ავღანეთში ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა

February 17, 2011 at 1:39 pm Leave a comment

ერთი ოფიცერი დაიღუპა და ერთი კაპრალი დაიჭრა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31–ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის ოჯახს. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006 წლიდან. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს – მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი (საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის); უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის; უწყებრივი მედალი – „სამშობლოსათვის თავდადებული“.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი მიიღებს კანონით დადგენილ სოციალურ დახმარებას. იმავე ოპერაციის (რომლესაც მუხრან შუკვანის სიცოცხლე ემსხვერპლა) შესრულების დროს, თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 31–ე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია. კაპრალმა გითოლენდიამ აფეთქების შედეგად ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კაპრალი ალიკა გითოლენდია 1985 წელსაა დაბადებული. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ის 2007 წლიდან მსახურობს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ შუკვანის ოჯახს, მის ახლობლებს, თანამებრძოლებსა და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დავკარგეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ–ერთი საუკეთესო ჯარისკაცი, რაც ძალიან მძიმე და მტკივნეულია ჩვენთვის. ძალიან მძიმეა ასევე კაპრალ გითოლენდიას მდგომარეობა, მას დაკარგული აქვს ორივე კიდური.“ – განაცხადა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ არსენ ცუხიშვილმა. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გარდაცვლილი ოფიცრის გადმოსვენება. ასევე ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილი კაპრალის ჯანმრთელობის მაქსიმალური რეაბილიტაციისთვის. ეს არის რთული სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ქართველი სამხედროები პირნათლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას“. განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ავღანეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ დეტალები, არც ინციდენტის ადგილის შესახებ უთქვამთ რამე.

მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, დაწყვრილებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურე სამხედრო მისიას მიმდინარე წლის აპრილიდან ახორციელებს. ოპერაცია აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით ტარდება. სამშვიდობო მისიისთვის მზადება ბატალიონმა 2009 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. კერძოდ, ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება გაიარა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა.

ექვსთვიანი ტაქტიკური მომზადება ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გაიარეს. ჯარისკაცების წვრთნასა და მათი მომზადების დონის შეფასება ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა განახორციელა. 13 იანვრიდან კი სამშვიდობო მისიისთვის მზადება 31-ე ბატალიონის სამხედროებმა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიარეს.

Entry filed under: ოკუპაცია, სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , , .

სექტემბრიდან ახალგორის პასპორტიზაცია იწყება აშშ-ში მომხდარი ტერაქტიდან ხვალ 9 წელი სრულდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: