რუსული მოდერნიზაციის კვალდაკვალ

February 17, 2011 at 7:10 pm Leave a comment

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

გიორგი მოლოდინი

gmolodini@yahoo.com

მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევი სრულიად რუსეთის საზოგადოების წინაშე ბოლო 8 წლის განმავლობაში მოულოდნელი და ყურისმომჭრელი ფრაზებითა და იდეებით გამოირჩევა. სიტყვათა კრებული, რომელიც მან ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო პერიოდში, შემდეგ 2009 წლის 10 სექტმებრის სტატიაში, ხოლო სტატიიდან ორი თვის თავზე ფედერალური კრებისადმი (12 ნოემბერი) მიმართვაში გამოიყენა, მისი წინამორბედის მმართველობის პერიოდისში გვარიანად მივიწყებული იყო. ან რა გასაკვირია?! ადამიანს, რომელმაც მედვედევი მემკვიდრედ გამოაცხადა საკუტარ ანგარიშზე ითვლიდა: დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ქონებას (”სურგუტნეფტეგაზის” 37%; ”გაზპრომის” 4.5%; ”გუნვორის” 50%), კორუმპირებულ თანამოაზრეთა საკმაოდ დიდ და გავლენიან გუნდს, ჩეჩნეთის ორ სისხლიან კამპანიას, კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი 14 ჟურნალისტის გაუხსნელ მკვლელობას… ამ ყველაფრის ფონზე ახალი პრეზიდენტის ისეთი ”ყურისმომჭრელი” ფრაზები, როგორიცაა:

1. “Россия – страна правового нигилизма, таким уровнем пренебрежения к праву не может похвастаться ни одна европейская страна. Борьба с коррупцией должна превратиться в национальную программу”.

2. ”Свобода неотделима от фактического признания гражданами власти закона. И подразумевает не хаос, а уважение к принятому в стране порядку. Верховенство закона должно стать одной из наиболее значимых наших ценностей.”

3. “Хватит кошмарить бизнес!”

სახეზე ირონიულ ღიმილს ჯერ ისევ იწვევს.

2009 წლის 10 სექტემბრის სტატიით, ”წინ, რუსეთო!” და ამავე წლის 12 ნოემბრის ფედერალური კრების მიმართვის ტექსტებით მედვედევმა საზოგადოება რუსეთის ”მოდერნიზაციის” მოლოდინის რეჟიმში ჩააყენა. მას შემდეგ ცივილური მსოფლიო რუსეთის ახალგაზრდა, დასავლური ღირებულებების ქომაგ პრეზიდენტზე ლაპარაკობს, თუმცა კულისებში კვლავ აგრძელებდნენ საუბარს მედვედევსა და პუტინს შორის კარგი და ცუდი პოლიციელის როლების გადანაწილებაზე, რომლის მთავარი მიზანი შესაძლოა დასავლეთში ”ახალი რუსული დემოკრატიის” იმიჯის დამკვიდრების მცდელობა და საპრეზიდენტო ვადების დაცვისთვის წამოწყებული ”დემოკრატიულობანას ”თამაში ყოფილიყო.

2009 წლის 12 ნომებრის მიმართვაში ფედერალური კრებისადმი მიმართვაში 17-ჯერ ნახსენებმა სიტყვა – ”მოდერნიზაცია” -მ, ალბათ 17-ჯერ უფრო გაამძაფრა ეჭვები ერთის მხრივ მოქმედ პრეზიდენტსა და პრემიერის დაპირისპირებაზე, მეორეს მხრივ კი მედვედევის, როგორც ”სატყუარაზე”, რომელიც დასავლეთს გადაუგდეს. ჩვენ კი დიდი რუსი პეტრეს ამბავი შეიძლება გაგვახსენდეს, სამასი წლის წინ დასავლეთში ფსევდონიმით რომ მოგზაურობდა…ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტ მედვედევის ჯანსაღი ამბიციაა – დაუპირისპირდეს რუსეთში გამეფებულ კორუფციას, რომელიც თავის განსაკუთრებულ მასშტაბებს ელიტურ წრეებში აღწევს, მაშინ ის უნდა:

1. დაუპირისპირდეს პრემიერ პუტინსა და მის უახლოეს გარემოცვას, რომლებიც სახელმწიფო აპარატში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ.

2. გადააქციოს ჩაკეტილი, ინდეფერენტული საზოგადოება ღია სამოქალაქო საზოგადოებად.

3. დაიწყოს აქტიური მოქალაქეობის ცნების პროპაგანდა ქვეყნის მასშტაბით – სნობიზმის, კონფორმიზმისა და ოპორტუნიზმის წინააღმდეგ.

შესაბამისად, არსებული სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ ”ტოტალური მოდერნიზაცია”, რომლის შესახებაც მედვედევი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ საუბრობს მხოლოდ მის კეთილ სურვილებზე ვერ იქნება დამოკიდებული – რამდენად დიდი და მძაფრი არ უნდა იყოს ის. ვინაიდან, მედვედევი როგორც კანდიდატურა პუტინმა ზედმეტი სკულპუროზულობით შეარჩია:

დიმიტრი ანატოლის ძე არ გამოირჩევა ლიდერისთვის დამახასიათებელი ხარიზმით, მედვედევი წლების განმავლობაში პუტინის ”ფრთებ ქვეშ” მიიკვლევდა გზას და არ აწუხებდა მუდმივად მე-2-ე ნომრად ყოფნა. გარდა ამისა, ცნობილია მედვედევის ბუნდოვანი ბიზნეს-ინტერესების შესახებ (საუბარია კომერციული კომპანიების შესახებ, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ფუნქციონირებენ და რომელთა დამფუძნებლები კონკრეტულ შემთხვევებში პუტინი და მედვედევი არიან), რუსული მედია ასევე აქტიურად საუბრობს მედვედევის მეუღლის ბიზნესსზე კოსმეტიკისა და პარფიუმერიის სფეროში. შესაბამისად, მედვედევის ”მოულოდნელი სურვილების” შემთხვევაში პუტინს თითქმის ყველა საშუალება აქვს მის მემკვიდრეს მისთვის ”ახლობელი მეთოდებით” ებრძოლოს. სავარაუდოდ, ბრძოლის ახლობელ ფორმებში შეიძლება განიხილოს გავრცელებული ჭორები მედვედევის თითქოს ებრაული წარმომავლობის შესახებ.

ზოგადად, ქვეყანაში ყველაფერთან ერთად მმართველობის მახინჯი სისტემა მოქმედებს. დუუმვირატები, როგორც წესი ამ ქვეყანაში არ ამართლებს. საბჭოთა იმპერიის სათავეში მყოფი ისეთი დიქტატებიც კი, როგორც სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი იყვნენ, პოლიტბიუროსთან ერთად კოლექტიურ მმართველობას ანიჭებდნენ უპირატესობას. ამას კი სავარაუდოდ, რუსეთის პოლიტიკური ბუნების და ტერიტორიული სიდიდის ფაქტორები განაპირობებდნენ. მმართველობის დღევანდელი ფორმა კი კვლავ ერთი-ერთში გავს პუტინისეულ მმართველობას, რომელიც ორი 2 ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა:

1. ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში მაქსიმალური კონცენტრირება

2. სპეცსამსახურების სახელმწიფო მანქანის სათავეში მოქცევა.

სავარაუდოდ მმართველობის ეს მოუქნელი და უხეში ფორმა იქნება მოდერნიზაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი წინაღობა, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ არსებობს ამ უკანასკნელის რეალური სურვილი სახელმწიფოში, რადგან დღეისთვის რუსეთში უპირველეს პრობლემას, არა მმართველოსბი ფორმა, არა კორუფცია, არა პუტინის დილეტანტიზმი ეკონომიკაში, არა ელიტის კონფორმიზმი, არა ახალგაზრდობის ოპორტუნისტობა და სნობიზმი, არამედ რეალური ცვლილებების პოლიტიკური ნების არ არსებობა წარმოადგენს. და, რა თქმა უნდა პირიქით, ამ მიზეზის არსებობას ჩამოთვლილი ფაქტორები განაპირობებს.

რას ნიშნავს მოდერნიზაცია?

ეკონომიკაში ის გამოხატულია: ახალი ტექნოლოგიებისა და კაპიტალის გამოყენების გაზრდით, ბუნებრივი რესურსების ფართო ათვისებით, მეურნეობის მეორადი და მესამეული სექტორების გაფართოება, კაპიტალის, შრომისა და სასაქონლო ბაზრის განვითარებით. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=10029

რა თქმა უნდა რუსეთის ხელისუფლებას ესმის, რომ მათი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ დასუსტებას რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ნაბიჯები გადაიდგმება (ან გადაიდგა) მედვედევის მიერ გამოცხადებული ”მოდერნიზაციის” შემდეგ. თუმცა რაც უფრო მეტს საუბრობენ მედვედევის ”რეფორმატორობაზე” სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა: მედვედევი და პუტინი – ტანდემი თუ კონკურენტები?

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის ხმაურნა ინტერვიუში, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა (Wall Street Journal- ში) საკმაოდ მკვახე და ხისტი განცხადებები გააკეთა რუსეთის ადმინისტრაციის მისამართით. სადაც განაცხადა რომ რუსეთის ეკონომიკა უახლოეს 15 წელიწადში დაეცემა, ხოლო ამ რეალიებიდან გამომდინარე მას მოწევდა მთელ რიგ დათმობებზე წასვლა.

”Надо признать: диктату теневой экономики и “серых” схем, разгулу коррупции и массовому оттоку капитала за рубеж во многом способствовало само государство…Что нужно для этого сделать? Во-первых, модернизировать систему исполнительной власти в целом. ”

– ეს განცხადებები მისი პრეზიდენტობის პირველ წლებშია გაკეთებული.

”Говорю сейчас об этом потому, что, несмотря на предпринимаемые усилия, нам до сих пор не удалось устранить одно из самых серьезных препятствий на пути нашего развития – коррупцию –

ეს განცხადება კი პრეზიდენტობის მეშვიდე წელს გააკეთა. 6 წლის შემდეგ ქვეყნის მთავარი გამოწვევა – კორუფცია, როგორც მას თავად პუტინი უწოდებდა ისევ პრობლემად დარჩა და საშინელ მემკვიდრეობად ერგო მედვედევს. როდესაც, მიხეილ გორბაჩოვი პუტინის ანტიკრიზისულ პოლიტიკას სხვადსახვა ლიბერალ ექსპერტებთან ერთად აფასებდა მან ასეთი განცხადება გააკეთა:

”«меры осуществляются медленно, непрозрачно и часто оказываются малоэффективными, а ресурсы направляются не столько на защиту интересов большинства граждан России, сколько на спасение активов и титулов собственности узкого круга влиятельных бизнесменов».

”რუსული კორუფციის” ისტორიიდან

ზოგადად, რუსი მკვლევარები თანხმდებიან რომ ბოლო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში რუსეთში ადმინისტრაციული მოხელისთვის ქრთამის შეთავაზებას, მოქრთამვას და პირიქით, მათგან ქრთამის მოთხოვნას რუსეთის ეროვნულ ცხოვრებაში ძლიერი ტრადიციული საფუძვლები აქვს.

უნდა ითქვას, რომ ”ის” ღრმა ისტორიული საფუძვლებით იკვებება და ერთგვარ რუსული ეროვნული ყოფის ერთგვარ ფენომენს წარმოადგენს. XII – ე საუკუნიდან მოყოლებული მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე ე.წ. ”კორმლენიე” – ს სისტემა (სახელმწიფო მოხელეები, მოგვიანებით იგივე ჩინოვნიკები, მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობის და არა სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდნენ) რუსეთის ფედერაციაში საუკუნეების განმავლობაში ”წარმატებით” ფუნქციონირებდა. მართალია 1715 წლიდან ქრთამის აღება უკვე ოფციალურ დანაშაულად ჩაითვალა და სახელმწიფო მოხელეებს ფიქსირებული ხელფასი დაენიშნათ, ვერც პეტერ პირველის და ვერც ეკატერინე მეორის მიეტ გატარებულმა რეფორმებმა მექრთამეობის წინააღმდეგ ვერ მიაღწიეს წარმატებას. შედეგად, გაუქმებული ”კორმლენიეს” სისტემა რამდენჯერმე ”დაბრუნდა” და ისევ გაუქმდა… მექრთამეობა კი ამ პერიოდითვის პიკს აღწევდა. უკვე 1922 წლიდან ბოლშევიკებმა მას კონტრრევოლუციური საქმიანობის სტატუსი მიანიჭეს და სიკვდილით დასჯაც კი დაუპირისპირეს. მთელი საბჭოთა პერიოდი კორუფციაზე არავინს საუბრობდა, თუმცა ე.წ. ”პერესტროკის” პერიოდში ეს თემა ყველაზე რეზონანსული და წამყვანი საკითხი გახდა.

მექრთამეობამ თავისი თავი რუსულ სალაპარაკო ენაშიც იპოვა და სხვა ხალხურ ტერმინოლოგიებთან ერთად შექმნა ისეთი ”დღეგრძელი” ფრაზები როგორიცაა: “оказать почесть”, “проявить уважение”, “мзда”, “корм”, “добыча”, “подарок”, “детишкам на молочишко”, “вернуть долг”, “любостяжательность”, “лихоимство”, “сребролакомство”. უნდა აღინიშნოს, ეს ტერმინები რიგ შემთხვევაში დადებითი განწყობისა და შინაარსის მატარებელია.

მკვლევართა ნაშრომები, რომლებიც მრავალი წლის წინ დაიწერა და რუსეთის იმპერიაში კორუფციის გამომწვევი მიზეზების კვლევა-ძიებას ისახავდა მიზანდ დღესაც დიდი ინტერესით იკითხება და აქტუალობას არ კარგავს. ავტორები ”რუსული კორუფციის” ისტორიიდან რამდენიმე ძირითად მიზეზს გამოყოფენ:

1. სახელმწიფო მოხელათა მატერიალური მდგომარეობა / ძალზედ დაბალი ანაზღაურება, წლების განმავლობაში მიუღებელი სამივლინებო თანხები, ნორმალური საპენსიო სისტემის არარსებობა.

2. სახელმწიფოს ტეიტორიული სიდიდე / რაც უფრო შორია ცენტრიდან მით უფრო მაღალია სახელმწიფო მოხელეთა უპასუხისმგებლობა, ცენტრი კონცენტრირებულია ძირითადად დედაქალაქზე, შესაბამისად იზრდება თანამდებობის ბოროტად გამოყენების სურვილი. მაგალითად, 1834 წელს, კურსკის გუბერნიაში ცენტრიდან გაგზავნილმა რევიზიამ – 280378 დაუმუშავებელი დოკუმენტი, დამუშავებული და შეუსრულებელი 59 752, დაუსრულებელი 9413 საქმე აღმოაჩინა. საინტერესოა, რომ თითქმის ორი საუკუნის შემდეგ თანამედროვე კვლევითი ცენტრები რუსეთის ფედერაციაში იგივე პრობლემებს აფიქსირებენ. მაგალითად, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მონაცემებით სამარის ოლქში 50-80 პროცენტი ჩინოვნიკების კორუმპირებულია, ანუ ბოროტად იყენებს თანამდებობას და არღვევს კანონს.

3. კანონმდებლობის არქაულობა / ბიუროკრატიული აპარატი – მოქალაქეს არ უტოვებდა შანს და უბიძგებდა საქმის დაწყების, დაჩქარების, საკანონმდებლო ბარიერების გადალხვის და ა.შ. სანაცვლოდ გადაეხადა ქრთამი სახელმწიფო მოხელის სასარგებლოდ.

4. მომხვეჭელობა, გამდიდრების მანია / კორუფციულ გარიგებებში მხოლოდ მატერიალურად დაუკმაყოფილებელი (ცუდად ანაზღაურებადი) წვრილი ჩინოვნიკები არ მონაწილეობდნენ. ქრთამის აღებ-მიცემობაში ძალიან ხშირად სამეფო კარის მაღალი თანამდებობის პირებიც (დიდგვაროვნები) კი მონაწილეობდნენ. ასე, რომ მხოლოდ ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა გრძნობა არ წარმოშობს კორუფციას. მსგავსი მაგალითები თანამედროვეობიდან უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ.

დღეის მდგომარეობით ქრთამის საშუალო ოდენობა რუსეთში სახელმწიფო მოხელის საშუალო ოდენობას უტოლდება. სავარაუდოდ, ზემოთ ნახსენებ ისტორიულ გამოცდილებასა და საზოგადოების სპეციფიკას ითვალისწინებდა მოსკოვის პირველი მერი პოპოვი, როდესაც აცხადებდა: ”установить определенный процент взятки, которую чиновник обязан получить от тебя”. დღეს რუსეთის ფედერაციაში ასეთი ორიგინალური იდეებისთვის საკმარისი საფუველი არსებობს. 2009 წლის, საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის მიხედვით, იმისთვის რომ ქვეყნებმა ყველაზე არაკომპირებული სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვონ 10 ქულა უნდა დააგროვონ. გამოკითხვის თანახმად 2.2 ქულათა რაოდენობით რუსეთის ფედერაცია 146-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. ამავე კვლევის მიხედვით რუსეთში ქრთამის წლიური საბაზრო მონაცემი დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს. ქრთამის საშუალო ოდენობა კი სახელმწიფო მოხელის საშუალო ოდენობას – 30.5 ათას რუბლს გაუტოლდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენებ მონაცემზე (300 მილიარდი აშშ დოლარი) ოდნავ განსახვავებულ ციფრს ასახელებდა რუსეთის გენერალური პროკურატურა ჯერ კიდევ პუტინის მმართველობის დროს – 2006 წელს რუსი სამართალდამცველები აღიარებდნენ რომ 240 მილიარდი დოლარი იყო. უნდა აღინიშნოს რომ დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები უნდობლობას უცხადებენ გენ.პროკურატურის მონაცემებს და საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ დასახელებულ ციფრებს ეყრდნობინა. აქვე აცხადებენ რომ ეს ციფრი არ მოიცავს ფედერალური დონის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტის სფეროებს.

აქვე, ფრანგული გამოცემა ლე ფიგარო, ორგანიაზია ”დელოვაია როსიას” მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ფედერაციაში ყველაზე კორუმპირებული რეგიონებია: 1. მოსკოვი, 2. მასკოვსკაია, 3.ომსკი, 4.ვოლგოგრადი და 5.ალტაი – ინფრასტრუქტურის არ არსებობა და არასტუმართმოყვარე ადმინსიტრაციული ხელისუფლება.

რუსეთში ”კორუფციის მომავლის” ანალიზისას მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიისა და სასამართლო სისტემის არსებობა, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” – ს ბოლო კვლევის მიხედვით მედიის თავისუფლების ხარისხის რეიტინგებში, 175 ქვეყნიდან რუსეთი 140 – ე ადგილზეა შესაბამისი წითელი ფერითა და სტატუსით – Difficult Situation. ბიზნესმენ ხადარკოვსკის საქმე კი კიდევ დიდხანს დარჩება რუსული სასამართლო სისტემის სირცხვილად. ”ფრიდომჰაუს” – ის მონაცემებით კი რუსეთი ყველაზე საშიში ქვეყანაა ჟურნალისტებისთვის, სახელმწიფო ნაწილობრივ ან მთლიანად ფლობს წილს ექვსივე ნაციონალურ ტელევიზიაში და ორ ნაციონალურ რადიოში, ასევე 45 ათასი რეგიონალური გამოცემიდან მის კონტროლს ექვემდებარება არსებული რაოდენობის თითქმის 60 პროცენტი. მონაცამები უახლესია და წინა წლებთან შედარებით პოზიტიურ ცვლილებებს არ განიცდის.

რუსეთში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხი ალბათ უფრო კულტურული და სულიერი სფეროების კვლევის საგანია თუმცა, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის 2006 წლის სოციოლოგიურ გამოკითხვა გვაძლევს საფუძველს გვქონდეს გონივრული ეჭვი რომ რუსეთში საზოგადოების სპეციფიკა პირდაპირ უწყობს ხელს კორუფციისთვის ნოყიერი ნიადაგის არსებობას, რაც თავის მხრივ დამანგრეველი შედეგის მატარებელია რუსეთის ეკონომიკისთვის. მაგალითისთვის, ზემოთ ნახსენები გამოკითხვის მიხედვით რუსეთის მოსახლეობის 37 პროცენტს ქრთამის ”მიმცემი”, ხოლო 26 პროცენტს ქრთამის ამღები არ მიაჩნია დამნაშავედ. იგივე ცენტრის, იმავე წლის გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ადასტურებდა, რომ ჰქონდა პირადი გამოცდილება კორუფციულ გარიგებებში. რუსეთის ეკონომიკური სკოლის პროფესორი ნატალია ვოლჩკოვა ერთ-ერთ კონფერენციაზე აცხადებდა რომ ძნელად თუ მოიპოვება რუსეთში ადამიანი, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ინატრებდა. მისი განმარტებით, ერთის მხრივ ეს არსებული ხელისუფლების მიერ დაწესებული დაწერილი თუ დაუწერელი კანონების, ერთპიროვნული მმართველობის და მეორეს მხრივ კი იმ საზოგადოების ”დამსახურებაა”, რომელზეც ჯერ ისევ მწვავედ აისახება 70 წლიანი ტოტალიტარული რეჟიმის შედეგები.

ბრძოლა კორუფციასთან ერთის მხრივ ძალიან ლოგიკური და სწორი მეთოდებით მიმდინარეობს. იქმნება ანტიკორუფციული საბჭოები – Совет при Президенте Российской Федерации по противодействию коррупции, არსებობს გაწერილი გეგმები – Национальный план противодействия коррупции, თუმცა …

1. Совет при Президенте Российской Федерации по противодействию коррупции – ხელმძღვანელობს თავად პრეზიდენტი მედვედევი, თუმცა საბჭოში შესაძლებელია ისეთი ჩინოვნიკების ნახვა როგორებიცაა: შსს მინისტრი ნურგალიევი, ფე-ეს-ბე-ს ხელმძღვანელი ბორტნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნარიშკინი, რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა, მოსკოვის ახალი მერი – სობიანინი, და სხვა. ანუ, საბჭოში შეგიძლიათ იხილოთ: წლების განმავლობაში ყველაზე კორუმპირებულ უწყებათა ხელმძღვანელები, ყველაზე კორუმპირებული ქალაქის მერი და რაც მთავარია პრემიერ პუტინისთვის ერთგულებით გამორჩეული და მისი კოლეგა დაზვერვიდან, ნარიშკინი და, ეს არ აროს სრული სია.

დასკვნის სახით შეგვიძლია დავასკვნათ:

1. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული სიდიდის და მასში მიმდინარე პროცესების სირთულის გამო ცდილობს და თავს ვერ ართმევს ანტიკრიზული ღონისძიებების გატარებას.

2. რუსეთის პრეზიდენტი და მისი ახალი გუნდი იმყოფება პრემიერ პუტინის და მისი კორუმპირებული თანაგუნდელების გავლენის ქვეშ, რომლებიც ყველა თავისი ავტორიტარული ბუნებიდან გამომდინარე ხელს უშლიან ყველა პროგრესულ წამოწყებას.

3. რუსეთის ხელისუფლებაში არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და პრეზიდენტიცა და პრემიერიც ერთი მთავარი მიზნისთვის იბრძვიან – რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში.

ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის დემოგრაფიული სიტუაციის შესწავლას, რომელიც სპეციალისტების განცხადებით დღეის მდგომარეობით კატასტროფულია. ეს უკანასკნელი იწვევს მუშა-ხელის შემცირებას და ეროვნუვნული პროდუქტის შემცირებას. 2006 წელს, აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება ქვეყანაში მცოცავი ეთნიკური ექსპანსიის საფრთხეს აძლიერებდა. რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის ზრდის ტემპი 1993 წლამდე შენარჩუნდა და 148.561.694 მიაღწია და დღემდე 6.657.715 – ით შემცირდა და 141.930.000 შეადგენს (მკითხველისთვის საინტერესო უნდა ჩრდილო-კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობა დემოგრაფიული თვალსაზრისით. ზოგადად, სამხრეთ ფედერალურ ოლქში (სადაც რესპუბლიკების უმრავლესობა ეთნიკურ ნიადაგზეა შექმნილი) 1990 წლის მონაცემებით 20.696.993 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2009 წელს ეს ციფრი 2.204.531 – ით გაიზარდა და 22901524 შეადგინს). ზოგადად, უნდა ითქვას, რომ რუსეთში შობადობის შემცირება არ ფასდება სიტყვით კატასტროფული. ის ისეთივეა როგორც ბევრ სხვა ევროპულ ქეყნებში. საქმე იმაშია, რომ კატასტროფულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც 1991-1992 წლებში ჯერ გაუტოლდა შობადობას, შემდეგ კი ”დიდი წარმატებით” წავიდა წინ. პროცესის ხელის შემწყობ ფაქტორებად სახელდება:

1. კრიზისი მედიცინის სფეროში

2. ეკონომიკური მდგომარეობა

3. გაუარესებული ეკოლოგიური სიტუაცია

4. მოსახლეობის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობა

5. თამბაქოს მოხმარება

6. ალკოჰოლის მოხმარება

ალკოჰოლის მოხმარება

დეპოპულაციის პროცესში მნიშვნელოვანი ”წვლილი შეაქვს” ალკოჰოლის მოხმარებას. დამოუკიდებელი ექსპერტების გარდა მომაკვდინებელ და იმავდროულად სამარცხვინო ფაქტებზე უკვე ოფიციოზიც იძულებულია ისაუბროს. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 6 ოქტომბრის სატელევიზიო გამოსვლისაში ნათქვამია რომ ახალგაზრდებში ალკოჰოლის მომხმარებელთა საშუალო ასაკი 16 – დან 13 წლამდე ჩამოვიდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე სპირტის წლიური მოხმარებამ 18 ლიტრი შეადგინა. მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დასაშვებ მაქსიმუმას (წითელ ხაზად) 8 ლიტრი ითვლება. საინტერესოა, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა ”ნიუსვიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთში არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დემოგრაფიულის შემდეგ ალკოჰოლის უზუმო მოხმარების პრობლემა დაასახელა. ეს სიტყვები კი თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის დირექტორს და პრეზიდენტ მედვედევის მეგობარს იგორ იურგენს ეკუთვნის: ”12-летние девушки, идущие с пивом, сосущие его из бутылки с самого утра”.

ისტორიიდან

1911 წელს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი მიხეილ დიმიტრის ძე ჩელიშევი წერდა: ”«Во всей России против трезвости, против желания народа отрезветь, идёт борьба организованная по определённому плану, плану продуманному». 1914 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარებამ რუსეთში იმ პერიოდისთვის კატასტროფულ ნიშნულს 4,7 ლიტრს მიაღწია წელიწადში. ხელისუფლება იძულებული გახდა ე.წ. ”სუხოი ზაკონ”-ი შემოეღო. შედეგად მოხმარების მაჩვენებლი წელიწადში 0.2 ლიტრამდე დაეცა. ანუ, წელიწადში ერთ ჭიქაზე ნაკლები. ”მშრალი კანონი” 14 წელი არსებობდა და მხოლოდ 1924 წელს გაუქმდა, მაშინდელელის ხელისუფლების მიზანი იყო: «водочное» финансирование бюджета. თავის პირად დღიურში ბულგაკოვი წერდა: ”მოსკოვში ახალი მოვლენაა: გამოუშვეს 30 გრადუსიანი არაყი. რომელსაც მოსახლეობამ ”რიკოვკა” უწოდა. ის სამეფო არყისგან იმით განსხვავდება რომ 10 გრადუსით სუსტია, გემო გაცილებით საშინელი და რაც მთავარია 4-ჯერ ძვირია”. მოხმარების დონემ ისევ იმატა და 1940 წლისთვის წელიწადში ერთ ადამიანზე უკვე 1.9 ლიტრს შეადგენდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა და მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო კატასტროფული ზრდა. დღეისთვის უკვე ცნობილია 1960-დან 1980 წლებამდე შესაბამისი სამსახურების მიერ ის გასაიდუმლოებული ციფრები, რომლებიც რუსეთში ალკოჰოლის მოხმარების კატასტროფულ მაჩვენებელს აფიქსირებდნენ. თუ შეერთებულ შტატებში ეს ციფრი 8 – ლიტრი, შვედეთში – 5.2, დიდ ბრიტანეთში – 7.2, ფინეთში 6.2 იყო საბჭოთა რუსეთში ერთი წლის მანძილზე ერთ ადამიანზე საშუალოდ 14,2 ლიტრი მოდიოდა. 1985 წელს საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო კანონი: ”Об усилении борьбы с пьянством и алкоголизмом”, რომელიც მოსახლეობაში ”ნახევრად მშრალი კანონი” – ის სახელწოდებით დამკვიდრა. ალკოჰოლის მოხმარების ზრდის კიდევ ერთი ტემპი, რომელიც დღემდე გრძელდება 1992 წელს დაფიქსირდა, რომელიც ექსპერტთა ანალიზით საბაზრო ეკონომიკის და ზოგადად ქვეყნის ლიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება (ელცინის მმართველობის პირველ ეტაპებს შესაძლებელია ეწოდოს ლიბერალიზმის დამკიდრების მცდელობა რუსეთის ფედერაციაში). ამ პერიოდში სხელმწიფომ დათმო მონოპოლია ალკოჰოლის წარმოებაზე და ადგილი ჰქონდა ფასების ლიბერალიზაციას. სწორედ 1992-1993 წლებია საკვანძო პერიოდი რუსეთის დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზისას.

თარიღები:

1. 1900 წლისთვის – 4 ლიტრი წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე

2. 1914 – 1925 / 2.5 ლიტრი

3. 1941 – 1945 / 1 ლიტრი

4. 1960 –1985 / 14.2 ლიტრი

5. 1992 – 2010 / 17-18 ლიტრი

უნდა აღინიშნოს რომ ბოლო 75 წლის ანალიზის შედეგად ირკვევა რომ სპირტიანი სასმელების ხვედრითი წილი ფედერაციის ბიუჯეტის ფორმირებისას სულ უფრო და უფრო მცირდება, თუმცა იზრდება არალეგალური გზით დამზადებული და გასაღებული ალკოჰოლური სასმელების წლიური მაჩვენებელი.

1. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ცენტრალურმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამკაცრა კანონმდებლობა დედაქალაქში და საღამოს 22:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე მოსკოვში სასმლის შეძენა უკვე შეუძლებელი იქნება.

2. იგივე აკრძალვა მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ტვერის ოლქშიც ამოქმედდა.

3. კანონის გამკაცრებამ (რომლის ერთ-ერთი მიზანი არალეგალური და ზოგადად სპირტიანი სასმელების წარმოების სისტემის მოწესრიგებაც წარმოადგენს შესაძლოა უმუშევართა საერთო რაოდენობას ათასობით ადამიანი შემატოს.

4. ვინაიდან ფედერაციის დიდ ნაწილს სწორედ ჩრდილოეთ კავკასია ამარაგებს, არ არის გამორიცხული ფედერაციულ სუბიექტებში ისედაც არაპოპულარული ცენტრალური ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი გახდეს, თუმცა სწორედ აღნიშნული რეგიონი გამოირჩევა ფალსიფიცირებული სასმლის დამზადება-გასაღებით მთელს ფედერაციაში. მაგალითად ყაბარდო-ბალყარეთში წარმოებული ალკოჰოლური სასმელი რაოდენობით 300 000 ლიტრი – ამოიღეს მოსკოვში მიმდინარე წლის ნოემბერს.

5. ცნობილი ხდება რომ ცენტრალური ხელისუფლება დეფიციტური ბიუჯეტის შევსებას თამბაქოსა და ალკოჰოლის აქციზზე ფასის მომატებით გეგმავს. როგორც ჩანს არჩევანი პრობლემის მოგვარების გაცილებით მარტივ სქემაზე შეაჩერეს. სავარაუდოდ ცენტრალური ხელისუფლება რუსეთში კვლავ არ არის მზად სიღრმისეული ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად.

“Сколково”

ქვეყნის მასშტაბით გამეფებული კორუფციის პირობებში ბუნდოვანია სამეცნიერო და ინოვაციური ცენტრის, “სკოლკოვის” – ”სილიკონის ველის” კრემლისეული ანალოგის მომავალი. აღნიშნული იდეის შესახებ პირველად რუსეთის პრეზიდენტმა 2009 წლის ნოემბერში ფედერალური სათათბიროს ყოველწლიური მიმართვისას ისაუბრა რასაც იდეის განვითარება მოჰყვა.

„ინოქალაქი“ მოსკოვიდან დასავლეთით, ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირადღირებულ ადგილას უნდა აშენდეს. რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქალაქი შეძლებს „სასწაულების“ მოხდენას იმ ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაში, რომელმაც დღეს რუსეთის მოდერნიზაცია უნდა განაპირობოს. ესენია:

1. ენერგეტიკა

2. საინფორმაციო ტექნოლოგოები

3. ტელეკომუნიკაციები

4. ბირთვული ტექნოლოგიები

5. ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 5 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით პროექტ „სკოლკოვოსთვის“ გამოყოფილია 4-7 მილიარდ აშშ დოლარამდე. აქედან 2010 წელს პროექტისთვის განკუთვნილი თანხა 4 მილიარდი, 2001 წელს – 15 მილიარდი, 2012 წელს – 22 მილიარდი, ხოლო 2013 წელს 17.1 მილიარდი რუსული რუბლია.

„ქალაქში“ მიიღება ყველა ის ინოვაციური პროექტი, რომელიც შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ 5 პრიორიტეტულ სფეროს. მათი ავტორები შეიძლება იყვნენ როგორგ რუსეთში მოღვაწე ისე რუსეთის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეცნიერ-თანამშრომლები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთიდან ემიგრირებული პროფესიონალების სამშობლოში დბრუნების საკითხს. ასევე, თემების წარდგენა შეუძლიათ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ იურიდიული პირებს – კომპანიებს, ფონდებს ბიზნეს გაერთიანებებს. 2010 წელს პროექტით დაინტერესება უკვე გამოთქვას ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა როგორებიცაა: ნოკია, სიმენსი, ტექნოპარკ-ციურიხი, მაიკროსოფტი.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს, ასევე, ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებებით „სკოლკოვო“ განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმითა და სამართლებრივი სტატუსით ისარგებლებს. პროექტში მონაწილე უცხოელი ექსპერტებისთვისა და მათი ოჯახის წევრებისთვის იმოქმედებეს გამარტივებული საემიგრაციო და სავიზო რეჟიმი.

ფედერაციაში სამეცნიერო სფეროს არასახარბიელო მდგომარეობაზე მეტყველებს სტატისტიკაც: ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ასოციაციის მონაცემებით (НАИРИТ) მხოლოდ 2009 წელს ”პროფესიული ემიგრაციის” ფარგლებში რუსეთის ფედერაციიდან ამერის შეერთებულ შტატებში 56 ათასი ადამიანი წავიდა, ისრაელში დაახლოებით 13 ათასი, ავსტრალიაში 12 ათასი, გერმანიაში – 9 ათასი, კანადაში კი 8 ათასი ადამიანი გადავიდა. საერთო ჯამში გაერთიანებული ერების მონაცემებით 1992 წლიდან რუსეთის ფედერაცია 3 მილიონამდე სპეციალისტმა დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტულმა კომპანიებმა ”სკოლკოვის”-სთაბ უკვე გააფორმეს კონტრაქტები ჯერ-ჯერობით კვლავ არ არსებობს თავად ინოვაციური ცენტრის ბიზნეს-გეგმა, დღემდე არ გამოქვეყნებულა ის ინდიკატორები რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს იდეის (ცენტრის შექმნა) წარმატება, რაც ერთობ არასასიამოვნო ფაქტია იმ პოტენციური სამიზნე ჯგუფებისთვის რომლებიც ცენტრის გათვლით მომავალში უნდა პროექტში ჩაერთონ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჯერ-ჯერობით ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ სკოლკოვოსთან არ გაუფორმებია არცერთ მსხვილ რუსულ წარმოებას, რაც ექსპერტთა ვარაუდით ფედერაციაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ზოგადად ხარისხზე მოთხოვნის სურვილის არ არსებობაზე მიანიშნებს.

ზემოთ მოყვანილ ნაკლოვანებებთან ერთად უნდა ითქვას იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ინოვაციური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ქართული წარმოშობის ებრაელის, მიხეილ მოშიაშვილის დანიშვნას ეხება. ინოვაციური ქალაქის შექმნის იდეის კრიტიკოსები კიდევ უფრო თამამად ალაპარაკდნენ პროექტის წარუმატებლობაზე. მოშიაშვილის ბიოგრაფიაში არის ისეთი საინტერესო დეტალები როგორიცაა: 1. ბრილიანტების კონტრაბანდით ვაჭრობა და 2. 90-იან წლებში რუსეთის პრემიერის მიერ დარეგისტრირებულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

კონტრაბანდული ბრილიანტების ისრაელში შეტანის მცდელობაზე მიხეილ მოშიაშვილი ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში დააკავეს. მას 300 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი ჩამოართვეს. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, აქ საინტერესოა მისი მოღვაწეობა კომპანია ”ილიმ-პალპში”, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 1992 წელს პეტერბურგში დააფუძნა და რომელშიც 20 პროცენტიანი წილით ორი წლის შემდეგ დღევანდელი რუსეთის პრეზიდენტი შეუერთდა. როგორც ირკვევა მოშიაშვილის მთავარი მოვალეობა პროექტ ”სკოლკოვოში” ინვესტიციების მოზიდვა იქნება.

არის თუ არა ”სკოლკოვო” რუსეთის ხელისუფლების საიმიჯო პროექტი ეს უახლოეს 2-3 წელიწადში გამოჩნდება, მანამდე კი რეალურად არსებობს კრიტიკის საფუძველი. კონსტანტინ სევერინოვს, რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორა შეერთებულ შტატებიდან აქვს საკმარისი საფუძველი იფიქროს რომ სკოლკოვოში უკვე გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები. მისი ინფორმაციით, ”სკოლკოვოში” საკონკურსო წესით შერჩეულ 3 სამეცნიერო პროექტს ბიოლოგიაში თავად იმ ჯგუფის წევრები ხელმძღვანელობენ, რომელთა კომპეტენციაშიცაა პროექტების შერჩევა ბიოლოგიის მიმართულებაზე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ინოვაციური ქალაქის შექმნის სახით ერთი შეხედვით საქმე გვაქვს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან მეცნიერება ფედერაციაში აშკარად კრახის პირასაა. თუმცა, ზემოთ მოყვანილი ნაკლოვანებები საკმარის საფუძველს იძლევა იმისთვის რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ პროექტის წარმატება, სულ ცოტა იმ ვადებში რომელიც ქალაქის ”გასაშვებად” დასახელდა. ნაკლოვანებების გარდა არსებობს ობიექტური მიზეზები რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ცენტრის ეფექტურ მუშაობას. ესენია:

1. ინოვაციაზე მოთხოვნილების არ არსებობა,

2. ემიგრაციაში წასული რუსი მეცნიერების ქვეყანაში დაბრუნების დაბალი ალბათობა,

3. პროექტის ძვირადღირებულობა,

4. ტოტალური კორუფცია ელიტის წარმომადგენელთა მონაწილეობით,

5. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელისუფლებისადმი მაღალი უნდობლობა,

6. მსხვილი ბიზნესის უარყოფითი დამოკიდებულება ახალი და უცხო ფაქტისადმი.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტის პოსტი მედვედევმა დაიკავა მიიჩნევა რომ ”მოდერნიზაცია” – ეს მისი ”სფერო” და პირადი პროექტია.

• 2009.05.20 – მედვედევის ინიციატივით შეიქმნა მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების კომისია.

• 2009.05.15 – მედვედევის ინიციატივით დაფუძნდა ინოვაციების კომისია ეკონომიკაში.

უკვე 2010 წლისთვის პრემიერ-მინისტრის პუტინის ინიციატივით შეიქმნა მეცნიერების დეპარტამენტი (სამთავრობო აპარატი – 10.02.2010). პუტინმა მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამთავრობო კომისიის თანამდებობაზე სერგეი ივანოვი შეცვალა (04. 03. 2010 წელი). პრემიერ მინისტრის ამ აქტივობამ ერთგვარი უხერხულობა შექმნა. პუტინის პრეს-ცენტრი იძულებული იყო განცხადება გაეკეთებინა: ”Комиссия Путина будет, безусловно, координировать свою деятельность с президентской”

დღეის მდგომარეობით უფლება მოდერნიზაციასა და ინოვაციებზე რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებად აღარ ითვლება. პუტინის პიროვნება, მისი მართველობის სტილი და მეთოდები ნაკლებად იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ ეს გადაწყვეტილებები განპირობებული იყოს მისი ინოვაციებისადმი, ან ზოგადად მოდერნიზაციისადმი მზარდი და განსაკუთრებული ინტერესით. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით სახელმწიფოს აღნიშნული სფეროსთვის დაახლოებით 620 მილიარდი რუბლის მოძიება შეუძლია. განცხადების ფონზე პრეზიდენტი გამოთქვამდა სურვილს მოძიებული თანხები მკაცრად კონტროლირებადი ხოლო ხარჯვითი ნაწილი მასთან შეთანმებული ყოფილიყო. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოითქვას ეჭვი რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პრემიერის ინტერეს შესაძლებელია ფინანსები განაპირობებდეს.

პრემიერისა და მისი გუნდის ჩართულობა შესაძლებელია განვიხილოთ როგორც რუსული მოდერნიზაციის მე-7 ხელის შემშლელი ფაქტორი. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს უკანასკნელი სრულებითაც არ გულისხმობს პრეზიდენტ მედვედევის გულწრფელ პოლიტიკას დეკლარირებული მოდერნიზაციის მიმართ.

Entry filed under: მსოფლიო. Tags: , .

ქრისტიან-დემოკრატები როკის გვირაბთან და ფსოუსთან საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვენ საზღვაო ქვეითები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს მოინახულებენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: