აფეთქება ნაღმსატყორცნის ორმაგმა დატენვამ და ლულიდან დამცავის მოხსნამ განაპირობა

February 17, 2011 at 2:44 pm Leave a comment

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე მხოლოდ ის ინფორმაცია დევს, რომ ჯარისკაცები პოლიგონზე წვრთნებს გადიოდნენ და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ჭურვის აფეთქება, სავარაუდოდ, წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.

ამ მწირ ინფორმაციაშიც კი თავდაცვის სამინისტრომ სამი შეცდომა დაუშვა. ჯერ ერთი, პოლიგონზე წვრთნებს კაპრალები, სერჟანტები და ოფიცრები გადიოდნენ და არა ჯარისკაცები; მეორე _ `ტექნიკური შეცდომა~ _ ასეთი ცნება არ არსებობს სამხედრო საქმეში; და მესამე _ ნაღმსატყორცნი ნაღმს ისვრის და არა ჭურვს (ჭურვს ისვრის ქვემეხი და ჰაუბიცა).

წვრთნებს პოლიგონზე პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ის არტილერისტები გადიოდნენ, რომელთა გაგზავნა ავღანეთში იგეგმებოდა. გასული წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავღანეთში დამატებით ოციოდე სამხედრო ინსტრუქტორის გაგზავნა იგეგმება.
საცეცხლე პოზიციაზე ექვსი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი იყო ჩამწკვრივებული, ერთმანეთისგან 10-15 მ-ის დაშორებით.
პირველი მიზნის მომნიშვნელი გასროლის შემდეგ გაისმა ბრძანება `გამალებული ბათქით ცეცხლი~, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი გასროლის წინ მორიგ ბრძანებას გასროლაზე გათვლა აღარ ელოდება.
ბატარეის უფროსმა შენიშნა, რომ განაპირა მარცხენა ნაღმსატყორცნიდან გასროლა არ მოხდა და ამის შესახებ აცნობა გათვლას. გათვლამ ან ვერ გაიგო ეს შეტყობინება ან ჩათვალა, რომ პირველი ნაღმი ნაღმსატყორცნმა გაისროლა და გათვლის ერთმა წევრმა მეორე ნაღმი ჩაუშვა ლულაში. აფეთქება მაშინვე მოხდა, რამაც გაგლიჯა ნაღმსატყორცნის ლულა და ნამსხვრევებმა ის ტრაგედია დაატრიალა, რის მძიმე შედეგებიც ცნობილია.

პირველი ნაღმის ლულაში ჩაშვების შემდეგ გათვლამ თოკით მოქაჩა გასასროლი მექანიზმი, ნემსი დაეცა ნაღმის ბოლოში ჩადებული ვაზნის კაფსულას, მაგრამ კაფსულამ არ იმოქმედა (მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნაღმსატყორცნის გახეთქილი ლულის ბოლოში ჩარჩენილი აფეთქებული პირველი ნაღმის სტაბილიზატორიდან ამოღებული ვაზნის კაფსულას ემჩნეოდა ნემსის დარტყმის კვალი).
სხვა ნაღმსატყორცნებიდან ნაღმების ერთდროულად გასროლის ხმაურში გათვლამ ჩათვალა, რომ მათმა ნაღმსატყორცნმაც გაისროლა და სავარაუდოდ, არ დაუჯერა ბატარეიის მეთაურის გაფრთხილებას და ლულაში მეორე ნაღმი ჩაუშვა.
ის ფაქტი, რომ აფეთქება მყისიერად მოხდა და გათვლას მეორედ არ გამოუკრავს სასროლი მექანიზმის თოკი, შემდეგზე მიუთითებს: ლულაში ჩაშვებული მეორე ნაღმი ძირით დაეცა გაუსროლელი პირველი ნაღმის ამფეთქს, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა დამცველი (დამცველს ამფეთქის თავიდან ლულაში ჩაშვების წინ ხსნიან, რათა მიზანთან დავარდნისას ამფეთქმა იმოქმედოს).
აქ შეიძლება განვიხილოთ ორი ვარიანტი:
პირველი _ ორი ნაღმის ერთმანეთთან შეჯახებისას შეიძლება ამოქმედდა მეორე, ზემოდან დაცემული ნაღმის ძირში მოთავსებული ვაზნის კაფსულა, რომლის დეტონაციამაც ააფეთქა ამავე მეორე ნაღმის სტაბილიზატორებზე ჩამოკიდებული დენთიანი ტომსიკები, რის შემდეგაც ზემოთ მეორე ნაღმი ლულიდან გამოვარდა (სხვათა შორის, მისი ნარჩენები ლულის გარშემო არ ყოფილა). აფეთქებამ აამოქმედა ქვემოთ, პირველი ნაღმის თავში დაყენებული ამფეთქი, რამაც გამოიწვია თავად ნაღმის აფეთქება უშუალოდ ლულაში (120 მმ-იანი კალიბრის ნაღმსატყორცნის მსხვრევად-ფუგასური ნაღმი დაახლოებით 16 კგ-ს იწონის და მასში 2 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერებაა (ტროტილი, ჰექსოგენი) მოთავსებული).
ლულა სწორედ იმ სიმაღლეზე გაიგლიჯა, რა დონეზეც ლულაში განთავსებული იყო პირველი ნაღმის საბრძოლო ნაწილი.
მეორე ვერსია _ ზემოდან ჩაშვებული მეორე ნაღმის დაცემამ პირველი ნაღმის თავში დაყენებულ ამფეთქზე გამოიწვია ამ უკანასკნელის ინიცირება, რასაც მოჰყვა პირველი ნაღმის აფეთქება. თუმცა არის ერთი ნიუანსი _ წესით, ამფეთქმა არ უნდა განიცადოს ინიცირება გასროლამდე. გასროლისა და შემდგომ ფრენის პერიოდში წარმოქმნილი აჩქარება ხსნის ამფეთქის დამცველს და ამფეთქის შეყენება ხდება საბრძოლო მდგომარეობაში.
როგორ შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? ნაღმსატყორცნის ორმაგი დატენვისგან გამოწვეული აფეთქება არცთუ იშვიათად ხდება, განსაკუთრებით გაცხარებული ბრძოლების დროს, როდესაც ნაღმსატყორცნის გათვლა ხმაურში ვერ აფიქსირებს გასროლის მომენტს.
ასეთი საბედისწერო შეცდომა რომ არ მოხდეს, ნაღმსატყორცნების ზოგიერთ მოდელს ლულის თავში დაუყენეს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამორიცხავს ორმაგ დატენვას.
ქართული არმიის შეიარაღებაში არსებული მოდერნიზებულ საბჭოთა 120 მმ-იან ნაღმსატყორცნებს აქვთ დამცავი მოწყობილობა, რომელიც პირველი ნაღმის ჩაშვების შემდეგ კეტავს ლულას ისე, რომ მეორე ნაღმს ვერაფრით ჩაუშვებ, უკვე ჩაგდებულის გასროლა კი უპრობლემოდ ხდება.
11 იანვრის ავბედით დილას სასწავლო ცენტრ `კრწანისის~ პოლიგონზე ექვსივე ნაღმსატყორცნს მოხსნილი ჰქონდა დამცავი მოწყობილობები!
არსებობს სპეციალური ბრძანება, რომლის თანახმადაც, ნაღმსატყორცნებს დახსნეს ორმაგი დატენვისგან დამცავი მოწყობილობები (სავარაუდოდ, მათი მწყობრიდან გამოსვლის გამო), ანუ უკვე შექმნილი იყო წინა პირობა უბედური შემთხვევისთვის. თუმცა მაინც შეიძლებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება, რომ არ ყოფილიყო ბრძანება `გამალებული ბათქით ცეცხლი~. ამ ბრძანების გაცემის შემდეგ გაიზარდა იმის ალბათობა, რომ არტილერისტებს შეიძლებოდა სიჩქარეში შეშლოდათ და ლულაში ზედიზედ ორი ნაღმი ჩაეშვათ, როგორც, სამწუხაროდ, მოხდა კიდეც.
სამხედრო პოლიციამ სამი ოფიცერი დააკავა, ჩანს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათზე გადატეხს ჯოხს, მაგრამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი, ალბათ, უფრო მაღლა უნდა ვეძებოთ _ ეს არის ის სიჩქარე, რომლითაც თავდაცვის უწყება ავღანეთში სასწრაფოდ აპირებს ინსტრუქტორების გაგზავნას და ის მიჩქმალული მწვავე პრობლემები, საზოგადოებისგან დახურულ ქართულ არმიაში რომ დაგროვდა.

ირაკლი ალადაშვილი

 

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, სამხედროები და დემოკრატია, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , .

სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადება გმირთა მოედანზე ვეტერანების აქციის დაშლასთან დაკავშირებით საგაზაფხულო გაწვევა – 2011

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: