ახალი დასაწყისი ატომური თუ საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის?

February 17, 2011 at 6:20 am Leave a comment

შორენა ლორთქიფანიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
2010 წელი, 16 აპრილი

2010 წლის 12-13 აპრილს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უმასპინძლა 47 სახელმწიფოს ლიდერს. უმაღლესი დონის მსოფლიო ლიდერთა შეხვედრის მიზეზი ატომური უსაფრთხოების საკითხის აქტუალობა იყო. სამიტის ბოლოს მიღებულ იქნა კომუნიკე, რომელშიც გაცხადებულია ატომური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა მსოფლიოსათვის და მიზნის მიღწევის გზები.
ვაშინგტონის სამიტზე მნიშვნელოვანი შეთახმების მიღწევა მოხერხდა მსოფლიოს უდიდეს ატომურ ქვეყნებს შორის. აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად. აშშ და რუსეთი თახმდება ატომური არსენალის 1/3 შემცირებაზე, ასევე ურანით გამდიდრებული მასალების ლიკვიდაციაზე და გარდაქმნაზე. Aარა მარტო აშშ და რუსეთი. ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის მზადყოფნა 34 ტონა გამდიდრებული ურანის განადგურების შესახებ.
სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღეს განსაკუთრებული საშიშროება არსებობს იმისა, რომ ატომური ნარჩენები არასახელმწიფო ტერორისტულ ჯგუფებს ხელში არ ჩაუვარდეს, რომლებიც ამას განსაკუთრებით ესწრაფვიან, რათა ატომური იარაღი შექმნან.

ატომური განიარაღება, ატომური გაუვრცელებლობა და ატომური იარაღის მშვიდობიანი გამოყენება სახელმწიფოთა მთავარი მიზანი უნდა იყოს, აღნიშნულია კომინიკეში. ამ მიმართულებით ცივი ომის პერიოდში მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ძვრები, ეს არის გამალებული შეირაღებისა და შეჯიბრების პერიოდი აშშ-სა და სსრკ-ს შორის, როდესაც მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, განიარაღებისა და ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ პირველი ნაბიჯები იდგმებოდა.

2009 წლის აპრილში, ზუსტად ერთი წლის, წინ ბარაკ ობამას ემოციური სიტყვა პრაღის სამიტზე ატომური განიარაღების შესახებ, როდესაც რუსეთის დაყოლიება გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულკებაზე ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო, იმედის მომცემი, თუმცა ცოტა უტოპიურიც კი, ჩანდა.

დღეს კი, სახეზეა მნიშვნელოვანი წინსვლა. ატომური სახელმწიფოები იწყებენ ფიქრს ამ მიმართულებით.

ობამას ხედვა: ატომისაგან თავისუფალი მსოფლიო.

ამის მიღწევისათვის კი ჯერ კიდევ გრძელი გზაა. ეს პროცესი სახელმწიფოთა მიერ გამოხატული ნების გარდა ძალიან დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს. Aატომური რეაქტორების გადასვლა მაღალგამდიდრებული მასალებიდან დაბალგამდიდრებულ მასალაზე უძვირეს კვლევებს საჭიროებს, თუმცა მაგალითად აშშ მზადაა დახარჯოს 500 მილიონი დოლარი ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში.
სამიტზე Aასევე სახელმწოფოები შეთახმდნენ საერთაშორისო ინსტიტუტების როლის გაძლიერებაზე ატომური განიარაღებისა და გაუვრცელებლობის საქმეში, საუბარია ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტოზე.

შემდეგი სამიტი 2012 წელს სამხრეთ კორეაში გაიმართება.
აშშ-სა და რუსეთის მიერ წინასწარ ხელმოწერილი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახლა აშშ-ს სენატისა და რუსეთის საკანონმდებლო ორგანის დამტკიცებას ელოდება.

მსოფლიო ელის მნიშვნელოვან ცვლილებებს ატომური უსაფრთხოების მიღწევის თვასაზრისით, რაშიც ცალკეული ქვეყნების წვლილს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. დღეს როდესაც მსოფლიო ასეთი დანაწევრებულია, როდესაც არასახელმწიფო აქტორები მსოფლიო პოლიტიკის ავანსცენაზე დგანან, მათ შორის ტერორისტული, რადიკალური ჯგუფები, მათი მხრიდან საფრთხე იზრდება, ატომური უსაფრთხოება წამყვანი თემაა. თუმცა საინტერესოა, ამ ფონზე როგორი ურთიერთობები განვითარდება რუსეთსა და აშშ-ს შორის. შეიცვლება თუ არა წამყვანი სახელმწიფოების სტრატეგიული ინტერესები. რამდენად ერთსულოვანია მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ირანი, სამხრეთ კორეა მსოფლიოს შავ ხვრელებად კვლავ რჩება.

ასევე არაერთხელ აღინიშნა სამიტზე არაკონტროლირებადი ტერიტორიების მხრიდან მომდინარე საფრთხე ატომური მასალების იქ უკანონოდ შენახვისა და მათი უკონტროლო გადატანის თვალსაზრისით. ამგვარი ტერიტორიების არსებობა საფრთხეს უქმნის არა მარტო ცალკეული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მსოფლიო უსაფრთხებას, მათ შორის ატომურ უსაფრთხოებას.

განვითარებული მსოფლიო დღეს მშვიდობის მიღწევისათვის მიდგომებისა და სტრატეგიების ძიებაშია. ფაქტია, ასეთი კრიზისი მსოფლიოში ღირებულებების, პოლიტიკის, განვითარების თვალსაზრისით ჯერ არ ყოფილა. შესაძლოა ატომური უსაფრხოების საკითხი იქცეს იმ პლატფორმად, რაზეც საერთაშორისო მშვიდობის მიღწევა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება იქნება შესაძლებელი. ატომური იარაღისაგან თავისუფალი მსოფლიო მოითხოვს დემოკრატიას, გამჭვირვალბას, თანამშრომლობას, შესაძლოა ეს დიდი ქოლგა მართლაც იქცეს საერთაშორის უსაფრთხოების მფარველად.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

ამერიკელი სენატორები ირანის მიმართ ძალის გამოყენებას მოითხოვენ მითები და რეალობა კატინის შესახებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: