საქართველოს შეიარაღებული ძალები
February 17, 2011 at 4:54 pm Leave a comment
ზვიად თხელიძე
წერილი პირველი
შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია
მესამე ქართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 15 ნოემბრის სხდომაზე “დამნაშავეობის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების მიზნით საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილების” წარდგენით იწყება. დადგენილების მესამე პუნტქში წერია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისრტოსთან შეიქმნას მართლწესრიგის გამტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შინაგანი ჯარის დანაყოფები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეებით”.
1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენეს საბჭოს თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავჯდომარემ, დეპუტატმა ვაჟა ადამიამ წარუდგინა კანონპროექტი “ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის გამტკიცების შესახებ”, რომლის პირველი მუხლში ნათქვამია: “საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია”.
20 დეკემბერი ეროვნული გვარდიის შექმნის დღედ გამოცხადდა და ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება.
შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სახელწოდება “შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია” “გარდამავალი პერიოდის შესაბამისად შეირჩა – სახელწოდება საბჭოთა კანონმდებლობასთან მოდიოდა შესაბამისობაში, შინაარსი კი ეროვნულ ინტერესებთან.
ამ უწყების შიგნით უნდა მომხდარიყო მაშინ არსებული მრავალრიცხოვანი არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების ერთად თავმოყრა და სახლმწიფო სამსახურში ჩაყენება.
არაფრმალური შეიარაღებული გაერთიანებები იგივე ეროვნული დაჯგუფებები 1989 – 90 – იან წლებში მრავლად იყო. მათგან ყველაზე ძლიერ დაჯგუფებას წარმოადგენდა “მხედრიონი”, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლობები ეგრეთ წოდებული “სადროშოები” მთელი საქართველოს მასშტაბით ქონდა. “ქართველ შევარდენთა ლეგიონი”, რომელმაც თბილისის სამხედრო – საარტილერიო სასწავლებელს “შეუსახლდა”, “მუხიანის ჯგუფი” – ძმები ტატიშვილების მეთაურობით, “იმედი” – სამხედრო – პატრიოტული რაზმი დავით ხომასურიძის მეთაურობით, რომელიც “სახალხო ფრონტს” შეუერთდა, “თეთრი გიორგი”, “რაინდი” – ტარიელ აბუაშვილის მეთაურობით, სპორტულ – საზოგადოოებრივი წესრიგის დამცველი რაზმი “ჩუბინი” და ა.შ.
ნოდარ ნათძის გამოსვლიდან 19190 წლის 20 დეკემბრის სესიაზე: “რეალური ძალა არის შემდეგი (ყველაზე დიდი ძალას დავასახელებ ბოლოს): არიან ჯგუფები, რომლებიც გადიან წვრთნას. იარაღი არც ერთს არ აქვს, მაგრამ წვრთნას გადიან. ეს იცით თითქმის ყველამ, ვინ საქმეში ჩახედული ბრძანდებით. არიან ჯგუფები, რომლებიც შედგებიან უფროსი ასაკის ადამიანებისგან. თუნდაც ცნობილი მხედრიონი, რომელშიც ალბათ სხვა განწყობილების და ორიენტაციის ადამიანები შედიან. და ბოლოს, ყველაზე დიდი ძალაა ადამიანები, რომლებიც მონდომებულნი არიან, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ და რომლებიც ამისთვის ოპტიმალურ ფორმას მოელიან, ე.ი. ყველაზე დიდი ჩვენთვის არის მოსწავლეებზე უფროსი ასაკის ახალგაზრდობის გაწვვრთნის შედეგად მიღებული ძალები”.
არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები როგორც წესი ერთი ადამიანის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობა იყო, რომელთა უპირველეს ამოცანას ამ ერთობის ინტერესების დაცვა წარმოადგენდა – პოლიტიკურიდან კრიმინალურამდე. ეს მეორენი აშკარად ჯაბნიდნენ პირველებს.
შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია ახალი, ეროვნული ხელისუფლების საპირწონე უნდა ყოფილიყო შეიარაღებული კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ.
და ბოლოს ამ დანაყოფში უნდა გაეწვიათ ყველა ის წვევამდელი, რომელსაც ასაკის გამო საბჭოტა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახური უწევდათ. შინაგან ჯარში – ეროვნულ გვარიდიაში გაწვივით კი მათ საქართველოში დასტოვებდნენ.
მოკლედ უმთავრესი ამოცანები ამ სტრუქტურისა იყო: 1. არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების თავმოყრა სახელმწიფო სამსახურში და ლეგიტიმაცია, 2. კრიმილურ ბანდებთან და სხვა შეიარაღებულ ფორმირებებთან (მაგალითად სეპარატისტულად განწყობილთან) ბრძოლა და წვევემადელების დაცვა ანუ სამხედრო სამსახურში გაწვევა ქართულ ჯარში და არა საბჭოთა ჯარში.
1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის # 250 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, 1991 წლის 30 აპრილს კი საქართველოში პირველი საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა.
1994 წელს 30 აპრილი ქართული არმიის დღედ გამოცხადდა.
ეროვნული გვარდიის “საერთო ხელმძღვანელობა” დაევალა შინაგან საქმეთა სამინისრტოს ახალ სამმართველოს (ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო), “უშუალო მართვა” კი დაევალა სარდალს. “საერთო ხელმძღვანელობა” და “უშუალო მართვა” ძალზე პირობითი განმარტებებია და სავარაუდოდ ეროვნულ ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირებების გამოძახილი უნდა იყოს. მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა გოგი პაპავაძე, შტაბის უფროსად რეზერვში მყოფი გენერალ – მაიორი ნოდარ გუჯაბიძე, პირველი ბრიგადის მეთაურად ამჟამად გადამდგარი გენერალ – მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი დაინიშნა. გვარდიის სარდალი რა თქმა უნდა თენგიზ კიტოვანი გახდა.
1991 წლის 26 მაისს თბლისის ეროვნულ სტადიონზე საზეიმო აღლუმი გაიმართა, რომელზეც გვარდიის პირველმა ბრიგადამ სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადო. ფიცის ტექსტს თავად ზვიად გამსახურდია ჰკითხულობდა – მეთაურებს ეროვნული გვარდიისა და პირველი ბრიგადის საბრძოლო დროშები გადასცეს. ეს საზეიმო, ამაღელვებელი წუთები და კადრები, მალე სულ სხვა განწყობებითა და მოვლენებით შეიცვლება.
პირველი წერილის დასასრული
Entry filed under: სამხედრო ისტორია, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: ზვიად თხელიძე, სამხედრო ისტორია.
Trackback this post | Subscribe to the comments via RSS Feed