ქართული არმიის ფენომენი

February 17, 2011 at 2:21 pm 2 comments

გიორგი ცხვიტავა

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები განსაკუთრებული ფენომენია.

1991 წლიდან დღემდე ქართული არმია რეფორმირების პროცესშია.

მთელი ამ პერიოდის მანძილზე საქართველო ჩათრეული იყო რამდენიმე სამხედრო პროვოკაციაში, ეთნოკონფლიქტებში და ბოლოს – 2008 წლის აგვისტოში, ღიად დაუპირისპირდა რუსეთს.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონფლიქტში, რუსეთი პირდაპირ, თუ ირიბად იყო ჩართული, რაც რეგიონში მის ინტერესების პერიოდულ გააქტიურებაზე მიგვანიშნებს.

მხოლოდ სურათის აღსადგენად: 1991 – ცხინვალის რეგიონი, 1992-93 – აფხაზეთი, 1992 – ცხინვალის რეგიონი, 1998 – გალის რაიონი, 2004 – ცხინვალის რეგიონი, 2006 – კოდორის ხეობიდან კვიციანის განდევნის ოპერაცია, 2008 – რუსეთ-საქართველოს ომი. შუალედებში, 2001 წლიდან, პერიოდულად ხდებოდა საქართველოს მაღალმთიანი რაიონების დაბობმბვა რუსეთის მიერ.

ეს ჩამონათვალი იმის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, რომ საქართველოს ყველა ინსტიუტუტზე შესაძლოა მეტადაც კი სჭირდებოდეს შეირაღებული ძალების განვითარება, რადგან ყველა ამ დაპირისპირებაში, საქრთველოს სამხედრო ძალები, კერძოდ კი შეიარაღებული ძალები იყვნენ ჩართულნი.

ქართული არმიის ჩამოყალიბება სწორედ 1990 წლიდან ამ მოვლენების ფონზე ხდება, რაც რბილად, რომ ვთქვათ საკმაოდ “რთული” პროცესია.

ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, არმია ჩამოყალიბების პროცესში იყო, თუმცა სწორედ მაშინ დაარსდა საქართველოს სამხედრო – საჰაერო ძალების დღე, სამხედრო – საზღვაო ძალების დღე, ეროვნული გვარდიის დღე, არტილერიის დღე და ა.შ.

რეფორმები და ცვლილებები არმიებში გამოწვევებისა და საფრთხეების მიხედვით ხორციელდება.

საქართველოს შემთხვევაში ცვლილებები დაკავშირებული იყო ორ კონფლიქტის ზონასთან, რუსულ ბაზებთან, ჩრდილო კავკასიასთან, ბაზების გაყვანის შემდეგ რუსეთთან და შესაბამისად ბიუჯეტთან.?

შეგახსენებთ, 2004 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი დაახლოებით 35 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, სახეობების რეფორმირება და განვითარება ეტაპობრივად ხორციელდებოდა.

სამხედრო საზღვაო ძალებმა უცხოეთიდან რამდენიმე ერთეული მცურავი საშუალება მიიღო (ყველა მათგანი ძველი, თუმცა გარემონტებული იყო).

ხორციელდებოდა საკმაოდ “ხმაურიანი” შესყიდვებიც, როგორიც ჩეხური ტ-55 აემ2-ების პარტია იყო და ა.შ.

1996 წლიდან ჩაერთო ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში, რაც მრავალეროვნულ სამშვიდობო სწავლებებში მონაწილეობას და ალიანსთან ეტაპობრივ დაახლოებას გულისხმობდა. ნატოსთან თანამშრომლობის გააქტიურება 1998 წლიდან დაიწყო.

საქართველო 1999 წლიდან ჩაერთო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული ოცეული ბალკანეთში – კოსოვოში გაიგზავნა. შემდეგ წლებში იყო მისია ავრანერთში, ერაყის რესპუბლიკაში და კვლავ ავღანეთი.

2000-2002 წლებში საქართველოში დაიწყო და განხორცილდა ცნობილი “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, ე.წ. ვერტმფრენების პროგრამა, რომელიც 12 ერთეული ვერტმფრენის გადმოცემას ითვალისწინებდა.

ეს საკმაოდ ზოგადი ჩამონათვალია, თუმცა მკითხველისთვის გარკვეულ სურათს ქმნის.

ამ პერიოდში, 1991 წლიდან დღემდე, საქართველოში შეიცვალა 9 თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის 13 უფროსი, რაც “რეფორმის” შემადგენელი ნაწილი გახდა, მინისტრების ცვლილები ინტენსიურად 2004 წლიდან დაიწყო.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება – სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის ინსტიტუტის შემოღება იყო.

2004 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტი, პიკს კი 2008 წელს მიაღწია და მილიარდნახევარ ლარს გადააჭარბა. 2004 წლიდან დაიწყო უდიდესი საკადრო რეორგანიზაციაც. მასობრივი დათხოვნები და გათავისუფლებები. ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა შემადგენლობაც. არმიაში ეტაპობრივად გაჩნდნენ ისეთი კადრები, რომელთაც სამხედრო საქმესთან არანაირი შეხება არ ქონიათ, რაც პირდაპირ აისახებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე.

მიყოლებით გაუქმდა კადეტთა კორპუსი, ეროვნული სამხედრო აკადემია.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რეფორმამ ცვლიელება განიცადა და სეკვესტრში მოყვა სამხედრო-საზღვაო ძალები. ჯარების ეს სახეობა გაუქმდა. შეგახსენებთ, ოკუპანტების ფოთში შესვლის შემდეგ, პორტში მდგარი ყველა მცურავი საშუალება მტერმა ჩაძირა. თავისთავად დადგა დღის წესრიგში კითხვა – თუ არ არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რა საჭიროა ამ სტრუქტურის შენახვა? თუმცა ფლოტს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება და ფუნქცია აქვს, ვიდრე სანაპირო დაცვას. ამ საკითხე არ დავკონკრეტდებით და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ შავ ზღვაზე ჩვენი თავდავის მეზღვაურების ადგილი სხვა გაცილებით მსხვილმა მეზობლებმა დაიკავეს, რას მოუტანს ეს ქვეყანას – ამ კითხვას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. სამხედრო-საზღვაო ძალების გაუქმების საკითხი უწყების გარეთ ცოტა ვინმემ თუ გააპროტესტა. საკითხავია რა მოუვიდოდა ფლოტს, ზურაბ ირემაძის სიცოცხლის შემთხვევაში, მისი გარდაცვალების საკითხი კი დღემდე ბურუსით მოცულია.

ორიოდე წელიწადში კი – 2010 წელს, კანონში თავდაცვის შესახებ შედის ახალი ცვლილება, რომლის მიხედვითაც უქმდება კიდევ ერთი სახეობა – სამხედრო – საჰაერო ძალები.

ამ სიახლემ ცალსახად ნეგატიური გამოხმაურება მოყვა არა სახელისუფლო წრეებში. ამჯერად, თავდაცვის სამინისტროს რეფორმის მიხედვით საჰაერო კომპონენტი სახმელეთო ძალებს უნდა დაემატოს. ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე, გასულ კვირას ვაზიანში გამართული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის შემდეგ გაკეთდა.

კულუარებში საუბრობენ, რომ ამ ეტაპზე სუ-25-ების პარკი შენარჩუნდება, თუმცა სამომავლოდ რა ბედი ეწევა თვითმფრინავებს და შესაბამისად მფრინავებს, – უცნობია.

შემცირებები, სახეობების გაუქმების პარალელურად ხორციელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო ძალების გაუქმებამდე იქ შემცირება განხორციელდა. თანამდებობიდან გათავისუფლდა რამდენი ასეული სამხედრო მოსამსახურე.

ბოლო პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების განცხადებით, სახლებში გაუშვეს 240-ზე მეტი მაღალი რანგის ოფიცერი – ვიცე-პოლკოვნიკები და პოლკოვნიკები, მათ მაიორებიც მიყვნენ.

ოფიცერთა მასობრივ დათხოვნას წინ უსწრებდა, საკვალიფიკაციო ტესტირებები. დათხოვნილთა ნაწილი გაკვირვებით აცხადებს, რომ თანამდებობაზე დარჩენილთა ნაწილს ტესტირება საერთოდ არ გაუვლიათ, აქედან გამომდინარე მათთვის გაურკვეველია განხორციელებული საკადრო პოლიტიკის არსი. განსაკითრებით გაურკვეველია 2008 წლის ომის შემდეგ. თუმცა აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ თუ ოფიცერი რბილად, რომ ვთქვათ “არასწორ” ბრძანებას არ აპროტესტებს და ყველაფერზე ხელის მომწერია, არ იცავს საკუთარ ჯარისკაცებს და მათ არასწორად დაგეგმილი დავალების შესრულებაზე უშვებს, მისი ადგილი არმიაში არ არის.

არმიაში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია თავდაცვის მინისტრთან. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყოველი ახალი მინისტრი თავის საკადრო პოლიტიკას ატარებს, შედეგად კონკრეტულ მმართველობაში არმიას ხელმძღვანელობს იმ უწყების რგოლი, საიდანაც მინისტრი მოდის. ამჯერად, სასჯელაღსრულების დეპარტამენი. საინტერესოა, განათლების მინისტრი, რომ დაინიშნოს თავდაცვაში როგორი საკადრო პოლიტიკა განხორციელდება.

აღარაფერს ვამბობთ, სამხედროების გადამზადებაზე და სამოქალაქო სამსახურებში ადაპტაციის აუცილებლობაზე.

იმ საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო დგას, არმიის ოპტიმიზაცია აუცილებელია, თუმცა რა გათვლებს ეყრდნობა განხორციელებული რეფორმები ცოტა გაუგებარია. საჯარო დისკუსიები ამ თემაზე ფაქტიურად არ მიმდინარეობს. საზოგადოება კვლავ ინდეფერენტულია სამხედრო საქმის მიმართ, პოლიტიკური სპექტრი კი, მხოლოდ საკუთარ გზაზეა ორიენტირებული. ამ ფონზე კი, ქართულ ჯარში ბოლო წლებში განხორციელებული შეგნებული და გაუთვიცნობიერებული “რეფორმის” შედეგად ქვეყანამ უდიდესი ზარალი მიიღო, რომ აღარაფერი ვთქვათ კვალიფიციურ კადრებზე, რომელთა მომზადებაზეც საქართველოს გარდა, პარტნიორმა ქვეყნებმა მილიონობით დოლარი გადაიხადა. დაითვლება თუ არა ეს დანაკარგი რთული სათქმელია, ერთი რამ კი ცხადია გასული წლების ანალიზი აუცილებელია. თუ მოხვდებით სხვა ქვეყნების სამხედრო უწყებებში, აუცილებლად თვალში მოგხვდებათ კედლებზე გამოკრული სამხედროთა და სამოქალაქო პირთა ჩარჩოში ჩასმული ფოტო სურათები, იმ ადამიანების, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში თანმიმდევრულად იყვნენ თავცვის მინისტრები თუ გაერთიანებული შტაბების უფროსები. ჩვენს შემთხვევაში კი, ისე გამოდის, თითქოს არმიის ისტორია დღეს დაიწყო ახალ მინისტრთან ერთად. სანამ არ მოხდება წარსულის ადექვატური შეფასება, მომავლის გათვლა და დაგეგმვმა შეუძლებელი იქნება.

თავის დროზე სიუნ ცზიმ თქვა, – თუ არ იცნობ საკუთარ თავს და არ იცნობ მოწინააღმდეგეს, შეებრძოლე რამდენიც გინდა, – დამარცხება გარდაუვალია.

 


Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , .

საფრანგეთმა და დიდიმა ბრიტანეთმა რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმეს სახალხო დამცველის განცხადება 4-ე ბრიგადაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

2 Comments Add your own

  • 1. AK 47  |  March 3, 2011 at 8:55 am

    ეჰ….კიდე რამდენჯერ გაგვაკვირვებს ეგ ფენომენი ეგაა საკითხავი….

    Reply
  • 2. maito  |  April 5, 2011 at 3:54 pm

    saintereso statiaa.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: