ინგლისური ენის კურსები იორკის უნივერსიტეტში

February 17, 2011 at 4:30 pm Leave a comment

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომელი იორკის წმ. იოანეს სახელობის უნივერსიტეტში ინგლისური ენის კურსებს გაივლის. ენის შემსწავლელი კურსები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში 2001 წლიდან ხორციელდება. ინგლისური ენის ცოდნა თავდაცვის სამინისტროს პერსონალის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კურსების მიზანია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ინგლისური ენის ცოდნის დონე გაიუმჯობესონ. წელს მონაწილეების შერჩევა ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. შესარჩევ კონკურსს ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში, თავდაცვის ატაშის მოადგილე პიტერ ჯონსონიც ესწრებოდა. საქართველოში პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელება 2009 წლის ივნისში დაიწყო. 2010 წელს PDP პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ინგლისური ენის სწავლება წარმოადგენს. იორკის კურსი ენის ინტენსიურ სწავლებას ითვალისწინებს და მისი მიზანია სტუდენტებმა სასაუბრო უნარ-ჩვევები გაიუმჯობესონ. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო ტერმინოლოგიის სწავლებას მიექცევა. ენის შემსწავლელი კურსების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები ბრიტანულ ღირებულებებს, ცხოვრების სტილს და იქ მოქმედ ინსტიტუტებსაც გაეცნობიან. ისინი სამშვიდობო და მრავალეროვნულ ოპერაციებთან დაკავშირებულ სამხედრო ტერმინოლოგიასაც დაეუფლებიან. კურსის მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისაგან მათი კულტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ინგლისური ენის კურსებზე სამთო სკოლის სამი სამხედრო მოსამსახურე, ფინანსთა დეპარტამენტის, ანალიტიკური დეპარტამენტის და ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლები გაიგზავნენ. ინგლისური ენის კურსები 2010 წლის 11 იანვრიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება.

(თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია)

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: .

საგაზაფხულო გაწვევა – 2011 რამდენიმე სამხედრო წოდება უქმდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: