საქართველოს პრეზიდენტის ახალაშენებული სასახლე, ისევე როგორც თავდაცვისა და განსაკუთრებით შსს-ს შენობები თავიანთი დიზაინით მაშინვე იპყრობენ ყურადღებას

February 17, 2011 at 2:09 pm Leave a comment

ირაკლი ალადაშვილი

მაგრამ გვეეჭვება, რომ ამ “გამჭვირვალე” შენობების ბინადრებმა იცოდნენ, რა საფრთხე ემუქრებათ – რაც უფრო შემინულია შენობა, მით მეტად კარგად შესამჩნევ სამიზნეს წარმოადგენს როგორც კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრებისათვის, ისე ოპტიკური დამიზნების სისტემით აღჭურვილი ოპერატიულ-ტაქტიკური, ფრთოსანი და “ჰაერი-მიწა” კლასის მართვადი რაკეტებისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე 15-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რუსული რაკეტა დაეცა. მათგან ორი Искандер-ის, დანარჩენი კი Точка-У-ს ტიპისა იყოს.

ორტონიანი “ტოჩკა” მაქსიმალურ, 120 კმ-ზე მიფრინავს და მისი დამიზნება ავტონომიურად, ინერციული სისტემით ხდება. რაკეტის სტარტამდე მის საბორტე ციფრულ გამომრთველ კომპლექსში შეაქვთ ფრენის პარამეტრები, რომლებიც დაფუძნებულია სამიზნის ადგილმდებარეობის ციფრულ რუკაზე, რომელიც მანამდე კოსმოსური ან საჰაერო დაზვერვის შედეგად შედგა. ამიტომაც “ტოჩკას” სამიზნეში მოხვედრის სიზუსტეც არ არის დიდი, რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა.

“ტოჩკით” კონკრეტული შენობის განადგურება მჭიდროდ დასახლებულ დიდ ქალაქში ძალზე ძნელია, რადგან მისი მიზნიდან აცილების სავარაუდო წრის დიამეტრი 165-დან 235 მ-მდეა (დამოკიდებულია ფრენის სიშორეზე).

სამაგიეროდ, “ტოჩკისგან” განსხვავებით, თანამედროვე რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა Искандер-ი მეტი სიზუსტით გამოირჩევა. ის, როგორც “ტოჩკა”, მიზნამდე ინერციული მართვის სისტემით აღწევს, რის შემდეგაც ირთვება ავტონომიური კორელაციურ-ექსტრემალური ოპტიკური თვითდამიზნების სისტემა. სისტემის ოპტიკური აპარატურა იღებს სამიზნის ციფრულ ფოტოსურათებს და მათ წამის მეათასედში ადარებს იმ ციფრულ ფოტოებს, რომლებიც მანამდე კოსმოსურმა სადაზვერვო თანამგზავრმა ან მზვერავმა თვითმფრინავმა გადაიღო და რაკეტის სტარტამდე იყო შეყვანილი მისი მართვის ბორტკომპიუტერში.

ასეთი ორმაგი, ზუსტი დამიზნების შედეგად “ისკანდერის” მიზნიდან აცილების სავარაუდო წრის დიამეტრი მხოლოდ 5-7 მმ-ია. შეიძლება ეს რუსი სამხედროების მიერ რეკლამის მიზნით გავრცელებული ციფრებია, მაგრამ ამ წრის დიამეტრი 15-20 მ-იც რომ იყოს, დამანგრეველი იქნება ნებისმიერი შენობისთვის.

უხვად შემინული შენობები “ისკანდერის” ავტონომიური კორელაციურ-ექსტრემალური ოპტიკური თვითდამიზნების სისტემისთვის საუკეთესო კონტრასტული სამიზნეა, რომელსაც ეს 3,8-ტონიანი რუსული რაკეტა მაქსიმალური 280 კმ სიშორიდან ზუსტად ეცემა.

ასე რომ, უცხოელ დიზაინერებს მინდობილ ქართულ ხელისუფლებას შემინული, გამჭვირვალე სასახლეების აგების დაწყებამდე იქნებ კონტრასტულობაზე ეფიქრა, რადგან ჩრდილოეთ კავკასიიდან თბილისამდე რუსულ “ისკანდერს” 3-5 წუთი ეყოფა, რაც სულაც არ არის საკმარისი ამ რაკეტის ქართული საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიერ აღმოსაჩენად და ამის შესახებ იმ შენობების მობინადრეთათვის შესატყობინებლად და მით უმეტეს, საევაკუაციოდ…

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , .

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ უნდა იცოდეს თუ არა მებრძოლმა მოწინააღმდეგის ენა …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: