სამხედრო – მედია ურთიერთობები: ხიდი, და არა შლაგბაუმი

February 17, 2011 at 6:46 am Leave a comment

ვახტანგ კაპანაძე, ბრიგადის გენერალი
“ სრული სიწყნარეა. პრობლემები არ შეინიშნება. ომი არ იქნება. მინდა დავბრუნდე.” – სამხედრო კორესპოდენტის დეპეშა საგაზეთო მაგნატს უილიამ ჰერსტს, კუბა, 1898 წელი.
“ დარჩი. შენ გაახერხე ფოტოები. მე გავახერხებ ომს.” – უილიამ ჰერსტის პასუხი.
შედეგი: ესპანეთ – აშშ-ს ომი.

თანამედროვე პირობებში სამხედროები მზარდი კრიტიკულობით ანზოგადებენ პრესასთან ურთიერთობის გამოცდილებას. მედიასთან ურთიერთობის ნაკლოვანებების აღიარება ძირითადად მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ნებსით თუ უნებლიეთ სამხედროები თავიანთ საინფორმაციო შეცდომებს იყენებენ სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან მოსახსნელად და სამხედროები ძირითადად წუხან არა იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს საზოგადოების ორი ინსტიტუტის – შეიარაღებული ძლებისა და მედიას ურთიერთქმედებაში, არამედ მასთან მუშაობის ეფექტური მეთოდების არ არსებობაში, ანუ თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო-პროპაგანდისტულ მიზნებში მისი გამოყენების შესაძლებლობების არაეფექტურობაზე.

საველე მეთაურების პრესასთან ურთიერთობის სურვილის არქონა ძირითადად განპირობებულია არა მათ მიერ საინფორმაციო საშუალებების უგულვებელყოფითა და მნიშვნელობის არ ცოდნით (თუმცა ხშირად არც უმაგისობაა), არამედ ამ ურთიერთობების განხორციელების უუნარობითა და შეცდომის დაშვების შინაგანი შიშით. Aამავე დროს, პრესით უკმაყოფილება სამხედრო ისტებლიშმენტის ნაწილს აიძულებს მაქსიმალურად შეზღუდოს სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტების თავისუფლება როგორც ინფორმაციის მოპოვების, ასევე მისი დამუშავების, სისტემატიზაციისა და პუბლიკაციის ნაწილში. სამხედრო ხელმძღვანელობა ხშირად უპირისპირდება სამხედრო ჟურნალისტებს არა მათი პროფესიონალიზმის, საკითხის სიღრმისეული ანალიზის უნარის გამო, არამედ მათი თვალსაზრისით ზედმეტი პროფესიონალიზმისა და მიწოდებული ზედაპირული კომენტარების მიმართ უნდობლობის გამო. სამწუხაროდ დღეს-დღეისობით საქართველოში სწორედ ეს ტენდენციები სჭარბობენ.

მსოფლიო სამხედრო უწყებების არსენალში დიდი ხანია არსებობს მედიის ფარული შეზღუდვის ტაქტიკური მეთოდები, რომელთაგანაც ძირითადია:
ჟურნალისტების “ინფორმაციული გადატვირთვა” – შესაძლებელია განხორციელდეს ზომაზე მეტი ინფორმაციის მიწოდების ორგანიზებით. ამ შემთხვევაში მასალის დიდი ოდენობის პირობებში ჟურნალისტები ვერ ახერხებენ ინფორმაციის სრულად დამუშავებას, მის სიღრმესა და შინაარსში ჩაწვდომას;
იდეოლოგიური “დანამუსება” – ხშირად გამოყენებული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება აპელირება პატრიოტიზმზე და “ეროვნული უსაფრთხოების” ან “ეროვნული ინტერესების” ბუნდოვან მოთხოვნებზე;
ინფორმაციის “ინსცენირება” – სამხედროთა მიერ ორგანიზებული პრესკონფერენციები და ბრიფინგები, რომლის დროსაც ჟურნალისტებს მიეწოდებათ სამხედროების მიერ წინასწარ მომზადებული, შერჩეული და სამხედრო ტერმინოლოგიით გაჯერებული არფლისმთქმელი ინფორმაცია, ეფექტისთვის გაძლიერებული რუკებითა და აეროფოტოსურათებით. ჟურნალისტებს ექმნებათ სრული ინფორმაციის პირველი ხელიდან მიღების ილუზია;
ცენზურა და ინფორმაციის დაფარვა – ძირითადი მიმართულება სამხედრო ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთში დიდი ხანია მიხვდნენ: ტოტალური გასაიდუმლოების შემოღების მცდელობა უშედეგოდ მთავრდება! ჩვულებრივ, ჟურნალისტი კი არ არის ინფორმაციის ან რაიმე საიდუმლოს გამცემი პირი, არამედ სამხედრო და სამოქალაქო მაღალჩინოსანი, რომელიც ხშირად საერთაშორისო კონფერენციაზე ან კულუარებში გაუფრთხილებლობით იძახის ზედმეტს… ყველაფერი ის, რაც იცის სამხედრო ჟურნალისტმა, როგორც წესი ვინმეს მიერ სადმე არის ნათქვამი, თანაც არა საიდუმლო შეხვედრაზე, არამედ ღიად. საიდუმლო შეიძლება გაიჟონოს მხოლოდ საიდუმლოს მფლობელისგან, რომელთა რიცხვში ჟურნალისტები როგორც წესი, არ შედიან. რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების რაიონებში მომუშავე სამხედრო ჟურნალისტს უნარი აქვს დაინახოს, გაიგონოს და შეიტყოს გარკვეული დაფარული ინფორმაცია გარემო პირობებიდან. სამხედროებს ამ გარემოების თავიდან ასაცილებლად შეუძლიათ მსგავსი საფრთხის მქონე ობიექტებზე პრესის დაშვების ნებართვების შეზღუდვა. თუმცა, ამ პრობლემის მოხსნა და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნა სრულად შესაძლებელია სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გაფართოებული პრესკონფერენციების და ყოველდღიური ბრიფინგების, პრესისთვის საგანგებოდ მოწყობილ ცენტრების ორგანიზებით საომარი მოქმედებების ზონებში.

დასავლეთის სამხედრო წრეები მედიასთან კონფრონტაციის რეჟიმიდან გადასული არიან ჟურნალისტების უშუალო ჩართვით სამხედრო მოქმედებებში. მასიურად და ორგანიზებულად მსგავსი ქმედებები პირველად განხორციელდა 2003 წელს ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. აღნიშნულმა საშუალება მისცა ჟურნალისტებს შიგნიდან დაენახათ ომის სამზარეულო, დარწმუნებულიყვნენ ინფორმაციის დაცვის აუცილებლობაში, ეგრძნოთ თავი საბრძოლო მოქმედებების მონაწილედ და გაღრმავებულიყო ურთიერთნდობა სამხედროებსა და მედიას შორის. თავის მხრივ, სამხედროებისთვისაც ადვილდებოდა ფართო აუდიტორიისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის კონტროლი. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა დუაიტ ეიზენჰაუერის მემუარებში აღწერილი შემთხვევა, როდესაც მე-2 მსოფლიო ომის დროს, სიცილიაზე გადმოსხმის ოპერაციის წინ, მან შეკრიბა მივლინებულ ჟურნალისტთა კორპუსი და გააცნო ოპერაციის საერთო გეგმა. ამით მან თითოეულ მათგანს დააკისრა იგივე პასუხისმგებლობა, რასაც გრძნობდნენ სამხედროები. შედეგი იყო სრულიად წარმატებული – არც ერთი, ოდნავ მაინც რისკის შემცველი ინფორმაცია არ გადაგზავნილა ომის თეატრიდან!

საქართველოში ყველა პირობაა სამხედრო ჟურნალისტიკის არა მარტო არსებობისთვის, არამედ მისი განვითარებისთვისაც. ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები, შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და მათი რეფორმირება, ტენდენციები რეგიონალური სამხედრო ბალანსის ცვლილებებში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემები, ცხელი წერტილები და სხვ., აქტიურად იზიდავს მკითხველს. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სამხედრო ჟურნალისტიკის მომავლისთვის. იმისთვის, რომ სამხედრო ჟურნალისტიკა არ გახდეს ძალოვანი სტრუქტურების მხოლოდ PR აქციების მარტივი ინსტრუმენტი, საჭიროა მან დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი ადგილი ქართულ მედიაბიზნესშიც. თავის მხრივ, სამხედრო უწყებებმაც უნდა ისწავლონ მედიასთან თანამშრომლობა და გამოვიდნენ კონფრონტაციის რეჟიმიდან.

Entry filed under: სამხედროები და დემოკრატია. Tags: , .

არააქტუალური ფლოტის მეთვრამეტე წლისთავი ქართული არმიის 19 წელი – მუდმივი ექსპერიმენტები და საკადრო ცვლილებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: