ქართული არმიის 19 წელი – მუდმივი ექსპერიმენტები და საკადრო ცვლილებები

February 17, 2011 at 10:16 am Leave a comment

ირაკლი ალადაშვილი

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 19 წელი შეუსრულდათ. ქართული არმიის დაარსების დღედ 1992 წლის 30 აპრილი ითვლება, თუმცა ეროვნული გვარდიის შექმნის დღედ 1990 წლის 20 დეკემბერია მიჩნეული.
ამ სტატიის ავტორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის შტატზე სამსახური 1992 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო და თითქმის 10 წელი მსახურობდა როგორც შეიარაღებულ ძალებში ისე შინაგან ჯარებში.
ამიტომაც ბევრი რამის თვითმხილველი, რაც ქართული არმიის ისტორიას შეეხება, თავად ვიყავი.
ქართული არმიის შექმნა-ჩამოყალიბება ბრძოლებსა და ომებში მიმდინარეობდა, რამაც ბუნებრივია თავისი დაღი დაასვა მის განვითარების თავისებურებებს.
1992 წლის გაზაფხულზე, ცხინვალთან ჯერ კიდევ ბრძოლები მიმდინარეობდა, როდესაც არმიის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო. ამას დაუმატეთ ახლადმორჩენილი თბილისის ომი და დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტ გამსახურდიას შეიარაღებულ მომხრეთა გამოსვლები.
ამით იმის თქმა მსურს, რომ შეიარაღებული ძალების აუჩქარებლად ჩამოყალიბებისა და სათანადო კადრების მოძიების დრო და ხშირად არც სურვილი არ იყო.
არმიის შემადგენლობაში თავიდანვე მოხვდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთათვისაც ადამიანების ბედის ჩაბარება კი არა, ერთი ავტომატის მიცემაც კი არ შეიძლებოდა.
მაგრამ ის ძალები, ვინც გამსახურდიას ხელისუფლება ჩამოაგდო და ძალაუფლებაში მოვიდა, წამყვან როლს თამაშობდნენ იმ მომენტში რამდენიმე ნაწილად დაყოფილ საქართველოში.


1992 წლის 14 ივლისს ცხინვალის რეგიონში სამხრივი სამშვიდობო ძალები ჩადგნენ და იქ აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა.
ეს იყო საუკეთესო საშუალება ქართული არმია თავის ყაზარმებს დაბრუნებოდა (თუმცა, ყველა დანაყოფს როდი ჰქონდა ყაზარმა) და არმიის ჩამოყალიბების პროცესი აუჩქარებლად, შედარებით მშვიდ მდგომარეობაში გაგრძელებულიყო.
მაგრამ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ომი დაიწყო და ქართული არმია კვლავ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა.
თითქოს უხილავი ძალა არ გვაძლევდა მთლიანად საქართველოს და მის არმიას მშვიდობიან პირობებში განვითარების საშუალებას.
ამასთან დაკავშირებით ერთი ფაქტის გახსენება მინდა. 1992 წლის 13 აგვისტოს ზემო ნიქოზიდან (ცხინვალთან) სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის მენაღმეებთან ერთად მომიწია ახალციხეში ჩასვლა. ახალციხეში მაშინ დისლოცირებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის (რომელიც_ ოფიციალურად დაშლილად 1991 წლის დეკემბრის ბოლოს სცნეს) თავდაცვის სამინისტროს მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზია.
ამ დივიზიის შტაბის წინ ძალზე უცნაური შემთხვევის თვითმხილველი გავხდი _ რუსი გენერალი ქართველ პოლკოვნიკს ეჩხუბებოდა, რატომ სწრაფად არ ღებულობთ ტანკებსა და სხვა შეიარაღებასო.
ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა _ მანამდე ორიოდე თვით ადრე, როდესაც ქართველმა სამხედროებმა გორში რუსი ტანკისტების მოსყიდვა სცადეს, ამ უკანასკნელებმა ტანკები გორის ქუჩებში გამოიყვანეს და ხალხს დაერივნენ.
რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ორ თვეში რუსი გენერლები იქით გვეხვეწებოდნენ, სწრაფად ტანკები ან ქვემეხები და ტყვია-წამლები ჩაიბარეთო?
ამ ფიქრებით მენაღმეებთან ერთად აბასთუმანში გავწიეთ და გზაზე სოფელ კლდესთან უზარმაზარი საინჟინრო საწყობი გადავიბარეთ (იქ 25 ათასი მარტო ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ინახებოდა).
მეორე დღეს, 14 აგვისტოს, როდესაც ისევ ზემო ნიქოზში ვბრუნდებოდით, გზაში შევიტყვეთ, რომ სოხუმში ქართული ტანკები შესულან და აფხაზეთში ომი დაიწყო…
მოგვიანებით ხშირად მიფიქრია ამ დამთხვევაზე და იმ აზრზე დავდექი, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სპეციალურად დააჩქარა ქართული არმიისთვის ახალციხის მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზიის შეიარაღების (მათ შორის 108 ტანკის) გადმოცემა, რადგან იცოდა, რომ საქართველოს მაშინდელი დროებითი მთავრობა ამ ტანკებს აფხაზეთისკენ დაძრავდა! ამასთან ამ დროებით მთავრობაში რუსეთის სპეცსამსახურებს თავიანთი გავლენის აგენტები (და ძალიან დიდ თანამდებობებზე) ჰყავდათ, რომლებიც აუცილებლად დაძრავდნენ ახლადმიღებულ ტანკებს სოხუმისკენ.
იმავე 14 აგვისტოს, გუდაუთაში, საჰაერო თავდაცვის ნაწილში გათამაშდა თავდასხმის ინსცენირება და აფხაზმა სეპარატისტებმა იქიდან ათასზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი გაიტანეს.
მოსკოვმა ორივე დაპირისპირებულ მხარეს იარაღი მისცა, რითაც გააღვივა შეიარაღებული კონფლიქტი და მისი მასშტაბები თანდათანობით გაზარდა.
ასე აღმოჩნდა ქართული არმია ჩათრეული ახალ ომში, თანაც ორ ფრონტზე _ გუმისთასთან და ოჩამჩირის რაიონში.
მესამე ფრონტმა კოლხიდა-გაგრასთან თვენახევარიც ვერ გაძლო. თითქმის ერთწლიანმა პოზიციურმა ბრძოლებმა არმიის პირადი შემადგენლობა სერიოზულად გადაღალა. ასეთ დროს არმიის საბრძოლო მომზადებასა და გეგმიურ სასწავლო პროცესის ჩატარებაზე ლაპარაკიც არ ღირდა.
1993 წლის სექტემბრის ბოლოს არმიის, ასევე შინაგანი ჯარისა და გვარდიის დანაყოფებს აფხაზეთის (კოდორის ხეობის გარდა) დატოვება მოუწიათ.
ამ სტატიის ავტორი 19 სექტემბრიდან სოხუმში ალყაში იმყოფებოდა, ბოლოს კოდორის ხეობით მოუწია ფეხით გამოსვლა და ბევრი რამის თვითმხილველი გახდა, თუმცა დღემდე დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ომი პირველ რიგში პოლიტიკოსებმა წააგეს და შემდეგ სამხედროებმა.
თუმცა ამ ომში გამარჯვება შეუძლებელი გახლდათ, და არა მარტო იმიტომ, რომ სეპარატისტების უკან რუსეთი იდგა. რუსეთის სპეცსამსახურების მთელი აგენტურული ცენტრი მოქმედებდა როგორც საქართველოს მთავრობაში, ისე შეიარაღებულ ძალებში. რომელი ბრძოლის მოგებაზე შეიძლებოდა საუბარი, როდესაც ამ ბრძოლის დამგეგმავი საიდუმლო რუქის მეორე ეგზემპლარს თბილისში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის მეხუთე სართულზე, `გრუს~ ოფიცრებს უგზავნიდა?!
აფხაზეთის ომის შემდეგ შედარებით მშვიდი პერიოდი დადგა ჯარისთვის. თავდაცვის მინისტრად ვარდიკო ნადიბაიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში ავტოსატრანსპორტო სამმართველოს უფროსი იყო.
ნადიბაიძე არც მალავდა, რომ ის საბჭოთა ტიპის ჯარის შექმნას აპირებდა. მისი წინამორბედის გია ყარყარაშვილის ფონზე, რომლის პატრიოტობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ნადიბაიძის ფენომენი 180 გრადუსით უკან შემოტრიალებას ჰგავდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის ომში დამარცხების შემდეგ ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში პრორუსული ძალები მოვიდნენ, მათ შორის იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად.
ნადიბაიძემ შეძლო და ჯარს წვერი გააპარსინა, არმია ყაზარმებში შეიყვანა. ეს არცთუ ისე უმნიშვნელო საკითხი გახლდათ, რადგან მთელი წელიწადი სანგრებში მჯდომ ჯარში დისციპლინა უკიდურესად იყო დაცემული.
1998 წლის მაისში თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე დაინიშნა, იგი არ იყო კადრის ოფიცერი, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი საბრძოლო გამოცდილება გააჩნდა.
თევზაძის დანიშვნიდან ორიოდე კვირაში გალის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა, ისევ პოლიტიკოსების გაუაზრებელი მოქმედების გამო. საბრძოლო მოქმედებებში თავიდანვე მონაწილეობდნენ პარტიზანები და შინაგანი ჯარები. ბოლოს როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მასში უკვე თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებიც (მათ შორის თელავის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი) ჩაერთვნენ.
სიტუაცია გალში ნელ-ნელა ჩაცხრა, მაგრამ 1998 წლის ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროს სენაკის ბრიგადაში მომხდარი აჯანყების შემდეგ გამსახურდიას მომხრეები ქუთაისისკენ დაიძრნენ.
სწორედ იქ მოხდა ქართული არმიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფაქტი _ ქართველმა სამხედროებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
სამწუხაროდ ბუნტები სამხედრო ნაწილებში არც შემდგომში ყოფილა უცხო _ მარტო თევზაძის მინისტრობის დროს ასეთი რამე არანაკლებ სამჯერ გამეორდა, მათ შორის მუხროვანში 2001 წელს, თბილისში ისნის დასახლებაში და კოჯრის სპეცდანიშნულების დანაყოფში.
თევზაძის მინისტრობის ქართული არმია ფაქტობრივად სულს ღაფავდა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას შეიარაღებული ძალები მიგდებული ჰყავდა და მისთვის მიზერული ბიუჯეტი ჰქონდა გამოყოფილი. ამასთან, თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად სეკვესტრს განიცდიდა.
მაგრამ მაშინ არმიის ამ სერიოზულ პრობლემას ემატებოდა კორუფციის ფაქტებიც. საერთოდ, კორუფცია და ქურდობები ქართულ არმიას სამწუხაროდ არც აფხაზეთის ომის და არც ნადიბაიძის დროს არ დაკლებია.
თევზაძის მინისტრობის დროინდელი ქართული არმია საზოგადოების დიდ ნაწილს დაამახსოვრდა, როგორც ფორმაშელახული და მშიერი ჯარისკაცების სახით.
`ვარდების რევოლუციის~ დროს 2003 წლის ნოემბერში არსებობდა დიდი საშიშროება, რომ ძალოვან სტრუქტურებს და მათ შორის, არმიას შეიძლება მონაწილეობა მიეღო მომიტინგეთა დარბევა-დაშლაში.
საბედნიეროდ ეს მაშინ არ მოხდა და ქართული არმია არ დაუპირისპირდა მომიტინგეებს.
`ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული არმიის იმიჯის გამოსწორება დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს, რაც პირველ რიგში სამხედრო მოსამსახურეებისთვის ანაზღაურების გაზრდასა და გადაიარაღებაში გამოიხატა.
გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ბოლოსდაბოლოს ხელისუფლებამ მოიცალა თავისი დამცველებისთვის და ქართული არმიის აღზევების პერიოდი დაიწყო.
მაგრამ 2004 წლის გაზაფხულისთანავე გამოჩნდა პირველი საგანგაშო ნიშნები, როდესაც არმია აჭარის სიახლოვეს სამხედრო სწავლებები დაიწყო. ასლან აბაშიძემ ხიდები ააფეთქა და რეალურად შეიქმნა იმის საშიშროება, რომ შინაგანი ჯარების და არმიის ქვედანაყოფები შეიძლება ახალ სამოქალაქო ომში ყოფილიყვნენ ჩათრეულები.
პოლიტიკური თამაშების შედეგად შეიარაღებული დაპირისპირება აჭარაში თავიდან აცილებული იქნა და აბაშიძე მოსკოვში გაფრინდა.
თუმცა, აჭარის მოვლენების უსისხლოდ ჩავლამ დათვური სამსახური გაუწია `ვარდების რევოლუციით~ მოსულ ახალგაზრდა, გამოუცდელ, მაგრამ ძალზე ამბიციურ ხელისუფლებას.
მათ ეგონათ, რომ აჭარასავით უსისხლოდ და უსწრაფესად მოაგვარებდნენ ცხინვალის რეგიონის პრობლემას. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ოქრუაშვილის ბრძანებით შინაგანი ჯარები მთელი შეიარაღებით გადასროლილი იქნა კონფლიქტის რეგიონში, რომლებსაც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს ბრიგადებიც მიემატნენ.
2004 წლის აგვისტოს ომმა, მაშინ არ მიიღო ფართომასშტაბიანი სახე, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილს ეყო გამჭრიახობა და 19 აგვისტოს ჯარები გამოიყვანა, თორემ 2008 წლის ფიასკო, შეიძლება ჯერ კიდევ _2004 წლის აგვისტოში მომხდარიყო, რადგან მაშინაც რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები როკის გვირაბს ჩრდილოეთიდან მოადგნენ.
`ვარდების რევოლუციის~ შემდეგ 2004-2009 წლებში შვიდი თავდაცვის მინისტრი და ამდენივე გენშტაბის უფროსი შეიცვალა. 2004 წელს თევზაძე ბეჟუაშვილმა ჩაანაცვლა, ის ბარამიძემ, ხოლო წლის ბოლოს მინისტრის პოსტი ოქრუაშვილმა დაიკავა. 2006 წლის შემოდგომაზე თავდაცვის მინისტრის კეზერაშვილი ხდება, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ ჯერ სიხარულიძე და შემდეგ ახალაია ცვლიან.
6 წელიწადში 7 თავდაცვის მინისტრის შეცვლა არცერთი ქვეყნის არმიაზე არ იმოქმედებდა დადებითად. გამონაკლისი არც ქართული არმიაა, რადგან თითოეულ ახალ მინისტრს და გენშტაბის უფროსს თავისი გუნდი მოჰყავდა.
ასეთი არასტაბილური სიტუაცია შეუძლებელს ხდიდა იმ ოფიცრების წარმატებულ სამხედრო კარიერას, ვისაც ახლობელი არ ჰყავდა ახალი მინისტრისა თუ გენშტაბის უფროსის გუნდში.
სწორედ ამიტომაც ქართული არმიის ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული ოფიცერი, რომლებსაც არც პატრიოტიზმი აკლდათ და არც სწავლისა თუ ბრძოლის სურვილი ქართული არმიიდან გარიყული აღმოჩნდა. მათი ნაწილი კერძო არმიების რიგებში აღმოჩნდა ერაყსა თუ ავღანეთში, ან საერთოდ თავი დაანება სამხედრო საქმეს.
გასულმა წლებმა პირადად მე დამარწმუნა, რომ ბევრი ფული ძლიერ არმიას სულაც არ ნიშნავს, პირიქით, 1,5 მლრდი ლარის ოდენობის ბიუჯეტის მქონე არმიაში ფანტასტიკურ დონეს მიაღწია კორუფციის დონემ. ზოგიერთი არაკაცის უსინდისობა და ღორობა იქამდეც კი მივიდა, რომ მათ საზღვარგარეთ უვარგისი ვაზნების მთელი პარტიების შეძენა დაიწყეს, რითაც პირველ რიგში წინასწარ გაწირეს ის უბრალო ჯარისკაცები, ვისაც მტერთან პირისპირ მოუწევს შეტაკება.
აგვისტოს ომის შემდეგ ქართული არმია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ ბრძოლის ველზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე ამდენი ტექნიკა და იარაღი მიატოვა, არამედ იმის გამო, რომ ქართული არმიის იმედად მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველი დარჩა.
როდესაც ქართული სოფლების მოსახლეობა ხედავდა, როგორ ასწრებდა მის დანჯღრეულ `მოსკვიჩს~ თუ `ჟიგულს~ ქართული არმიის ტანკი, ძნელი მისახვედრი არ არის, რას იფიქრებდა.
დღეს მთავარია ქართულმა არმიამ აღიდგინოს ნდობის ხარისხი საზოგადოების თვალში. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ ქართული არმია ერაყსა თუ ავღანეთში ამერიკელების დასახმარებლად გვჭირდება და არა ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად.
საზოგადოებაში გაჩენილია ეჭვი, რომ პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაში ხელისუფლება შეიძლება არაფერს მოერიდოს და შსს-ს სპეცრაზმებს არმიის დანაყოფებიც მოახმაროს მომიტინგეთა დასაშლელად. ასეთი ეჭვები 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა გააჩინა.
თუკი ქართული არმია მართლაც გამოყენებული იქნება ასეთ შიდა პოლიტიკურ მოვლენებში, ეს ხელისუფლების უდიდესი დანაშაული იქნება, რაც საბოლოოდ დაასამარებს ქართული არმიის იმიჯს საზოგადოებაში.
ეს სტატია პრეტენზიას არ აცხადებს ქართული არმიის 18-წლიანი ისტორიის ანალიტიკურ მიმოხილვაზე. უბრალოდ, სტატიის ავტორს რაც გულში სტკიოდა, ეცადა სხვებისთვისა გაენდო, მითუმეტეს, რომ დარწმუნებულია _ ათასობით პატრიოტს არანაკლებ და უფრო მეტად სტკივა გული ჩვენი სამშობლოს___ საქართველოს ბედზე და სურს ქართული არმია უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი იხილოს!

 

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , .

სამხედრო – მედია ურთიერთობები: ხიდი, და არა შლაგბაუმი საქართველო და მისი 19 წლის არმია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: