February 17, 2011 at 8:38 pm Leave a comment

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ირაკლი სესიაშვილი – ვეტერანებს არანაირ სურვილი არ ჰქონდათ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მათთვის დაეჭირა მხარი

გმირთა მოედანზე ვეტერანების დარბევის ფაქტსა და ვეტერანთა სოციალურ პრობლემებზე “ინტერპრესნიუსი” ექსპერტს სამხერო საკითხებში ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია გთავაზობთ ვრცლად ამ ინტერვიუს და მადლობას ვუხდით სააგენთო “ინტერპრესნიუსს”.

–  ბატონო ირაკლი, გმირთა მოედანზე ვეტერანები ძალის გამოყენებით დაშალეს. ვეტერანებს კანონი არ დაურღვევიათ, მაგრამ მაინც დაისაჯნენ. თქვენი აზრით, რა ხდება ვეტერანებთან დაკავშირებით?

_ ხელისუფლება თავისივე მოქალაქეებს და მოვლენებს ორ ნაწილად ჰყოფს – რაც იყო ვარდების რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ. ვინც კი რევოლუციამდე ქვეყნისთვის მოღვაწეობდა, ეს იქნება ვეტერანი, ხელოვანი თუ მეცნიერი, ყველა ჩარეცხილების სიაში აღმოჩნდა. თავის დროზე, სიტყვა “ჩარეცხილები” პრეზიდენტს შემთხვევით არ წამოცდენია. ეს ხელისუფლების რეალური იდეოლოგიაა, რომლის მთავარი ამოცანაც ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი ადამიანების სახელმწიფოსათვის სასარგებლო საქმისაგან მოწყვეტაა. ხელისუფლება ვეტერანებისგან სარგებელს ვერ იღებს და ამიტომაც მათი სოციალური დაცვისთვის რაიმე თანხების გაღება არ სურს.

თავის დროზე, ხელისუფლებამ იმ სამხედროებს, რომლებიც ხელისუფლებას სჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვეტერანთა რიგებში აღმოჩნდნენ, ბანკებში სესხები გაუფორმა, ზოგი ბინებით დააკმაყოფილა, ზოგიც სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვა. მიუხედავად ამისა, შეიძლება იმის თქმაც, რომ ხელისუფლებამ ჩარეცხილების სიისათვის ის ადამინებიც გაიმეტა, ვინც ვეტერანის სტატუსით ამ ხელისუფლებაში იყვნენ. ხელისუფლებამ პირველ რიგში უყურადღებობით ის ვეტერანები დასაჯა, რომლებიც თავისი ავტორიტეტით გამოირჩეოდნენ.

–  თქვენი შეფასებით, რამდენად საკმარისია ვეტერანთათვის განკუთნილი სოციალური დახმარება და რამდენად გამართულია მათი უზრუნველყოფის მექანიზმები?

_ ვეტერანთა სოციალური დახმარება იმდენად მწირი და არაფრისმომცემია, რომ შეიძლება ითქვას, ხელისუფლებას ვეტერანთა სოციალური დაცვის პოლიტიკა არც აქვს. როცა ვეტერანებს სამსახურიდან ითხოვენ, ხშირ შემთხვევაში ეს ამა თუ იმ უწყების რეფორმირების მიზეზით ხდება და შემდეგ, სახელმწიფო მათ არც გადამზადებაზე და აღარც სხვა სამსახურში დასაქმებაზე აღარ ზრუნავს. ჩემი აზრით, ვეტერანებისადმი ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლების დიდი შეცდომაა. თუ ჩვენ იმავე ნატო-ს ქვეყნების გამოცდილებას გადავხედავთ, დემოკრატიული ქვეყნები ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ჯერ გადასამზადებლად და შემდეგ დასასაქმებლად. ამას რუსეთი ვერ აკეთებს და ამიტომაც არის, რომ რუსეთში დაუსაქმებელი სამხედრო მოსამსახურეები ხშირ შემთხვევაში კრიმინალური სამყაროს წევრები ხდებიან.

აკვიატებული პრეტენზია არ გახლავთ ვეტერანთა დასაქმებასა და მათ პროფესიულ გადამზადებაზზე ზრუნვა, ეს სახელმწიფო ინტერესში შედის. როგორც ეტყობა, ჩვენ ხელისუფლებას ვეტერანთა პრობლებების გადაწყვეტა არ შეუძლია, ხოლო ვეტერანებმა გადაწყვიტეს, უკიდურესი ფორმით გამოეხატათ პროტესტი და ხელისუფლება გამოეფხიზლებინათ, მაგრამ ხელისუფლება ვეტერანთა პრობლემებს მისთვის დამახასიათებელი უხეშობით, ძალადობითა და შეურაცხყოფით გამოეხმაურა.

როდესაც გმირთა მოედანზე პრეზიდენტი სააკაშვილი მემორიალს ხსნიდა, თქვა _ გარდაცვლილთა კედელზე კიდევ ბევრი ადგილებია დარჩენილიო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ძველი ვეტერანები გარდაცვლილი და მათი გვარები კედელზე დატანილი ურჩევნია, ვიდრე ისინი ცოცხლები იყვნენ და მათ სახელმწიფო ვერ უვლიდეს.

– დღეისთვის საქართველოში სულ რამდენი ვეტერანია და მათ სოციალურ დაცვაზე სახელმწიფო რამდენს ხარჯავს?

_ ყველა ომის ვეტერანი ერთი სტატუსით სარგებლობს. ვიდრე ვეტერანთა სიას გაცხრილავდნენ, მათი რიცხვი 80 ათას აღწევდა. მაგრამ, 2003 წლის შემდეგ ხელისუფლებამ ამ სფეროშიც რეფორმა ჩაატარა, ვეტერანთა სია გაცხრილა და მათი რაოდენობა 22-25 ათასამდე დაიყვანა. შესაძლოა, ჩემი მონაცემები მთლად ზუსტი არ არის და უმჯობესი იყოს ამ ციფრის ვეტერანთა დეპარტამენტში გადამოწმება.

რაც შეეხება მათ სოციალურ უზრუნველყოფას, ვეტერან პენსიონერებს პენსიებზე გარკვეული დანამატი აქვთ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც საპენსიო ასაკის არ არიან, თუ მეხსიერება არ მღალატობს 22-ლარიანი დანამატს იღებენ. ეს კი ის თანხაა, რომელიც ვეტერანების შეჭირვებულ ყოფას ვერანაირად ვერ გააუმჯობესებს.

– გასული წლის დასაწყისში თავდაცვის სამინისტროდან თუ არა ვცდები ჯერ 180 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დაითხოვეს, სხვათა შორის, თითქმის ყველა მათგანს ნატო-ს სტანდარტებით ჰქონდა მიღებული სამხედრო განათლება. სამინისტროდან ოფიცრების გაშვება მთელი წლის განმავლობაშიც მიმდინარეობდა. თქვენი ინფორმაციით, ამ უწყებიდან რამდენი ოფიცერი დაითხოვეს და მათ დასაქმებაზე თუ იზრუნა სახელმწიფომ?

_ ჩემი ინფორმაციით, შარშან თავდაცვის უწყებიდან 300-მდე პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი და მაიორი დაითხოვეს. გარდა იმისა, რაც მათ კანონმდებლობით ეკუთნოდათ, საუბარია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის გამო კომპენსაციაზე, გადამზადებაზე და დასაქმებაზე, არავის უზრუნია. საინტერესოა ისიც, რომ ოფიციალურად მათი გათავისუფლება გამოცდების და ტესტების ჩაუბარებლობის გამო განხორციელდა. რეალურად, თავდაცვის სამინიტრომ ტესტირება ისე ჩაატარა, ბევრი გარემოებები არ გაითვალისწინა. კერძოდ – პოლკოვნიკებს, ვიცე-პოლკოვნიკებსა და მაიორებს ფიზიკურ მომზადებაზე ტესტები ჩააბარებინა. ეს მაშინ, როცა ისინი ძირითადად საშტაბო საქმიანობით იყვნენ დაკავებული და თავდაცვის სამინიტროში საქმიანობა მათ არ აძლევდა საშუალებას, ფიზიკურ მომზადებაზე ეზრუნათ; არც სამინიტროში იყო იმის საშუალება, რომ ვინმეს ფიზიკურ მომზადების საშუალება ჰქონოდა. და კიდევ, ტესტი იყო იურიდიულ საკითხებში, რომლის ჩაბარება მოითხოვეს ადამიანებისაგან, რომლებიც დილიდან დაღამებამდე სამუშაოზე იმყოფებოდნენ და მათთვის იურიდიული საკითხებში გასარკვევად პრაქტ

იკულად დროც არ მიუციათ. სამწუხაროდ, სამინისტროს დაავიწყდა, რომ მისი ოფიცრები პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში საქმიანობდნენ, ხოლო უწყებას მათთვის იურიდიულ საკითხებში კონსულტაციებიც კი არ ჩაუტარებია.

ოფიცრებს საკმაოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ, ხელისუფლებამ მათი გაშვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ მას ფინანსები მოახლოებული არჩევნებისთვის დასჭირდებოდა.

_ ისევ გმირთა მოედნის ინციდენტს თუ დავუბრუნდებით, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვეტერანები ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით დასაჯა. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვეტერანთა აქციის უკან “ქართული პარტია” იდგა?

– მეც გახლდით აქციის მონაწილეებთან, მათ თანადგომა გამოუცხადე და შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ისინი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ეგიდით არ მოქმედებდნენ. მეტსაც გეტყვით, ვეტერანებს არანაირ სურვილი არ ჰქონდათ, რომ მათთვის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დაეჭირა მხარი. როდესაც მათთან პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ჩნდებოდნენ, ვეტერანები გარკვეულ უხერხულობასაც კი გრძნობდნენ და ამის გამო უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ.

ახლა კი პრობლემა მარტო იმაში აღარ არის, რომ ხელისუფლებას ვეტერანების სოციალური დაცვის არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია. ახლა ჩვენ ვეტერანებთან დაკავშირებით საქმე გვაქვს კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან, ადამიანის უფლებების შელახვასთან და იმ რეალურ საფრთხეებთან, რასაც ხელისუფლების დიქტატურისკენ ლტოლვა ჰქვია. როდესაც ხელისუფლება მშვიდობიან მოშიმშილეს არბევს, ვეტერანთა პრობლემა უკვე სხვა ჭრილში განიხილება.

Entry filed under: საქართველოს შეიარაღებული ძალები, NEWS. Tags: , , .

სახალხო დამცველი – ვეტერანტა აქციის დაშლა კანონდარღვევა იყო მიუნხენის კონფერენცია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: