საგაზაფხულო გაწვევა – 2011

February 17, 2011 at 2:45 pm Leave a comment

ზვიად თხელიძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმდენ ჯარისკაცს გაიწვევს რამდენსაც, ბოლო ერთი წელიწადი იწვევდა ანუ ერთ გაწვევაზე 1200 ჯარისკაცზე ცოტა მეტს. მას ამ ციფრისთვის ბოლო რამდენიმე გაწვევაა არ “უღალატია” – 2010 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე სამინისტრომ 1269 წვევამდელი გაიწვია, წელს კი 1286 წვევამდელის გაწვევას აპირებს.

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საგაზაფხულოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 3186 ახალგაზრდას გაიწვევენ. ამათგან, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გაიწვევენ 600, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, კი 1300-ს ახალგაზრდას.

ძალაში რჩება, კანონში, 2010 წლის 21 ივლისს შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი იქამდე გაწვევა გადაუვადდებოდათ მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ცვლილების თანახმად სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ წვევამდელი არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე. აღნიშნული ცვლილება  2010 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

დღეს ქვეყანაში როგორც სავალდებულო, ასევე საკონტრაქტო, ანუ შერეული სისტემა მოქმედებს. კანონის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა ყველა მოქალაქეს ევალება. გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე,  საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებიც მიიჩნევიან სამხედრო ვალდებულებად, რომლებზეც თანაბრად ვრცელდება კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.

წვევამდელები რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადონ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურის სახით, ასევე იმ პირებს, რომლებსაც მოხდილი აქვთ, სამხედრო სავალდებულო სამსახური, ან რომლებიც სარგებლობენ კანონით დადგენილი შეღავათით და გადავადებული აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში შესაბამისი შერჩევის შემდეგ გააფორმონ ხელშეკრულება (კონტრაქტი).

კონტრაქტის მოხდის ვადა 4 წელია, ხოლო სამხედრო მოსამსახურის მინიმალური ხელფასი კი – 640 ლარი. თანხის რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება წარმოებს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2002 წლიდან დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში არა საბრძოლო, არამედ უზურნველყოფის დანაყოფებში სამსახურისთვის იწვევს.

შარშანდელი საშემოდგომო გაწვევსგან განსხვავებით წლევანდელი გაწვევა სავარაუდოდ ნორმალურად წარიმართება და არავითარი “დამრტყმელური ტემპები” საჭირო არ გახდება.  2010 წლის ივნისში რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს ახალი მინისტრი ჩაუდგა სათავეში – გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე რამაზ ნიკოლეიშვილი. ახალ პოსზტზე ახალი მიღწევებისთვის საშემოდგომო გაწვევა დროზე ( ორი კვირით) ადრე დასრულდა.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , .

აფეთქება ნაღმსატყორცნის ორმაგმა დატენვამ და ლულიდან დამცავის მოხსნამ განაპირობა ინგლისური ენის კურსები იორკის უნივერსიტეტში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: