მხედრული პატივი, საიდუმლოდ!

March 7, 2011 at 5:28 am Leave a comment

ზვიად თხელიძე

თბილისიდან ციხესულორისკენ მიმავალი, 1 მარტის სუსხიან დილას, სამრაშრუტო ტაქსში ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით მასაც ისე დაკრძალავენ, როგორც ავღანეთში აქამდე დაღუპული სხვა 5 ჯარისკაცი დაკრძალეს – ნაციონალური არხების არც ერთი კამერა და ჟურნალისტი დაკრძალვას არ დაესწრება.

საქართველოში ჩამოსვენების წუთიდან ( 23 თებერვლის ღამეს) ნაციონალური არხებიდან, ყველა ინფორმაცია გიორგი ავალიანზე გაქრა – თითქოს აღარ არსებულა არც დაღუპული ჯარისკაცი, აღარც დაღუპულის ოჯახი…

27 თებერვალს ”მაესტროზე” გასული სიუჟეტის გამო (“კვირის რეპორტაჟის” ჟურნალისტს, თავდაცვის სამინისტროდან განხორციელებული ზარის შემდეგ, თხოვეს გადაღება შეეწყვიტა) მეფიქრებოდა როგორ მომეხერხებინა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შეხლა – შემოხლისთვისაც ამერიდებინა თავი და თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაიდუმლოებული დაკრძალვის ფოტოებიც გადამეღო.

ვანი – სამტრედიის დამაკავშირებელი გზიდან, ციხესულორის სასაფლაომდე, სოფელი უნდა გაიარო. ავალიანების სახლიც ამ გზაზეა. სახლამდე მისასვლელ გზაზე სამხედრო პოლიციას პოსტი დგას, მაგრამ ისე, რომ დიდი გზიდან არ ჩანს. ჩემს მიერ დაქირავებული ტაქსის მძღოლს, პოლიციის თანამშრომელმა გაჩერება და უკან დაბრუნება უბრძანა, მანქანაში ჩამოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი ნახა, ხელქვეითებს დაუბრუნდა. ალბათ კამერას ეძებდა?!

ავალიანების სახლის ეზოში მრავალ ადამიანს მოეყარა თავი. სამხედროები სამოქალაქოებს სჭარბოდნენ. ორ სართულიანი, მომცრო სახლის მეორე სართულზე, რომელიც ხისგანაა ნაკეთები, ყვავილების, გვირგვინების ზღვაა. დაღუპულის დასასვენებელი ოთახის შესავლელში “თავდაცვის სამინისტროსგან” წარწერით გვირგვინია მიყუდებული. ოთახში საპატიო ყარაული დგას და ძაძებით შემოსილი ქალბატონები სხედან. გიორგის დედის გოდება ქვასაც მოალბობდა, მაგრამ წარმოუდგენელია როდესმე დამავიწყდეს გიორგის მამის ტკივილისგან შეცვლილი სახე და ჩამოსართმევად გამოწდვილი აკანკალებული ხელი!

– თანამოზიარე, ვარ! ვიზიარებ! ვიზიარებ თქვენს მწუხარებას… – უსამძიმრებდნენ ჩემს წინ მიმავალი ჯარისკაცები გიორგის მამას თამაზ ავალიანს. ის მდუმარედ უქნევს თავს და სახეზე ეტყობა, რომ მადლობის სათქმელად ძალა აღარ ჰყოფნის.

წვრილად ცრის. ეზოში, ხეებს შორის გაშლილ საწვიმრებს ჯარისკაცები და მეზობლები ეფარებიან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმერეთის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო სამსახურით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს. ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს, ბანკის ვალი გამოჰყვა. სამსახურიდან დათხოვილი და შემოსავალს მოკლებული ბანკის ვალას ვეღარ იხდის. ვალი კი იზრდება…

– რა ქენი გადაიხადე? – ეკითხება ჩემს გვერდით, ჯარისკაცი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ, ახალგაზრდა კაცს.

– რით? არ გამაფრთხილეს ბანკიდან და ისე დამაწერეს ჯარიმები… 6 ათასს დოლარამდეა ასული… მაგისთვის რამდენი უნდა ვიშრომო?! – პასუხობს, მის ყოფილ თანამებრძოლს, გიორგი ავალიანის თანასოფლელი.

– შენ რას შვები?

– მე მორედაც უნდა გავაფორმო კონტრაქტი, თორემ რაც ვიმსახურე ის ბანკის ვალებში წამივიდა და არაფერი შემრჩა…

დღის პირველი საათისთვის ეზოში თავდაცვის სამინიტროს სასულე ორკესტრი შემოვიდა. მათთვის გამოყოფილ ადგილას განთავსდა და სამგლოვიარო მარში შეასრულა. მოგვიანებით ეზოს შემოსასვლელში გაერთიანებული შტაბის უფროსი, სხვა მაღალი წოდების სახმედროები გამოჩნდნენ და იქვე განლაგდნენ. ცხადი გახდა, რომ მალე პანაშვიდზე საქართველოს თავდაცცის მინისტრი ბაჩო ახალაია შემოვიდოდა.

გადაღებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია: მინისტრის განკარგულების შემთხვევაში გადაღების იმ მინიმალურ შანსსაც დავკარგავ, რომელიც ჯერ კიდევ მაქვს სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე.

ჩემს გარშემო მყოფი ჯარისკაცებმა საუბარს მოუკლეს და ყურადღება ეზოს შემოსასვლელისკენ გადაიტანეს. გაწყდა საუბრები სამინისტროს დრაკონულ წესებზე, ბანკების ვალებზე, აუხსნელ დაწინაურებებზე და დაუსაბუთებელ სასჯელებზე …

მინისტრი დაცვის თანხლებით შემოვიდა. უჰალსტუხოდ, თეთრ პერანგსა და ნაცრისფერ პალტოში ჩაცმულ მინისტრს გაერთიანებული შტაბის უფროსმა დევი ჭანკოტაძემ მხედრული სალამი მისცა და მხარმარჯვნივ გაჰყვა. ბაჩო ახალაიას თან იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და პარლამენტარი პაატა ჭელიძე ახლდნენ.

მინისტრი და მისი თანმხლები პირები მარტონი ავიდნენ კიბეებზე. უკან მიმყოლი სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო და სამოქალაქო პირები დაცვამ კიბის ასასვლელთან შეაჩერა. შესაძლოა ეს სივიწროვის გამო, მაგრამ მინისტრის დაცვის მოქმედებამ უსიამოვნო რეაქცია გამოიწვია:

– არ შეწუხდნენ…

– ნება – ნება უნდა იგლოვოს… – გადაულაპარაკეს იქვე მდგომა მოხუცებულებმა ერთმანეთს.

პანაშვიდზე ხალხის რაოდენობამ იმატა – მდინარესავით მოედინებოდნენ პატარა შუკაში. სასაფლაო შორს არ არისო მითხრეს ადგილობრივებმა – სასაფლაოზე დარგული კიპარისების კენწეროები ავალიანების ეზოდანაც კი მოსჩანს. აღარ დაილევა ამ სახლში ალბათ სადღეგრძელო ისე, რომ სტუმარამა და მასპინძელმა იმ კენწეროებისკენ არ გაიხედონ! გადავწყვიტე სასაფლაოზე ავსულიყავი და გადასაღები ადგილი შემერჩია. ერთი ხანობა ვიფიქრე მალულად გადავიღებდი, მაგრამ უარი ვთქვი ამ აზრზე, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ბაჩო ახალაიას დაცვის რომელიმე წევრს, ჩასაფრებულ, ტერორისტად მოვლანდებოდი და დაუფიქრებლად ესროლა… ამიტომ ვარჩიე ღიად გადამეღო სამგლოვიარო პროცესიისთვის, მერეზე კი მერე მეფიქრა.

სამ საათზე დედის კივილმა ცა გახია – გიორგი სახლიდან გამოსვენეს. ცხედარი ჯარისკაცებს მოჰქონდათ. ძმები ფრიდონი და აკაკი, მამის მხარდამხარ, ბარბაცით მოჰყვებოდნენ კუბოს. ფრიდონი უფროს ძმასთან ერთად იბრძოდა ავღანეთში. სწორედ მან ჩამოასვენა ძმის ცხედარი საქართველოში. ერთად ელოდნენ ისინი კარს მომდგარ როტაციას – მათი ავღანური ეპოპეა მაქსიმუმ თვე – თვენახევარში უნდა დასრულებულიყო. გიორგი, მამპაპისეული სახლის მოპირდაპირედ, ახლად შეძენილი სახლის შეკეთებას და დაოჯახებას აპირებდა…

დაკრძალვის სამხედრო რიტუალის წესის მიხედვით ჰაერში სამჯერ გაისროლეს. საპატიო ყარაულის ჯარისკაცებმა, 1 მარტს მეექვსედ შეასრულეს ეს რიტუალი ავღანეთიდან ჩამოსვენებული თანამებრძოლის საფლავზე. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ხუთი სამხედრო მოსამსახურე 2010 წლის სექტემბერში დაკარგა – 2010 წლის 30 სექტემბერს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე თვითნაკეთი (IED) ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. იმავე წლის 5 სექტემბერს კი ქართველ სამშვიდობოებს პირველი ჯარისკაცი – მე – 3 ქვეითი ბრიგადის, 31 – ე ბატალიონის ასეულის მეთაური ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაეღუპათ.

გიორგი ავალიანის ცხედარის მიწაში ჩასვნებისას სასულე ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ჯარისკაცებმა სამ – სამი მუჭა მიწა მიაყარეს ყოფილ თანამებრძოლს და დაღმართზე დაეშვნენ.

– როდემდე უნდა ვმარხოთ ასე ჩუმად?! – ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა ერთ – ერთმა ჯარისკაცმა, თავი ასწია და მიიხედ – მოიხედა. დამინახა, რომ გავიგონე. რა უნდა მეპასუხა?

Entry filed under: ავღანეთი, სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , , , , , , .

კაპრალ გიორგი ავალიანი დაკრძალვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

March 2011
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: