საქართველო და მისი 19 წლის არმია

February 17, 2011 at 10:18 am Leave a comment

30 აპრილს საქართველოს არმია 19 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა გადაიტანეს ოთხი სხვადასხვა ინტენსივობის შიდა კონფლიქტი, პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის არმიასთან, ქართულმა ქვედანაყოფებმა საბრძოლო ამოცანები შეასრულეს კოსოვოში, ერაყში და ასრულებენ – ავღანეთში. ახალგაზრდა არმიის ისტორიამ იცის სასახელო საბრძოლო ოპერაციებიც და წარუმატებელი ბრძოლებიც. ამ 19 წლის განმავლობაში სამხედრო ძალებმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად. და, ალბათ გაიღებენ მომავალში, რადგან ომი და შეიარაღებული კონფლიქტები საქართველოს ბედისწერად იქცა.

ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე დამშვიდებულ და უსაფრთხო გარემოში მყოფი ქვეყნის არმია ბრძოლისათვის, მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად და მის გასანადგურებლად ემზადება. საქართველოს არმიასაც იგივე ამოცანა აქვს, ოღონდ გაცილებით უფრო რთულ, სტრატეგიულად წამგებიან ვითარებაში. უკვე ორი წელი შესრულდება, რაც მოწინააღმდეგის არმია იმყოფება დედაქალაქიდან 35 კილომეტრში და ომის განახლების შემთხვევაში, რამდენიმე წუთში შეუძლია ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა და შორსმსროლელი არტილერიის რამდენიმე ზალპით პანიკისა და არეულობის გამოწვევა დედაქალაქის მოსახელობაში.

არაერთი პირქუში პროგნოზის მიუხედავად, 2009 წელი საქართველომ უომრად გადაიტანა. თუმცა ასეთ ვითარებას ასევე ძნელია ეწოდოს საიმედო მშვიდობა. სამხედრო ნაწილების გადაჯგუფება და მანევრები საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა – ითხრებოდა ბლინდაჟები თბილისისა და მცხეთის გარშემო, ივსებოდა იარაღის საწყობები.
2010 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო ხელმძღვანელობას ახალი ამოცანა დაუსვა. “ქუდზე კაციც და, თუ საჭიროა, ქუდზე ქალიც, რათა საქართველომ შეაჩეროს ვერაგი, მონღოლების მემკვიდრე ურდო”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 26 დეკემბერს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის დროს.

“ უნდა იყოს მზად თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხე-სიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად”,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ქვეყნის დასაცავად ნახევარი მილიონი მოქალაქე დარაზმოს.
”როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში – 100, 200, 300 ათასი კაცი და, თუ საჭიროა, ნახევარი მილიონი დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს.”

მაგრამ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ 100, 200 თუ 500 ათასი ადამიანის შეიარაღება და მწყობრში ჩაყენება? გასულ წელს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 900 მილიონი ლარი იყო, 2010 წელს კი თავდაცვის სამინისტრო კიდევ 100 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს. ეს თანხა კი, შესაძლოა, ძლივს გასწვდეს 35 ათასკაციან ქართულ არმიას, რომლის რაოდენობა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, გასულ წელს 5 ათასი კაცით გაიზარდა. ამას ემატება ავღანეთში მყოფი 1000 კაციანი ქართული სამხედრო ქვედანაყოფის შენახვის ხარჯები. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისათვის ეს პოლიტიკური საფასური არც ისე მაღალია, რადგან ავღანეთის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანით საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან-მომავალი სამხედრო დაპირიპირების უდობს.
ნუ ვუდავებთ, რამდენად არის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რაციონალური. მთავარი აქ ისაა, რომ დღეს ავღანეთში მყოფ 1000 ქართველ ჯარისკაცის უფრო დიდი მისია დაეკისრა, ვიდრე  ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტს.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ესმის, რომ უსაფრთხოებაში შეტანილი დიდი წვლილიც არ ნიშნავს იმას, რომ, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში, საქართველოში ნატოს ჯარები შემოვლენ. ამიტომ მთელი განვლილი წლის განმავლობაში ხდებოდა სამხედრო ნაწილების მანევრები და გადაჯგუფება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ვიდრე მთელმა სამხედრო პოტენციალმა თბილისში არ მოიყარა თავი. მცხეთისა და თბილისის გარშემო შენდებოდა თავდაცვითი ნაგებობები, რომელსაც ხუმრობით, მაჟინოს ხაზის ანალოგიით, “ახალაიას ხაზი” უწოდეს.

28 აგვისტოს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას, თავდაცვის მინისტრად დანიშვნა გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე სადავოდქცეულ სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენად იქცა. ექსპერტების ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ბაჩო ახალაიას დანიშვნით არმია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფილიალად და მიხეილ სააკაშვილის პირად გვარდიად გადაიქცა. თუმცა თავად ბაჩო ახალაიამ ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მსგავს არასერიოზულ თემებზე კომენტარებს არ აკეთებს და მისი მთელი საზრუნავი არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაა:

“არმია არის ბრძოლისუნარიანი, – ეს თავისთავად, მარტივად ასე შეიძლება ითქვას, – მაგრამ ის, რომ ბევრ რაღაცას კიდევ სჭირდება დახვეწა და განვითარება, ეს არის ფაქტი. ახლა აქ ბრძოლისუნარიანობაზე კონკრეტულად ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. მთავარია, რომ არმია არის მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი, ქმედუნარიანი და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო უნდა დაიხვეწოს და მით უფრო უნდა განვითარდეს.“

არმიის ბრძოლისუნარიანობის შეფასების თეორიული კრიტერიუმები მისი დაკომპლექტების დონეა. სამხედრო “ჟურნალ” არსენალის თანახმად, ქართულმა არმიამ განვლილ წელს შეძლო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიყენებული საბრძოლო და ტექნიკური დანაკლისის აღდგენა. თუმცა ბრძოლისუნარიანობის ყველაზე უტყუარი ინდიკატორი არმიის მიერ ჩატარებული წარმატებული საბრძოლო ოპერაციაა. გასულ წელს კი ქართულ არმიას თავის აქტივში არ ჰქონია არც წარმატებული ოპერაცია, არც ოპერაციის მცდელობა ყოფილა, თუ არ ჩავთვლით მუხროვანის ინციდენტს, როდესაც სამხედრო ამბოხად წოდებული მღელვარების ლოკალიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ჯარის გამოყენების ბრძანება გასცა.

2008 წლის 5 მაისის დილას ქართულმა ტელეარხებმა მოსახლეობას მორიგი სამხედრო ამბოხის შესახებ აცნობეს: შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ლაპარაკობდა მეამბოხეების რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან კავშირზე.

“ამ ამბოხის ორგანიზატორებად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გვევლინებოდნენ ყოფილი მაღალი სამხედრო ჩინოსნები. როგორც ჩანს, ეს გეგმა კოორდინირებული იყო რუსეთთან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და, როგორც მაქსიმუმ, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას. ამბოხებულების ერთ ნაწილს ჰქონდა პირდაპირი კავშირი რუსებთან, იღებდა მათგან დავალებებს, იღებდა მათგან ფულს. და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მოყვანილია, ასე ვთქვათ, საბრძოლო მდგომარეობაში.”

მაგრამ მუხროვანში საქმე შეტაკებამდე არ მისულა. “მეამბოხეები” სამხედრო ნაწილს არ გასცილებიან და იქვე ჩაბარდნენ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს.
ამ ამბოხის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ 41 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი. მათგან ორი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკები კახა კობაიძე და დავით სულხანიშვილი მე-3 და პირველი ბრიგადის მეტაურები იყვნენ. ლევან ამირიძე „რეინჯერთა“ ბატალიონის, ხოლო შოთა გორგიაშვილი ჯავშანსატანკო ბატალიონების მეთაურები. წარსუში ნაბრძოლი და ხელისუფლებსი მიერ არაეღტხელ დაჯილდოებული ოფიცრები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდა.

საქართველოში აზრი ორად არის გაყოფილი – იყო თუ არა ეს სამხედრო ამბოხი, ხელისუფლების დამხობის მიზნით? თუ სამხედროების მხრიდან ეს იყო დაუმროჩილებლობა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ჩაეტარებინა ომში დამარცხებული არმიის პომპეზური სამხედრო აღლუმი?

საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებისა და ქართული მედიის დიდ ნაწილს ამ შეკითხვაზე პასუხი არ აინტერესებს, ისევე როგორც არავის აინტერესებს, თუ რატომ მოხდა გასულ წელს მთელი ქართული საბრძოლო პოტენციალის თავმოყრა თბილისში, რატომ დაითხოვეს ზუსტად ახალი წლის წინა დღით არმიიდან 150-მდე უფროსი ოფიცერი, როდესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, არმია განიცდის პროფესიონალი და გამოცდილი ოფიცრების ნაკლებობას. საქმე ის გახლავთ, რომ უსაფრთხოების პრობლემატურ თემებზე შეკითხვებს საქართველოში ან აღარ სვამენ, ან მათზე არ არსებობს პასუხები. ინფორმაციული კარჩაკეტილობის გასამართლებელი არგუმენტიც უფრო მეტია: საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში პასუხისმგებელ სამხედრო პირებს ზედმეტი გულახდილობისთვის არ სცალიათ – მით უფრო, რომ ქართულ არმიას ვეფხვის წელიწადში დიდი გამოცდა ელოდება.

შარაშან, 25 დეკემბერს ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალი წელი არის ვეფხვის წელი და ”ჩვენი ვეფხვი არის გამზადებული ნახტომისთვის… მომავალ წელს თუ იმის შემდეგ, ჩვენ ამას ვნახავთ… როგორი ნადირობაც არ უნდა იყოს გამოცხადებული ამ ვეფხვზე, ვეფხვი აღმოჩნდება მონადირეზე ჭკვიანი. ჩვენ უკვე ვიცნობთ ამ მონადირეს.”
იმ მონადირეს, რომელზეც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშკარა მინიშნებით ლაპარაკობდა, ვეფხვმა, ანუ საქართველომ – შეიძლება მხოლოდ ჭკუითა და მოთმინებით აჯობოს. ასე რომ არმიის დაბადების დღეზე, მოდი, ვისურვოთ, რომ ვეფხვს არ უმტყუნოს გეშმა და აღარასოდეს არ ჩავარდეს მონადირის დაგებულ ხაფანგში.

Advertisements

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , .

ქართული არმიის 19 წელი – მუდმივი ექსპერიმენტები და საკადრო ცვლილებები გმირთა მოედანზე მემორიალი გაიხსნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: