საქართველო „მისტრალს“ „სუპერპუმას“ დაუპირისპირებს

February 17, 2011 at 10:55 am Leave a comment

სანდრო იმერი

მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ პარიზსა და მოსკოვს შორის შეთანხმება უმაღლეს დონეზე მიღწეულია და უპრეცედენტო გარიგებას ხელს არაფერი უშლის, „მისტრალიადას“ რუსეთში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ კი ტაქტიკა შეცვალა და, თხა თხაზე ნაკლების პრინციპით, პარიზისგან „მცირე ავიაციის“ შესყიდვა გადაწყვიტა.

რუსული სააგენტოების ცნობით, ვერტმფრენმზიდის შესყიდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქვეყნის ძლიერი იარაღის მწარმოებელი კომპანიების „როსტეხნოლოგიის“, გაერთიანებული გემთმშენებლი კორპორაციისა და სამხედრო მრეწველობის სხვადასხვა წარმომადგენლები. რუსეთში გამომავალ ჟურნალ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ვიქტორ ლიტოვკინი ამბობს, რომ იარაღის რუსი მწარმოებლების პრეტენზიები ლეგიტიმურია, თუმცა არსებობს ობიექტური რეალობაც:

„სამხედრო სფეროს საწარმოების წარმომადგენლები დამწუხრებულნი არიან იმით, რომ რუსეთი ამ გემებს საფრანგეთში ყიდულობს. მაგრამ იქ არსებობს პირობა, რომ ერთი ვერტმფრენმზიდი საფრანგეთისაგან მთლიანად იქნება შეძენილი, დანარჩენი სამი კი რუსული ვერსიებით აიგება. პრობლემა კი იმაშია, რომ რუსი გემთმშენებლები ვერ შეძლებენ მოკლე დროში ასეთი ტიპის გემის აშენებას. რუსეთში არ არის შესაბამისი დოკები. ასეთი დოკები დარჩა ნიკოლაევის (უკრაინის) გემთმშენებელ ქარხანაში, ხოლო დოკები, რომლებიც სევერდვინსკშია, დაკავებულია სტრატეგიული წყალქვეშა გემების მშენებლობით. ამიტომ, სად უნდა აშენდეს ეს გემები, ეს კიდევ ერთი დამატებითი შეკითხვაა იმაზე, თუ რა ვუყოთ ამ გემებს.“

ლიტოვკინი განმარტავს, რომ გენერლებიც კი, რომლებიც ხოტბა-დიდებას ასხამდნენ „მისტრალს“ და ამტკიცებდნენ, რომ ასეთი ტიპის გემით გაცილებით უფრო სწრაფად მოახერხებდნენ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ოკუპაციას, ამას კონიუნქტურული მოსაზრებით აკეთებდნენ. ისინი იძულებულნი იყვნენ, საზოგადოების წინაშე გაემართლებინათ მრავალმილიონიანი რუსულ-ფრანგული პოლიტიკური გარიგება, თუმცა სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანმა იცის, რომ არათუ რუსეთის ფლოტის ბრძოლისუნარიანობას ვერ გაზრდის, არამედ მთელი რიგი ნაკლოვანებების გამო „მისტრალს“ რუსულ სინამდვილეში ბორნის ბედი ელოდებაო, -ამბობს ვიქტორ ლიტოვკინი, ჟურნალ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე.

„ჩვენი გენერლები ასეთი გემის ყიდვას ამართლებენ იმით, თითქოს ასეთი ხომალდი დაგვჭირდება ამოცანების გადასაწყვეტად ჩრდილოეთ ფლოტსა და წყნარი ოკეანის ფლოტში, თუმცა გაუგებარია, სად უნდა გადავსხათ იქ დესანტი და რომელ ნაპირზე. ამართლებენ იმითაც, რომ შვეულმფრენმზიდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მართვის გემი სხვადასხვა სახეობის ძალებისათვის. მაგრამ ასევე გაუგებარია, თუ როგორ უნდა იქნეს იგი გამოყენებული სხვადასხვა სახეობის ძალების სამართავად, როდესაც მისი შესყიდვის ერთ-ერთი მთავარი პირობა ისაა, რომ გემის ბორტზე არ იქნება მართვის ის სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ნატოს ალიანსის ანალოგიურ სისტემებს უკავშირდება. ასეთი სისტემების გარეშე კი, მე ვფიქრობ, გემი დაემსგავსება ერთგვარ ბორანს.“

მაგრამ ბორნის ბედი ელის „მისტრალს“ თუ ტივის, ეს საფრანგეთს არ ადარდებს. პარიზისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მსხვილი შეკვეთა მიეღო რუსეთისგან. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ და შეერთებული შტატებსი ცალკეულმა სენატორებმა არ მოუწონეს პარიზს ასეთი გარიგება რუსეთთან, რომელიც შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, დამოუკიდებელ ქვეყნებად სცნო მისი სეპარატისტული რეგიონები, ყოველწლიურად არღვევეს ადამიანის უფლებებს და ზღუდავს სიტყვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას. მაგრამ პარიზი ასეთ კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს და კრიტიკოსებიც მიჩუმდნენ. ტონი შეცვალა, მათ შორის საქართველსო ხელისუფლებამაც, რომლსი ზოგიერთი წარმომადგნლები ცოტა ხნის წინ დაუფარავად აცხადებდნენ, რომ ელისეს სასახლე რუსული გაზის სუნით აყროლდაო.

8 ივნისს საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თვინიერად განაცხადა, რომ „მისტრალის“ რუსეთისათვის მიყიდვა ეს მხოლოდ ორი ქვეყნის საქმეა. ვიზიტის ბოლოს კი სააკაშვილი მოულოდნელად ეწვია ფრანგულ კომპანია „ევროკოპტერს“ და ორი შვეულმფერნის შეძენის შესახებ გაუფრომა ხელშეკრულება. ამ ახალი გარიგების ღირებულება არ ხმაურდება. თუმცა, კატალოგების მიხედვით ასეთი ახალი შვეულმფერენების საშუალო ფასი 10 მილიარდ დოლარზე მეტია. ცნობილია ისიც, რომ საუბარია „სუპერპუმის“ ფირმის ორ შვეულმფერნზე, რომელსაც სამხედრო-სატრანსპორტო დანიშნულება აქვს და რომელზეც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტყვიამფრქვევის დამონტაჟება. ამგვარად, საქართველოს ავიაციის კუთვნილებაში ამერიკული „იროკეზების“, რუსული მი-8 და მი-24 ების გვერდით სულ მალე იქნება ფრანგული „სუპერპუმები“, თუმცა ამით, სამწუხაროდ, ბევრით ვერაფრით გაიზრდება საქართველოს ავიაციის პოტენციალი, რომელიც ბოლოდროინდელი ექსპერიმენტებსი გამო კარგავს როგორც საფრენ აპარატებს, ასევე გამოციდილ პილოტებს.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

უკანასკნელი ქართველი „მაკიზარი“ სახელად „კომენდანტი ვანია“ ანგარიში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნების შესახებ განსაკუთრებულ უბნებზე არჩევნებზე დაკვირვების შედეგები ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: