მოგზაურობა ვირტუალურ ცხინვალში

February 21, 2011 at 1:16 pm Leave a comment

ოკუპირებულ რეგიონებში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს წარმოუდგენელია, თუმცა ვირტუალურ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ რუსულმა სამხედრო მანქანამ, რაც არ უნდა შენიღბოს და რაც არ უნდა გაასაიდუმლოს და ამ საიდუმლოსთვის რაც არ უნდა თანხები დახარჯოს, ცხინვალის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დაკვირვება ნებისმიერი ადამიანისათვის შესაძლებელი, თანაც ისე, რომ არ დაგჭირდებათ მილიონებად ღირებული უპილოტო თვითმფრინავის ჰერმესის შეძენა. საკმარისია გქონდეთ ინტერნეტი და ინტერნეტ პროგრამა გოოგლე ეარტჰ-ი. ამ პროგრამაში რამდენიმე დღის წინ სამაჩაბლოს საკმაოდ დიდი ნაწილის, ცხინვალის და გარშემო სოფლების თანამგზავრიდან გადაღებული უზარმაზარი ზომის ფოტო გამოსახულება გამოჩნდა, რომელიც რეგიონის 2010 წლის პირველი ივნისის მდგომარებას ასახავს. გასული წლის დეკემბერის ბოლოს Google Earth-ში 2009 წლის სექტემბერის გამოსახულება გამოჩნდა. როგორც ჩანს თანამგზავრის საშუალებით საკმაოდ გააქტიურდა ოკუპირებულ რეგიონებზე დაკვირვება. ჩხინვალის რეგიონში ომის შემდეგ არათუ ტოპონიმები ბუნების ნაწილიც კი შეიცვალა. გაჩეხილია ტყეები, გაყვანილია უამრავი მოასფალტებული გზა, რომელიც რა თქმა უნდა სამხედრო დანიშნულების არის. ქალაქი ცხინვალის ნაწილი კვლავ ნანგრევებშია, ნაწილი კი შეღებილი და გადახურული. ყველაზე მძიმე სანახავი კი გადამწვარი ქართული სოფლებია, სადაც ერთ სახლსაც კი ვერ მოძებნით მრთელს.

ცხინვალი და კავკასიონის მთები 3 -D გამოსახულება.

მარცხნივ მოსკოვსი კვარტალი. მარჯვნივ თამარაშენის ნასახლარები.

პირველი რაც თვალში მოგხვდებათ რეგიონში მდებარე უზარმაზარი სამხედრო ბაზებია, რომელიც სატელიტიდან ძალიან კარგად ჩანს. დავიწყოთ ქალაქ ცხინვალის მე-4 რუსული ბაზით.

ეს ბაზა ქალაქის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან 3550 მეტრში მდებარეობს. ბაზა ე. წ. დუბოვაია როშას გვერდით დაჩქარებული ტემპით აშენა, (ეს სწორედ ის ხეივანი არის სადაც აგვისტოს ომის დროს, საავიაციო დაბომბვის შედეგად ათეულობითლობით ქართველი სამხედრო დაიღუპა)

ბაზის ფართობი 4 კვადრატული კილომეტრია. ბაზაზე 20 მეტი სხვადასხვა ზომის შენობა მდებარეობს. სატელიტიდან ჩანს, რომ ბაზა გარემონტებულია და დიდად განსხვავდება რუსეთის სიღმერში მდებარე სამხედრო ნაწილებისგან. Bბაზაზე 200 ერთეულამდე სამხედრო მანქანა დგას, ძირითად კამაზები მათზე გამობმული საზენიტო ქვემეხები და ბეტეერები. ეს რაც თანამგზავრიდან ჩანს. Bბაზაზე არის ბოქსები, სადაც უნდა ვივარაუდოდ რომ შეყვანილია ტ – 90 ტიპის ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა. Bბაზის Pპერიმეტრი საკმაოდ კარგად არის დაცული. სამხედრო ნაწილი მთლიანად გარშემოტყმულია სქელი, დაახლოებით 80 სანტიმეტრიანი სისქის კედელით. ( საიტზე გაზომვა ადვილად არის შესაძლებელი) Mმე-4 ბაზის ჩრდილოეთით კი სანგრებია გათხრილი. Bბაზის გარშემო მოკლე რადიუსში არაერთი სამხედრო ობიექტი და მძიმე ტექნიკა ჩანს.

ეს ერთადერთი რუსული სამხედრო ნაწილი არ არის. მე-4 ბაზის გარდა რეგიონში შექმნილია რამდენიმე ათეული შედარებით მცირე ზომის სამხედრო ნაწილები და პოლიგონები.

ქალაქ ცხინვალში მე-4 ბაზის გარდა რამდენიმე ზომის სამხედრო ნაწილია.

ეს ქალაქის ცენტრალური ნაწილია. ყოფილი ჩრდილოეთის ბაზა რომელიც სამშვიდობოებისთვის იყო განკუთვნლი. Fფოტოზე კარგად ჩანს სამხედრო ტექნიკა, რომელიც Gგარემონტებული შენობების გვერდით დგას.

სოფელ ერედვთან ახლოს შენდება საკმაოდ დიდი ზომის სამხედრო ნაწილი, სატელიტზე თქვენ დაინახავთ, რომ ამ ადგილას 50 – მდე სამხედრო კარავი, 10 – ზე მეტი კონტეინერი და რამდენიმე ერთეული სამხედრო მანქანაა თავმოყრილი. შავარაუდოდ, ოკუპანტ სამხედროებს, სწორედ ამ კარვებში სძინავთ, საკმაოდ მშვიდაც შეიძლება ითქვას.

კარვების და ტექნიკის საკმაოდ დიდი კონცენტრაცია შეიმჩნევა დიდი ლიახვის ხეობაში, გადამწვარი სოფელი ზემო აჩაბეთის ადგილას. Eერედვის მსგავსად ამ ადგილას 50მდე კარავია გაშლილი, თუმცა სამხედრო მანქანების რაოდენობა 30ს აჭარბებს. (ფოტო შემდეგ გვერზე)

სამხედრო ბაზად არის გადაქცეული ყოფილი საცხოვრებელი კომპლექსი სოფელ აჩაბეთთან ახლოს, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2008 წლის ომმადე დიდი ზარ-ზეიმით გახსნა და ცხინვალის რეჟიმს გამოქცეულ ეროვნებით ოსს მოქალაქეებს და ყოფილი დროებითი ადმინისტრაციის წევრებს გადასცა. დღეს ამ ტერიტორიაზე ბეტეერები და სატვრთო მანქანები დგას.

(ფოტო იხილეთ ქვევით)

Aასევე დიდი ლიახვის ნასოფლარ ძარწემის სიახლოეს, ნასახლარებზე მდებარეობს კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი. შადაც განსალეგებულია ტექნიკა. გაშლილია კარვები, გათხრილია სანგრები და მინდორზე გამოსახულია დიდი ზომის სეპარატისტ დროშა.

(ფოტო იხილეთ ქვევით)

ძარწემის ჩრდილოეთით ასევე ნასოფლარის ქემერტის შუაგულში, დამწვარ სახლებს შორის კიდევ ერთი სამხედრო ნაწილი დგას, რომელზეც ტექნიკის საკმაოდ დიდი რაოდენობაა თავმოყრილი.

ბაზების და სამხედრო ნაწილების ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ჯერჯერობით არ ჩანს ომის შემდგომი თანამგზავრული ფოტოები ჯავის, ახალგორის და ზნაურის რაიონების, ასევე დაბა კვაისასი და მამისონის უღლეტეხილის. თუმცა ფაქტია, რომ ცხინვალის რეგიონი ერთ დიდ სამხედრო ბანაკად ბანაკად არის გადაქცეული და ომის შემდეგ წლიდან წლამდე აქ სამხედრო ინფრასტრუქტურის და ჯავშან-ტექნიკის რაოდენობა იზრდება. იმისათვის, რომ იხილოთ, თუ რა ხდებოდა 2009 წელს ცხინვალში შეგიძლიათ http://www.wikimapia.org – ს ეწვიოთ, სადაც დარწმუნდებით, რომ რუსებს ჯერ კიდევ კარგად არა აქვთ ათვისებული სამაჩაბლო. Aასევე საკმაოდ დიდი სხვაობაა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებთან დაკავშირებით. 2010 წლის გამოსახულებით თუ ვიმსჯელებთ, ქართულმა მხარემ ნიქოზის მიმართულებით საკმაოდ დიდი ტერიტორია დაკარგა, რომელიც 2009 წელს ჯერ კიდევ ქართული იურისდიქციის ქვეშ იყო.

ამ ფოტოზე მწარე სიმართეა აღბეჭდილი. ფოტოს მარცხნივ სოფელ ზემო ნიქოზის სასაფლაო, რომელიც გაყოფილია კედლებით, სასაფლაოს ქვევით, კი სოფლის სიღრმეში ქართული პოსტი დგას, როგორც ხედავთ, ქართული მხარე არათუ სასაფლაოს არამედ ნიქოზის განაპირა ნაწილსაც ვერ აკონტროლებს. მძიმე სიტუაციაა სოფელ ერგნეთშიც. რომელიც ომის შემდეგ გაყოფილი აღმოჩნდა, ერგნეთი ისევე, როგორც ზემო ნიქოზი ადმინისტრაციულად გორის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ რუსული საზღვარი ორივე სოფელს თითქმის შუაზე ყოფს, თანაც ისე, რომ არა თუ მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები, არამედ 20 ზე მეტი სახლი (ზოგი გადამწვარი, ზოგი შენარჩუნებული) ოკუპანტების კონტროლ ქვეშ ხვდება.

(ქვევით სოფელი ერგნეთი )

სამაჩაბლოში რუსების მიერ გავლებული საზღვრების დანახვა საკმაოდ იოლია, მთელ პერიმეტრზე მოწყობილია სანგრები. ცხინვალის სამხრეთ ნაწილში კი მშენებლობა მიმდინარეობს.

(გათხრილი სანგრები ადმინისტრაციულ საზღვარზე)

მარჯვნივ მშენებარე ბაზა ფრონეს ხეობაში, სოფელი დვანის სიახლოვეს.

ცხინვალის სამხრეთი ნაწილი ნიქოზის მიტაცებული მიწები, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. სატელიტზე ახლოს მისვლის შემთხევაში კარგად ჩანს რუსული პოზიციები და სანგრები.

წვერიახო

კეხვი.

ვისაც აგვისტოს ომამადელ სამაჩაბლოში დაბრუნება უნდა შეგიძლაით http://www.bing.com/maps/default.aspx?v=2&style=o ესტუმროთ, სადაც 2006 წლის ფოტოებია გამოსახული.

Entry filed under: ოკუპაცია, სამხედრო კორესპონდენტი. Tags: .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით ეგვიპტე, რევოლუცია და სამხედროები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: