განცდილი და სამომავლო რეზერვი

February 17, 2011 at 4:48 pm Leave a comment

პატივისცემით

ალექსანდრე ელისაშვილი

ეროვნული გვარდიის აწ უკვე ყოფილი მე-10 კადრირებული ბრიგადის,

105-ე ბატალიონის, მეოთხე ასეულის პირველი ოცეულის სერჟანტი

ყოველთვის მძიმედ ამოვიოხრებ ხოლმე, როდესაც რეზერვს ვიხსენებ. ყველაფერს, რაც რეზერვთან მაკავშირდებდა და მაკავშირებს.

არადა, როგორ ხელისგულზე იდო ის ყველა ხარვეზი სარეზერვო სისტემის, რომელიც აუცილებლად იჩენდა თავს საბრძოლო მოქმედებებში და რომელთა დანახვა ჩემთვისაც კი მარტივი იყო, არათუ პროფესიონალი სამხედროებისთვის, რომელთაც წესით უნდა ეზრუნათ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე.

“პაკაზუხა” – სამწუხაროდ ყველაზე მეტყველად სწორედ ეს რუსული თქმა ესადაგება იმ პომპეზურად დაწყებულ და გაპიარებულ კამპანიას, რომელიც რეზერვის სისტემის შექმნას გასდევდა თან.

100 ათასი რეზერვისტი – არადა რა ომახიანად ჟღერდა, მაგრამ ამ ტელეომახიანობის მიღმა რა იდგა სამწუხაროდ ამით სერიოზულად არავინ ინტერესდებოდა. რამდენად ბრძოლისუნარიანები, მოტივირებულები, გაწვრთნილები იყვნენ კარგად ჩაცმულ-შეიარაღებული რეზერვისტები, რომლებიც სამხედრო აღლუმებზე არმიისგან ნანათხოვარ “კამაზებზე” მხსდომნი არცთუ ურიგო შთაბეჭდილებას ახდენდნენ.

სამწუხაროდ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ – პაკაზუხომანია, მხოლოდ და მხოლოდ ტელეომახიანობით გატაცება ძვირი დაგვიჯდა, ძალიან ძვირი. მატერიალურადაც და ადამიანურადაც, ვინაიდან რაც დროს გადის მედიას სულ უფრო ნაკლებად ახსენდება გორში და სენაკში დაღუპული რეზერვისტები, რომელთა დაღუპვის გარემოების დასადგენად რამდენადაც ვიცი არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. დაღუპული რეზერვისტები, წყალში გადაყრილი ასეული მილიონები და რამდენიმე დღეში სრულიად დაშლილი სარეზერვო სისტემა – აი, რაც შეგვრჩა აგვისტოს ომის შედეგად!

შეიძლებოდა კი სხვაგვარად ყოფილიყო? ვაი, რომ ძალიან სხვაგვარად შეიძლებოდა, რომ არა ხელისუფლების ქედმაღლობა და თავისნათქვამობა. ჯერ ერთი სარეზერვო სისტემის შექმნას წინ არ უსწრებდა სერიოზული, გულმოდგინე კვლევა და გააზრება, თუ როგორი სისტემა აჯობებდა ქვეყნისათვის რეალობის გათვალისწინებით, შემდეგ არავინ სერიოზულად არ მიდგომია რეზერვისტთა ინსტრუქტორების და მეთაურების კონტიგენტის შერჩევას, ასევე ძალიან ზედაპირულად განისაზღვრა ის სასწავლო კურსიც, რომელიც რეზერვისტებს შეკრებების დროს უნდა გაევლოთ.

ახლა ბევრი სიტყვის დახარჯვა არ სჭირდება იმას, თუ რაოდენ არასერიოზულად და კომიკურად გამოიყურებოდა თავდაპირველი სარეზერვო ბატალიონების მეთაურებად ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანიშვნა, თუმცა მოგვიანებით მხოლოდ ამ ხარვეზის დაძლევა მოხერხდა დანარჩენი კი თითქმის იგივე დარჩა. ვაღიარებ, რომ თავდაპირველად არანაირი სურვილი არ გამიჩნდა წავსულიყავი პირველი სარეზერვო ტალღის ბატალიონებში, ამდენად ნამდვილად ფეხი ავითრიე. ველოდი, როდის გადაივლიდა ის მოჭარბებული პიარი. 2007 წლის ზაფხულში კი ჩემი სურვილით მივედი საბურთალოს კომისარიატში და ჩავეწერე მორიგ ნაკადში. აგვისტოს თვეში კოჯრის ბაზაზე გამამწესეს. 18 დღიანი შეკრების შემდეგ ჟურნალ “არსენალში” შთაბეჭდილებების შესახებ სტატია გამოვაქვეყნე, ამდენად იმ შეკრების დეტალებით არ დაგღლით, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ მთავარი შტრიხი იმ შეკრებისა იყო სრული უთავბოლობა, არაორგანიზებულობა, დაუგეგმავობა, სასწავლო გეგმის არარსებობა და უნდა ვაღიარო, რომ დეზერტირობის და დაჯარიმების შიშით გაწვეულ რეზერვისტთა უდიდესი ნაწილის დაბალი მოტივაცია. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: მარშ ნახტომის დროს (იმ 45 კილომეტრიან მარშ-ნახტომს ახლა უდიდესი სიამოვნებით ვიხსენებ, მიუხედავად მაშინდელი სირთულისა) თავდაპირველად მეთაურებს სიბნელეში გზა აერიათ და მთელმა ბრიგადამ უაზროდ ვიხეტიალეთ დამატებით რამდენიმე კილომეტრი, საბრძოლო ხელოვნებაში, თუ რას ნიშნავს ბრიგადისათვის გზის არევა და რამდენიმე კილომეტრის უაზროდ სიარული მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს? შემდეგ: იმავე დღეს მეთაურებმა ვერ დაიანგარიშეს რამდენი სამხედრო მანქანა იყო 2 ბატალიონისათვის საჭირო და ამ შეცდომის გამო აგვისტოს პაპანაქებაში, იაღულჯას პოლიგონზე რამდენიმე ოცეული დამატებით რამდენიმე საათს ვისხედით პოლიგონზე.

არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კოჯრის ბაზაზე დროის უდიდეს ნაწილს გრილ მუხნარში კოტრიალში ვატარებდით იმის გამო, რომ ინსტრუქტორებმა არ იცოდნენ ფუჭი დრო რაში გაეყვანათ. ამიტომ თანდათან ყველა გაუთამამდა თავდაპირველად აკრძალულ კარტის თამაშს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ ჯერზე გვარდიის სარდალი ნიკა ჯანჯღავა აშკარად ცდილობდა ბრიგადის დატვირთვას და სწავლებისათვის მეტნაკლებად კვალიფიციური სახის მიცემას, თუნდაც ის რად ღირს, რომ 18 დღის მანძილზე 4-5 ჯერ ამოვიდა კოჯორში და ჩვენთან ერთად სრულად გაიარა 45 კილომეტრიანი მარშ ნახტომი. მეორე ჯერზე კი 8 დღიანი შეკრების დროს, 2008 წლის მარტში მომდევნო სარდალი გვარდიის ვინმე აფციაური ერთხელაც არ ამოსულა და სასწავლო პროცესიც გაცილებით უნიათო იყო, ამდენად მეორე ჯერზე ჯოკრის თამაშის საათებმაც რეზერვისტთა შორის მნიშვნელოვნად იმატა.

დიდი არასერიოზულობის დასტური იყო მეორე შეკრებისას რეზერვისტებისთვის დახვედრებული სიურპრიზი – წინა, 18 დღიანი შეკრების დროს ჩამოყალიბებული ოცეულების შემადგენლობის დაშლის და ხელახლა ფორმირების შესახებ. ეს დიდად ბრიყვული რამ იყო ვინაიდან 18 დღის მანძილზე სრულიად უცნობი ადამიანები ძლივს დავუახლოვდით ერთმანეთს, ძლივს გავიცანით ერთმანეთი და ამ დროს მეორე შეკრებაზე ხელახლა მოგვიხდა ოცეულის შემადგენლობის გაცნობა. არადა, ფაქტია, რომ შეუძლებელია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც უბრალოდ არც იცნობ. ამას ერთვოდა საოცარად დაბალი მოტივაცია რეზერვისტებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი და როგორც ცნობილია დიდწილად მხოლოდ დეზერტირობის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შიშმა წაიყვანა რეზერვში. სამწუხაროდ ისეთები, რომლებსაც გულით სურდათ შეკრებების დროს სამხედრო საქმის ათვისება თითო ოროლანი იყვნენ და მათი ხმა და მონდომება აშკარად იკარგებოდა საერთო, გაუთავაბელ წუწუნსა და უინტერესებობაში. შედეგიც შესაბამისი იყო.

გამორიცხულია, რომ აგვისტოს ომის დროს რეზერვს სხვაგვარად ემოქმედა. ომმა სწორედ, რომ გამოავლინა ის არსებითი სისუსტეები, რომელთა მანამდე დანახვასაც ხელისუფლება და მათ შორის სამხედრო მეთაურობაც გაურბოდა. მთავარი იყო, რომ ტელევიზორში ყველაფერი მხნედ და ომახიანად ჩანდა. თუკი ვინმე კრიტიკას გაბედავდა უმალ “მოღალატის” იარლიყსაც დაიმსახურებდა. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, როდესაც ჟურნალ “არსენალში” 18 დღიანი შეკრების შემდეგ სტატია დავწერე ხელისუფლების მაღალი რანგის პირისაგან მივიღე შემონათვალი, რომ “პარაჟენეცი” და “მოღალატე” ვიყავი. ღმერთმა შეუნდოს იმ დიდმოხელეს, მაგრამ ვაი, რომ მართალი ვიყავი, როდესაც რეზერვის სისტემის ეფექტურობაში გავბედე და ეჭვი შევიტანე. ძალიან ძვირი დაგვიჯდა ხელისუფლების ქედმაღლობა და თავისნათვამობა, ამას გავიმეორებ. წარსულში ჩარჩენა არ ღირს და ჩვენც მომავალზე უნდა ვიფიქროთ, აღარ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც აქამდე დავუშვით. ამ ყველაფერს თითქოს დადებითი პირი უჩანს, ახალი სარეზერვო სისტემის კონცეფცია აშკარად, რამდენიმე თავით სჯობს ძველ, მხოლოდ ტელეეფექტზე დამყარებულს. თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ჯერ ერთი ადამიანი, ერთი მეთაური მაინც მენახა დასჯილი იმ ფუყე და ომის დროს ასე ერთბაშად მოშლილი სისტემის გამო.

ნამდვილად არ ვარ შურისმაძიებელი და საერთოდ არ მომგვრის კმაყოფილებას კიდევ რამდენიმე ქართველის გამწესება ისედაც გადატვირთულ საპატიმროში, მაგრამ ეს საჭიროა სახელმწიფოებრივი მშენებლობის, ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობისათვის, თუმცა არ ვარ მიამიტი და ვიცი, რომ “აბა, საკუთარ თავებს ხო მარ დაიჭერენ” ძლიერნი ამა სოფლისანი. ვაგლახ, რომ ასეა. აკი ვთქვი ჩემი შეფასებით ახალი სარეზერვო სისტემა უკეთესად გამოიყურება ფურცელზე, განსაკუთრებით მომწონს ის, რომ კონტიგენტის შერჩევისას გამოცდილებას და მოტივაციას მიაქცევენ ყურადღებას, ანუ გაიწვევენ მათ ვისაც ადრე არმიაში უმსახურია და არ სჭირდებათ ელემენტარული უნარების გამომუშავება (მახსენდება ერთი ძალიან გულიანი ბიჭი, რომელსაც პოლიგონზე მჭიდში ვაზნების ჩაწყობისას აფეთქების შეეშინდა და მჭიდი ნერვიულად გადააგდო), ასევე კონტიგენტი შეივსება მოხალისეებით, რაც არანაკლებ მნიშნელოვანია.

ყოველ შემთხვევაში ბრძოლისას იმას მაინც არ იტყვიან, რაც გორში დაბომბვის დროს მესმოდა: “აბა, ომში არ წაგვიყვანენო”, ან კიდევ “ეს, სად მოგვიყვანეს, რა გვინდა ჩვენ ომში” და სხვა უამრავი გულისამრევი ტექსტი. მისასალმებელია ისიც, რომ აქცენტი გაკეთდება ხარისხზე და არა რაოდენობაზე, ყოველ შემთხვევაში ასე წერია ახალ კანონში, თუმცა, როგორ იმუშავებს რეალურად ფურცელზე კარგად დაწერილი ახალი სარეზერვო სისტემა ამას დრო გამოავლენს და იმედი მაქვს, რომ ახალი სარეზერვო სისტემის ავ-კარგს ყაზარმასა და პოლიგონზე სხვებთან ერთად მეც გამოვცდი. ვინაიდან, მე, სერჟანტ ელისაშვილს ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე ჯერ არ მომიხდია.

Entry filed under: საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , .

საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის სფეროზე, საერთაშორისო ვალდებულება თუ დემოკრატიული რეფორმებით გამოწვეული აუცილებლობა ძალთა ახალი ბალანსი მსოფლიოში და საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: