თვალსაზრისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზედ

February 17, 2011 at 5:53 pm Leave a comment

გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალები არსებობის 19 წელს ითვლის. მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ქართული შეიარაღებული ძალების იუბილე. ერს რომელსაც თავისი სახელმწიფოების 3 000 წლის მანძილზე მუდამ გამართული და ეფექტიანი სამხედრო მანქანა ჰქონდა, ხელახლა უწევს შეიარაღებული ძალების შექმნა. სამწუხაროდ ეს პროცესი საკმაოდ მდორედ და მტკივნეულად მიმდინარეობს.

სახელმწიფო რომელიც მუდმივად საგარეო პოლიტიკური წნეხის ქვეშაა და სეპარატისტულ რეგიონებში ორი ირეგულარი არმიის გარდა სამშვიდობო მანდატით მეზობელ ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფები ყავს (ამჟამად უკვე საოკუპაციო ძალები) თავის თავდაცვის სისტემას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს, ხოლო შეიარაღებული ძალების მშენებლობა ფორსირებულად უნდა მიმდინარეობდეს. დღევანდელი გადასახედიდან, შეიარაღებულ ძალების შექმნა – რეფორმირების მიმდინარეობა შეიძლება მარტივად ასე შევაფასოდ: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან.

დამოუკიდებლობის მოპოვება და ქართული სამხედრო საქმის დასაწყისი ერთობ ოპტიმისტური და იმედისმომცემი იყო. იყვნენ მოხალისეებიც და საბჭოთა კადრის ოფიცრებიც, ახალწვეულებიც და წითელ არმიაში ნამსახურები ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სხვადასხვა სამხედრო სპეციალობა და რაც მთავარია გამოცდილება ჰქონდათ. ფაქტიურად ქართულ არმიას პერსონალის ( სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანების) პრობლემა არ უნდა ჰქონოდა. თუ ამას დავუმატებთ საბჭოთა სამხედრო ინფრასტრუქტურას და გარკვეულწილად შეიარაღებას და ტექნიკას, შეიარაღებული ძალების შესაქმნელად ყველაფერი მზად იყო. ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს მხოლოდ დრო და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღება დასჭირდებოდა საკმაოდ კარგი თავდაცვის სისტემის შესაქმნელად. შემდგომში კი უკვე შექმნილი ინსტიტუტის რეფორმირება პოლიტიკური ნების, გემოვნების და ფინანსური შესაძლებლობის მიხედვიდ მოხდებოდა.

თუმცა შეიარაღებული ძალების ისტორიის პირველი ეტაპი 1991 წლის აგვისტოს მოსკოვში განვითარებული მოვლენების გამო ქვეყნისთვის ტრაგიკულად დასრულდა, ორ ნაწილად გახლეჩილი არმიის ოფიცრები და რიგითები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. აქვე დავაზუსტოთ – არმიის გახლეჩვა მოხდა პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო და არა სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგად.

1992 წელს დაიწყო შეიარაღებული ძალების ხელახლა ფორმირება. პროცესი ქაოსურად, პირადი ინიციატივებისა და ცალკეული ლიდერების ნების ( შესაძლებლობის, ცოდნის, ზნეობის და ა.შ.) მიხედვით მიმდინარეობდა. თუმცა საგარეო საფრთხის ზრდამ და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის წარმოების აუცილებლობამ ხელი შეუწყო ქვედანაყოფების თვითორგანიზებას, გარკვეულ წილად ჩამოყალიბდა მართვის ვერტიკალიც. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა გამოცდილება შესძინა სამხედრო მეთაურობას და უკვე 1992 წლის აგვისტოსათვის საქართველოს შეიარაღებული ძალები საკმაოდ ბრძოლისუნარიანი და მართვადი სტრუქტურა იყო, მართალია ჯერ კიდევ შორს იყო ეფექტიან თავდაცვის სისტემამდე, მაგრამ პოლიტიკურ ნების შემთხვევაში დაუძლეველი პრობლემა არც ეს იქნებოდა. 1992-1993 წლები შეიარაღებულ ძალებისთვის გამოცდის პერიოდია. ქართველმა ჯარისკაცებმა ომის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, იყო შეცდომებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ რომ არა პოლიტიკური ელიტის უუნარობა, არაკომპეტენტურობა და ძალაუფლების ავადმყოფური სიყვარული არ იქნებოდა დაცემული გაგრა და სოხუმი, დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო, არც 2008 წლის აგვისტოს სირცხვილი და ტკივილი იქნებოდა.

დამარცხებული და დემორალიზებული არმიის რეფორმა 1993 წელს დაიწყო ახალი თავდაცვის მინისტრის, ვარდიკო ნადიბაიძის მოსვლით. რეფორმის შედეგად მივიღეთ საბჭოთა არმის მცირე ქართული მოდელი. ხელისუფლებაში მყოფმა ყოფილმა საბჭოთა პარტიულმა ნომეკლატურამ ზუსტად ეს შეუკვეთა და შედეგითაც კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. როგორც სჩანს ამ პერიოდში ხელისუფლებას ჯარი საგარეო საფრთხეებზე რეაგირებისთვის არ სჭირდებოდა, მთავარი იყო “თოფიანი კაცები” სისტემის გარეთ არ დარჩენილიყო და ხიფათი არ შეექმნა პოლიტიკური სტაბილურობისათვის. ეს პერიოდი შეიძლება ნადიბაიძეს პლიუსში ჩავუწეროთ, მან დავალება პირნათლად შეასრულა, ხოლო მართველ ელიტას მინუსში ქვეყანა დამცავი ფარის გარეშე დატოვეს.

1998 წელს კვლავ ახალი ეტაპი იწყება, რომელიც კიდევ უფრო გაუგებარია, ერთის მხრივ დეკლარირებული კურსი ნატო-სკენ და შესაბამისად მიზნად ნატოს სტანდარტების მიღწევა და მეორეს მხრივ მიზერული დაფინანსება. 30-37 მილიონი ლარით შეუძლებელი იყო მნიშვნელოვანი გარღვევა, მაგრამ ოფიცერთა დიდი ნაკადი ნატოს წევრ ქვეყნების სამხედრო სასწავლებელში და “წვრთნის და აღჭურვის” პროგრამის დაწყება ქმნიდა პოტენციალს, ფინანსების და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების სწრაფ მოდერნიზაციისათვის.

2003 წლიდან გამოჩნდა ფინანსები, იყო პოლიტიკური ნებაც, მაგრამ არაკომპეტენტურობამ და ხედვის არ ქონამ შეუძლებელი გახადა რეფორმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

რა გვინდა და როგორი არმია გვჭირდება:

ა. პროფესიული არმია საკმარისი არ იქნება, საყოველთაო სავალდებულო შეიარაღებული ძალები არაეფექტურია. აუცილებელი იქნება კომპრომისული ვარიანტი, 18 – 20 ათასიანი პროფესიული ელემენტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 30 %-თ გაიზრდება და კადრირებული კომპონენტი, რომელიც ომის შემთხვევაში 70 – 80 ათასი იქნება, ხოლო მშვიდობიანობის დროს 5 – 6 ათასი. ამ ორი კომპონენტის დასხმარებლად, ზურგის საჭიროებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებისათვის შესაქმნელია სახალხო ლაშქარი.

ბ. შეიარაღებული ძალები აუცილებლად უნდა გადავიდეს ე.წ. ნატოს კალიბრზე, ეტაპობრივად უარი უნდა ვთქვათ საბჭოთა ტექნიკასა და შეიარაღებაზე და მომარაგებისა და შევსების სტაბილურ ბაზარზე გავიდეთ.

გ. სამხედრო მოქმედებები უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე სამხედრო თეორიის მიღწევებს და ოპერაციების დაგეგმვისას გამოყენებული იქნას ქართულ რეალობას მორგებული ე.წ. “დასავლური” ტაქტიკა.

ქართული შეიარაღებულ ძალების განვითარებისთვის კიდევ ბევრი ნიუანსი, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალია დასახვეწი, მაგრამ პირველ რიგში ამ სამი მიზნის დეკლარირებაა აუცილებელი.

პრაქტიკულად, ქართული არმიის რეფორმირებისთვის სამი ეტაპია გასავლელი. პირველი ქართული არმიის კონცეფციის შექმნა და სამოქმედო დოკუმენტად დამტკიცება, მეორე რეფორმის დროში გაწერილი გეგმა და მესამე გეგმის მიხედვით პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში შეიარაღებულ ძალების 48 – ე წლისთავსაც იგივე პრობლემებით და გულისტკივილით შევხდებით. მუდმივად ვილაპარაკებთ ხელიდან გაშვებულ შანსებზე და წყალში გადაყრილ მილიონებზე.

Advertisements

Entry filed under: საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , .

საქართველოს შეიარაღებული ძალები რეკრუტებმა გელათში ფიცი დადეს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: