ქართული ჯარის შეუარაცხყოფა

February 16, 2011 at 7:42 am Leave a comment

გიორგი ცხვიტავა, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ტელეკომპანია “იმედმა” შაბათს – 13 მარტს, რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ქვეყნის მოსახლეობა შეაშინა.

ეთერში გავიდა იმიტირებული გადაცემა, ასე იყო წარმოდგენილი: თითქოს ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს, აჯანყდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა კი საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა, დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები.

გადაცემის თანახმად, მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია და თბილისში რუსეთის ჯარები შევიდა.

იმიტირებული გადაცემის დასაწყისში და გადაცემის ბოლოს წამყვანმა განაცხადა, რომ რეპორტაჟი იყო მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, თუმცა თავად გადაცემის მსვლელობისას არანაირი წარწერა ან ნიშანი არ მიუთითებდა იმაზე, რომ მოვლენები იყო იმიტირებული.

ამასთან, გადაცემამ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. დაბომბვისა და ანექსიის შიშით დაბნეული მოსახლეობა ოფიციალურ ინსტანციებსა და ნაცნობებთან რეკავდნენ, ბევრიც ქუჩებში გავიდა და ახლომდებარე კომისიარიატებისკენ დაიძრა.

შეფასებები და გამოხმაურება გადაცემის დასრულებისთანავე გაკეთდა.

“რუსეთის მხრიდან საფრთხეები რეალურად არსებობს და ჩვენ ამაზე საუბარს არასოდეს ვერიდებით, მაგრამ ამ საფრთხეების გაბუქება და საკუთარი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ომის გამოცხადება სრულიად გაუმართლებელია”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. მისივე თქმით, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა იყო რეგიონებში, სადაც გადაცემის შემდეგ პრაქტიკულად სრული საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა, რადგან ნაციონალური მაუწებლების მხრიდან მომხდარზე საკმარისი განმარტებები არ გაკეთებულა.

ამასთან, “ქრისტიან-დემოკრატების” განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ იდეის ავტორების ფანტაზიამ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ჯარს, მის ერთიანობასა და სამშობლოს ერთგულების იდეას. “ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რათა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვის თავშიც დაიბადა და შემდეგ განხორციელდა ეს ავადმყოფური იდეა და ვითხოვთ დადგეს ამ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს იდეა არ არის მხოლოდ ტელევიზიის მესვეურების და ეს ნაკარნახევია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ გასული გადაცემით ხელისუფლებამ ქართული ჯარისადმი საშინელი პოზიცია გამოხატა, რითაც არმიას ტრავმა და შეურაცხყოფს მიაყენა, განსაკუთრებით კი იმ სცენარის გახმოვანებით, რომ შესაძლოა არმიის გარკვეული ნაწილი მოწინააღმდეგის მხარეზე გადავიდა.

სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ დათრგუნა არმია, როცა დაუშვა, რომ მტერი კონფლიქტის წამოწყებიდან ეგრევე თბილისში შემოდიოდა, რაც პირდაპირი მინიშნებაა, რომ არმია უუნაროა.

ამასთან, წარმოიწმნა რეალური საფრთხეები. მაღალი იყო იმის რისკი, რომ პანიკის დროს, პოზიციებზე მყოფ ქვედანაყოფებს შეეძლოთ დამოუკიდებლად მოქმედების გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან კომუნიკაცია არ არსებობდა და ზემდგომთან კავშირის არ ქონის შემთხვევაში მათ შეეძლოთ დამოუკიდებლად გაეხსნათ ცეცხლი.

გარდა ამისა, სესიაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეც ღებულობდა ნაციონალური არხის მეშვეობით ინფორმაციას, შესაძლოა მტერს გონებოდა, რომ ქართული ძალები თავდასხმას გეგმავდნენ და საკუთარი საბრძოლო ტექნიკა პოზიციებზე გაეყვანათ და გადაეკეტათ აღმოსავლეთ და დასვლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.

”ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება მოუმზადებელია კრიზისითვის, რადგან გადაცემა დასრულებული არ იყო, რომ ერთადერთი საფიქრალი თვითგადარჩენა გახდა. არ ამოქმდდა კონტრზომები და არ გამოჩნდა რეალური სამოქმედო გეგმა”, – აცხადებს სესიაშვილი.

ამასთან, ექპსპერტს მაგალითად მოყავს ბრიტანული მოდელი, სადაც პრეცედენტების მიხედვით მოქმედებს პრაქტიკული სამართალი. დასჯადია ჯარისკაცებისთვის ისეთი სიტყვები: როგორიცაა – მტერი ჩვენზე ძლიერია, ჩვენ დავმარცხდებით, ჩვენი ჯარი გადავიდა მოწინააღმდეგის მხარეზე და ყველა ის მიმართვა, რაც ჯარის დათრგუნვას იწვევს. ეს ნორმა მოქმედებს სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც. ჯარზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დათრგუნვა, დემორალიზაცია, ყველგან ისჯება, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი.

– პროპაგანდა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს, – ასეთი კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია “იმედის” 20.00-საათიანი “მოდელირებული გამოშვების” კომენტირებისას ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

“რაც ვნახეთ, ძალიან არაეთიკურია. ამ კონკრეტულ მედია სშუალებას აქვს პროპაგანდისტული მიზნები და აბსოლუტურად არ აინტერესებს ადამიანი~, – განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ ბევრ ადამიანს ლამის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა იმის გამო, რომ გადაცემის ყურებისას დროულად ვერ მოახერხა რეალობაში გარკვევა.

ტელეკომპანია “იმედის” იმიტირებულმა გადაცემამ საქართველოს პრეზიდენტის საყვედური დაიმსახურა.

გადაცემის განხილვისას განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა და განმარტა, რომ გადაცემაში თავად პრეზიდენტის თხოვნით მივიდა.

“როდესაც მსგავსი გადაცემა კეთდება, აუცილებელია, ეთერში მსვლელობისას გამაფრთხილებელი წარწერა იყოს”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

14 მარტს კი, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ახალგორში მდგარი რუსული არმიის ნაწილები საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდნენ.

“რუსული ნაწილი მართლაც გადასულია საბრძოლო მზადყოფნაზე და ეს ფაქტობრივად, “ქრონიკის” სიუჟეტის მსვლელობის დროსვე მოხდა”, – განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

საფრთხეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას რეალურია, ოკუპირებულია ქვეყნის 20 პროცენტი, თბილისიდან ოც კილომეტრში მოწინააღმდეგის საბრძოლო დანაყოფებია განლაგებული, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაერთიანებული სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს პირდაპირ ემუქრება.

ამ ფონზე კი, ქართული არმიის შეურაცხყოფა, ქართველი ჯარისკაცების დაღვრილი სისხლის დავიწყება, სამხედროების ოჯახების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი გმირი მოქალაქეების ღირსების გადათელვა, ყველაზე რბილად, რომ ვთქვათ ამაზრზენია.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

რას მოგვიტანს სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმება?! უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: