოა კონკრეტულ ქმედებებს არ გულისხმობდეს და გამართხილებელ სიგნალს წარმოადგენდეს საქართველოს ხელისუფლებისთვის.

საინფორმაციო პორტალ იზრუს.რუ ზე 14 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ დაბნეულობაზე, რაც გამოიწვია 14 აპრილს აფხაზეთში ებრაული კომპანიიის ვიზიტმა.

სტატიის თანახმად ქართველი ჩინოვნიკების განცხადებების საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ საქართველოს მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ებრაულ კომპანიასა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები 2010 წლიდან დაიწყო და ეს იმ ფოზე, როდესაც ისრაელში საქართველოს საკმაოდ დიდი კონტაქტები (100ათაასამდე თემი) აქვს და მით უფრო როცა ქართულ სადაზვერვო სამსახურებზე ამხელა თანხები იხარჯება-ნათქვამია სტატიაში.საქართველოსთან ებრაელი ხალხის. მათ შორის გავლენიან ჩინოვნიკებთან კონაქტებზე საუბრისას ხაზგასმულია ასევე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის ფიგურის მნიშვნელობაც და ნათქვამია რომ 9 თვის განმავლობაში, რაც ეს მოლაპარაკებები ისე მიმდინარეობდა, რომ ვერც ამ კონტაქტებამა გაჭრა ქართული მხარისთვის შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად.

„ევრაზია რევიუ“ კი საქართველო–ისრაელის ურთიერთობებში არსებულ კრიზისზე მაიკლ ჩეჩირეს ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. ის ამ ურთიერთობებში არსებულ ინტრიგას სულ უფრო საინტერესოს უწოდებს და ამ მოვლენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ინტერესებს უკავშირებს. სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ მას შემდეგ რაც ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობები შეწყვიტა, თბილისმა პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა და მალევე თბილისმა ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველ ირანთან დაახლოება დაიწყო. რისი კულმინაციაც გახდა საქართველო-ირანს შორის მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმება, როგორც ახალი ეტაპის დასაწყისის ნიშანი ურთიერთობებში.

სტატიის ავტორს შესაძლებლად მიაჩნია, რომ თეირან–თბილისს შორის თბილი ურთიერთობა ისრაელთან კავშირების ხარჯზე მომხდარიყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ, როდესაც ისრაელი „მაგატეს“ პაქტის ხელმომწერი არ არის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად აღნიშნავდა, რომ ირანი, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტის ხელმომწერია, უფლება აქვს ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა და რომ „მაგატეს“ კონტროლი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით სტატიის ავტორი რიტორიკულ კითხვას სვამს: ნიშნავს თუ არა ეს შენიღბულად ისრაელისთვის კბენას?

მაიკლ ჩეჩირე აქვე ყურადღებას ამახვილებს თბილისი–ანკარას ურთიეთობების გააქტიურებაზე და აღნიშნავს, რომ თურქეთი წარსულში ისრაელის ყველაზე სანდო პარტნიორი იყო, თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის. ზემოთ აღწერილი სურათის შესაბამისად ჩეჩირე ასკვნის, რომ შესაძლოა თბილისი-ანკარას და უფრო ნაკლები ხარისხით თბილისი- თეირანის პოზიციების დაახლოება გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველო-ისრაელის პარტნიორობამ პერიფერიაზე გადაინაცვლა.

სტატიის ავტორი დასასრულს უდაო ფაქტს უწოდებს საქართველო ისრაელს შორის არამეგობრულ ვითარებას და ასკვნის, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში თბილისს ძალიან ცოტა შანსი აქვს იმისა, რომ ვაშინგტონში ისრაელთან ამ დამოკიდებულებას მოუწონებენ, მაგრამ შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამის საპირისპიროდ საქართველოს ბევრ ახლო აღმოსავლელ მეზობელში თბილისისადმი შეიძლება კეთილგანწყობა გაიზარდოს.

Entry filed under: NEWS. Tags: .

ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2008 წლის “დეზერტირები” და დეზერტირები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

April 2011
M T W T F S S
« Mar   May »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: