ლისაბონი ნატოს სამიტს მასპინძოლობს

February 17, 2011 at 2:25 pm Leave a comment

18 ნოემბერი. ნატოს 24-ე სამიტი ხვალ ოფიციალურად შეუდგება მუშაობას ლისაბონში. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ უკვე მესამე სტრატეგიულ დოკუმენტს განიხილავს.

ბოლო კონცეფცია 1999 წელს ვაშინგტონის სამიტზე იყო მიღებული. ახალი სამოქმედო დოკუმენტი 21-ე საუკუნის გამოწვევებს პასუხობს და ესეც ერთგვარი გზამკვლევია უახლოესი 10 წლის განმავლობაში ალიანსის პოლიტიკური და სამხედრო განვითარებისთვის.
ლისაბონის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დილიდან დაიწყება წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწფო ლიდერების დახვედრის ცერემონია.
სამიტი ოფიციალურად მუშაობას დღის მეორე ნახევარში დაიწყებს. სტუმრებს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი და პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ჟოზე სოკრატესი მიესალმებიან.
ლისაბონის სამიტზე აქცენტები რამდენიმე საკითხზე კეთდება, ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფიაცია, ასევე ახალი მიდგომა ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, რაც 2011-14 წლებში გარდამავალ პერიოდში ავღანეთთან მიმართებაში ნატოს პოლიტიკას განსაზღვრავს, ასევე ლიდერები ისაუბრებენ ანტისარაკეტო სისტემების თაობაზე, რომელიც ნატოს სივრცეში უნდა განხორციელდეს, ასევე ლისაბონში დაგეგმილია ნატო-რუსეთის სამიტი, რომელიც ალიანსის რუსეთთან ურთიერთობებს განსაზღვარს.
საქართველოს მუდმივი წარმომამდგენლის გიორგი მგალობლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ორი ძირითადი დოკუმენტი: ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია და სამიტის დასკვნითი კომუნიკე, ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ორივე დოკუმენტში შესაბამისად აისახება ბუქარესტის 2008 წლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
სამიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ავღანეთის საკითხზე, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სახელმწიფო ლიდერებთან.

 

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, საქართველო - NATO. Tags: .

სახალხო დამცველის განცხადება 4-ე ბრიგადაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში ნატოს ახალი კონცეფციის განხილვა მოეწყო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: