საზოგადოებისაგან დისტანცირებული არმიის წელი

February 21, 2011 at 12:48 pm Leave a comment

სანდრო იმერი

რომ არ ყოფილიყო ავღანური სამხედრო მისია, 2010 წელი საქართველოს არმიისათვის, შესაძლოა, ბევრით არაფრით ყოფილიყო გამორჩეული. მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს არმია იშვიათად ჩანდა ტელეეკრანებზე და საჯარო შეხვედრებზე. ხოლო რაც ჩანდა, ოპტიმისტური დასკვნის საფუძვესლ ნაკლებად იძლევა.

ტოტალური თავდაცვის პარადიგმა

„ქუდზე კაციც და, თუ საჭიროა, ქუდზე ქალი უნდა იყოს მზად. თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხესიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის ბოლოს, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ახალი შენობის გახსნის დროს.

მაგრამ ქუდზე კაცის და, მით უფრო, ქუდზე ქალის დაძახება 2010 წელს საქართველოს არ დასჭირდა. ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა ვერც საყოველთაო-სავალდებულო რეზერვის მომზადების ფორმაზე გადასვლა, მიუხედავად ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის მცდელობისა, რომ კანონით გაეხადათ ვალდებული 50 წლამდე ასაკის ყველა ჯანმრთელი მამაკაცი, წელიწადში ერთხელ 45 დღით გაევლო სამხედრო შეკრება.

საყოველთაო რეზერვის აკვიატებულ იდეას აჯობა საღმა აზრმა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოამზადო მხოლოდ იმდენი სამხედრო სპეციალისტი, რამდენზეც ბიუჯეტი გაგწვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებ მასობრივ, მაგრამ მშიერ, გაუწვრთნელ და გამოუსადეგარ რეზერვისტებს, როგორებიც იყვნენ ე.წ. „პარტიზანები“ საბჭოთა პერიოდში, რომლებზეც დიდი ფული კეთდებოდა, მაგრამ საქმე ფუჭდებოდა. საბოლოო ჯამში, საქართველოში მოიძებნა რეზერვის მომზადების ასეთი ფორმულა: საკუთარი სარეზერვო ძალის მომზადება დაევალათ უშუალოდ სამხედრო ნაწილებს და არა ეროვნულ გვარდიას, რომელსაც ამიერიდან სამხედრო ფუნქცია აღარ ექნება.

„გვარდიის დეპარტამენტი უნდა აღიჭურვოს სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს არა ისეთი გვარდიის სარდლობა, როგორიც აქამდე არსებობდა, არამედ უნდა გვქონდეს სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი. უშუალოდ სამხედრო რეზერვის სისტემას, რომელსაც აქამდე გვარდიის დეპარტამენტი ქმნიდა, უკვე ქმნის შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდლობა. მოქმედი ბრიგადები და ბატალიონები თვითონ ამზადებენ რეზერვისტებს, რაც ხარისხობრივად უფრო კვალიფიციური მომზადებაა და უფრო დიდ შედეგს მისცემს როგორც სამხედრო დანაყოფს, ისე რეზერვისტებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ოქტომბრის ბოლოს.

კარგია თუ არა ეროვნული გვარდიის ფუნქციების ასეთი გაყოფა? ან რატომ მოამზადებს საკუთარ რეზერვს უფრო უკეთესად სახმელეთო ჯარების სარდლობა, რომელსაც ისედაც უამრავი ფუნქცია აქვს ჩამოკიდებული – სახმელეთო ქვედანაყოფების მართვით დაწყებული და ავიაციით დამთავრებული?

ასეთ მნიშვნელოვან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში საზოგადოებრივი მსჯელობა აღარ იმართება. ყველაფერს წყვეტს ორკაციანი ვერტიკალი – პრეზიდენტი + თავდაცვის მინისტრი. საქართველოს პარლამენტმა სულ მთლად აიღო ხელი ძალოვანი უწყებების კონტროლზე. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ერთხმად ამტკიცებს თავდაცვის მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებს, იქნება ეს არმიის რაოდენობის გაზრდა, ბიუჯეტის დამტკიცება თუ ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის გაგზავნა.

ქართული მისია ავღანეთში, მსხვრეპლი და ჯილდო

საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ავღანეთში, ქაბულში, ჯერ ერთი ასეულის, შემდეგ კი, აპრილში, 750 კაციანი გაძლიერებული ბატალიონის გაგზავნას ჰელმანდის პროვინციაში. 31-ე ბატალიონი ჰელმანდში სწორედ იმ დროს გადაისროლეს, როდესაც იქ თალიბების წინააღმდეგ კოალიციის გადამწყვეტი ოპერაცია იწყებოდა. ქართველი ჯარისკაცები პირდაპირ ჩაებნენ საბრძოლო ოპერაციაში. ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა ბატალიონმა 5 ჯარისკაცი დაკარგა, 12 სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა. ყველაზე სისხლისმღვრელი ქართული ქვედანაყოფისათვის აღმოჩნდა 30 სექტემბერი, როდესაც ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთბაშად 4 სამხედრო დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დააჯილოდვეს და ისინი მხედრული პატივით მიაბარეს მიწას. მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ დღემდე საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ავღანეთში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელები. კაცს ენა არ მოუბრუნდება, რომ რასიმე შეშურდეს დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისათვის, მაგრამ იმისათვის, რომ სამხედრო საქმემ, ჯილდომ, ორდენმა და წოდებამ დაიბრუნოს პატივი და ღირსება, საჭიროა, რომ დასრულდეს შევარდნაძისდროინდელი ინერცია, როდესაც კონფლიქტებში დაღუპული ლამის ყველა ჯარისკაცი ჯიდლოვდებოდა უმაღლესი სამხედრო ჯილოდებით.

საქართველოს პარლამენტის შესაბამის დებულება საქართველოს სახელმწიფო ჯილოდების-ორდენების და მედლების შესახებ, ვახტანგ გორგასლის უმაღლესი ხარისხის ორდენით „ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. „ ხოლო იმავე ორდენის პირველი ხარისხით ჯილდოვდებიან „ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.“

შესაბამისად, მე მგონია, რომ ჭირისუფლების შეურაცხყოფაა ის ფაქტი, რომ მან დღემდე არ იცის, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენები მიენიჭათ. მაგრამ როგორც ჩანს მოსაყოლი და სალაპარაკო ბევრი არაფერია. ქართველი სამხედროები ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციის დროს ნაღმ-ხაფანგზე აფეთქდნენ, რომელიც ტერორისტების მიერ დამონტაჟებული იყო ერთ-ერთ თხრილში, რომელსაც ქართულმა პატრულმა სროლის დროს თავი შეაფარა.

ქართველი ჯარისკაცების მოქმედება და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ავღანეთში დასაფასებელია. მაგრამ ასეთი თავდადება უფრო იმსახურებს მედალს „მხედრული მამაცობისათვის“, ვიდრე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენს, რომელიც უმაღლესი სამხედრო ჯილდოა.

კიდევ ერთხელ ვიმორებ, არც ერთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცისათვის არანაირი ჯილდო მე პირადად არ მშურს. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დაუმსახურებელი ჯილდოს მიცემით ორდენსაც ვაუფასურებთ და ადამიანის დამსახურებასაც ვუკარგავთ ფასს. როგორც სუნ-ძი ამბობდა, ის ჯარი მარცხდება, სადაც დაუმსახურებლად აჯილოდებენ და დაუმსახურებლად სჯიან. ამ ფილოსოფიით გასული წელი და განსაკუთრებით, ახალი 2011 საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებებს ტოვებს.

გუშინდელი გმირები, დღევანდელი – მარგინალები

როგორც ჩემმა მეგობარმა ირაკლი ალადაშვილმა შენიშნა, საოცარი ტრადიცია მკვიდრდება – 2010 წლის დადგომისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეიარაღებული ძალებიდან 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დაითხოვა ისე, რომ ზოგიერთ მათგანს დამსახურებულ სამხედრო პენსიამდე ერთი-ორი თვეღა აკლდა. ეს ძალიან მტკივნეული და არაჰუმანური გადაწყვეტილება გახლდათ, რაც ნეგატიურად შეაფასეს სამხედრო ექსპრეტბემა და რამდენიმე პარლამენტარმა. მაგრამ საზოგადოებსი დი ნაწილს საერთოდ არ აინტერსებს არმიაში მიმდინარე „საკადრო ექსპერიმენტების“, ამიტომ მინისტრ ახალაიასათვის არაფერს შეუშლია ხელი ბოლომდე მიეყვანა საქმე და ქებაც დაემსახურებინა მიხეილ სააკაშვილისაგან, რომლისგანაც მოდიოდა კიდევაც გენერალური შტაბის ოფიცერთა შემადგენლობის შემცირების ინიციატივა. “უხმაუროდ, მაგრამ გატარდა ძალიან მტკივნეული რეფორმები – მათ შორის, პირად შემადგენლობასთან მიმართებაში. ძალიან სერიოზული ატესტაციები ჩატარდა, ძალიან სერიოზულად ამაღლდა თითოეული მებრძოლის, თითოეული ოფიცრის მომზადების დონე. მოთხოვნები ამაღლდა მკვეთრად და, ამავე დროს, ახალი შევსება მოდის და მოვა მომავალშიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში.”- განაცხადა 2009 წლის მიწურულში მიხეილ სააკაშვილმა.

ეს ტრადიცია 2011 წლის დღეებშიც გაგრძელდა. გაზეთ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით. 2011 წლის საახალწლო დღესასწაულს კი უკვე 100 გვარდიელის სამსახური შეეწირა. მათ კრწანისის სასწავლო პოლიგონზე მობილური ტელეფონების გამოყენება დასდეს ბრალად.

გასული წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები რამდენჯერმე ასევე მასობრივად გაათავისუფლეს სამსახურიდან; მათ შორის იყო 90-მდე არტილერისტი, რომლებიც ვაზიანის პირველ საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდნენ მაშინ, როდესაც იქ ერთმა კაპრალმა ავტომატის ჯერით დაცხრილა მეორე.

მანამდე კი არმიიდან დაითხოვეს რამდენიმე მაღალი კლასის სამხედრო მფრინავი, რომელთა მომზადებაზე და შემგომ გადამზადებაზე რამდენიმე მილიონი ლარი იყო დახარჯული. ზოგიერთ მათაგნი კი გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ციხეშიც კი აღმოჩნდა, სპეცოპერაცია „ენვერის“ განხორციელების შემდეგ.

ძნელია ამტკიცო ვინმეს უდანაშაულობა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – საქართველოს ხელისუფლება გერივით ეკიდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გზიდან იცილებს ნაბრძოლო ოფიცრებს, რომლებსაც, სხვათა შორის, კარიერის განმავლობაში არაერთი საბრძოლო ჯილდო აქვთ მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისატვის ბრძოლებში დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის. ერთ-ერთი მათგანია პოლკოვნიკი ლევან ასათიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელიც ვეტერანების შიმშილობის აქციაში მონაწილეობდა სხვა ვეტერანებთან ერთად და საამართლომ ისიც 400 ლარით დააჯარიმა „საზოგადოებრივი წესრიგსი დარღვევის ბრალდებით.“ ლევან ასათიანი თავსი დროზე სადესანტო-საშტურმო ბატალიონი შტაბსი უფროსი იყო და მონაწილეობა აქვს აფხაზეთში ტამიშის დესანტის განადგურების, აგრეთვე სოფლების ანუარხუსა და შრომის გათავისუფლების ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს უმაღლეს მთავრსარდალს ყურად ეღო მოშმშილე ვეტერანების მოთხოვნები და შეექმნა კომისია მათი პრობლემების შესასწავლად, სამსახურებიდან გაყრილ და მოძულებულ ომის ვეტერანებს გამანადგურებელი მორალური დარტყმაც მიაყენა. „ექვსმა კაცმა ხსოვნის დააფრეს მარადიულ ცეცხლს ძველი დროშა, მიადგეს ფეხებ შორის ამ ორ ჯარისკაცს თავის საწოლები, გამოფინეს თავის საცვალი და ბოდიში და მოშარდეს მარადიული ცეცხლის გვერდით,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 25 იანვარს „პირველი კავკასიური არხის“ ეთერში გასვლისათვის მიძღვნილ სამსაათიან პირდაპირ ეთერში.

საქართველსო პრეზიდენტის ამ გამოსვლას ცხადია ყურადღებით უსმენდნენ ცხინვალშიც და სოხუმშიც, სადაც ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ აუგად მოიხსენოს ვეტერანები და მით უფრო საჯაროდ შეურაცხყოს ნაბრძოლი ადამიანები.

ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებთ, შეუძლებელია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. პირიქით, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მთელი ამ საკადრო ექსპერიმენტების, არმიის სახეობების გაუქმების, ნაბრძოლი ოფიცრების სამხედრო ძალებიდან დათხოვნისა და სოციალურად დაუცველი ვეტერანების აქციის დარბევის უკან დგას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს უმაღლეს მტავარსარდალი 2011 წელს შეეცდება განაგრძოს და ბოლომდე მიიყვანოს „არმიის რეფორმირების“ საქმე – შეიარაღებულ ძალებიდან დაითხოვოს ყველა სამხედრო პირი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი და რომელიც ემსახურება პატრიას(სამშობლოს) და არა პარტიას.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , .

მიუნხენის კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: