საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით

February 21, 2011 at 12:50 pm Leave a comment

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კვლავ ბრალს გვდებს “აგრესიული ზრახვების” ქონაში

ზვიად თხელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის გამონათქვამებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა 27 იანვარს ვაშინგტონში, ნიქსონის ცენტრში გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად მძიმე შეიარაღების არ განთავსებასთან დაკავშირებით დისკუსიას ვაწარმოებთ არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატშიც და დაამატა: “ჩვენ ვთვლით, რომ მიზანშეუწონელია სააკაშვილის გადაიარაღება საშიშია, რადგან ეს გაზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ის კიდევ ერთხელ ეცდება სიტუაცია ძალის მეშვეობით შეცვალოს”.

მისივე განცხადებით აღნიშნულ თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მხარეები ერთმანეთის არგუმენტებს ხელაღებით არ უარყოფენ.

ზოგიერთი რუსული საინფორმაციო საშუალება, მაგალითად საინფორმაციო საიტ დნი. რუ – ს განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში არა ეკონომიკური, არამედ სამხედრო დახმარების გაწევის სათხოვნელად ჩავიდა და პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას სწორედ ამგვარი დამხმარების აღმოჩენაზე იყო საუბარი.

რუსეთის მხრიდან ოფიციალური თუ არაოფიციალური განცხადებები, სხვადასხვა საშუალებებით, საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვის თოაბაზე 2008 წლის შემდეგ მრავალჯერ გაკეთდა. ქართული მხარე ბრალდებებს უარყოფს.

ამჯერადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ შეიახსენა რუსულ მხარეს საერთაშორისო ხელშეკრულებებისადმი რუსეთის არადექვატური დამოკიდებულება და განაცხადა: “ნიქსონის ცენტრში გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ს.რიაბკოვი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემასაც. გაიმეორა რა კრემლის სტანდარტული პროპაგანდისტული ფრაზები საქართველოს „აგრესიული ზრახვების” შესახებ, მან გააკეთა ფრიად საყურადღებო განცხადება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ავალდებულებს მხარეებს არ განალაგონ „კონფლიქტის რაიონებში” მძიმე შეიარაღება.

ამასთან დაკავშირებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თვით რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს განცხადებების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულია სარაკეტო და საარტილერიო კომპლექსები „გრადი”, „აკაცია”, „სმერჩი”, „ტოჩკა-უ”, „ბუკ-მ”, „ს-300″, რომ აღარაფერი ვთქვათ ტანკებზე და ჯავშანტრანსპორტიორებზე, რომლებიც აგრეთვე მიეკუთვნება მძიმე შეიარაღებას.

ს.რიაბკოვის ზემოაღნიშნულ განცხადებაზე დაყრდნობით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთი თავადვე აღიარებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევებს. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების პირობებს არაერთგზის არის დადასტურებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ. ამასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა, 2010 წლის 23 ნოემბერს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ.

ისღა დაგვრჩენია მოვუწოდოთ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართოს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას, სრული მოცულობით შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, უნდა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გაყვანა და თავის მხრივ, აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ”.

როგორც ჩანს მოწოდება მოწოდებად დარჩება რადგან თებერვლიდან ცხინვალში ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყება: “ ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის და სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს შენაერთები თავდაცვით სწავლებებს თებერვლიდან დაიწყებენ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შეცდომების გამოსწორებას და დანაყოფებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებს ისახავს მიზნად. თავდაცვის უწყების გარდა, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებიც მიიღებენ”( წერს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური). ყველაზე მასშტაბური წვრთენის წინ კი მძიმე შეიარაღება კი არ გაჰყავთ პირიქით შემოჰყავთ.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , .

საზოგადოებისაგან დისტანცირებული არმიის წელი მოგზაურობა ვირტუალურ ცხინვალში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: