ქართველი სამხედროები ავღანეთში

February 16, 2011 at 11:06 pm Leave a comment

ზვიად თხელიძე

 

ქართველი სამხედროების ავღანეთში გამგზარების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ასეც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: თუ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია რატომ ვაგზავნით და ქვეყანა, რომ საომარ მდგომარეობაშია სწორედ მაგიტომაც ვაგზავნით – მოწინააღმდეგეები მოკავშირეების მხარდაჭერას მნიშვნელოვნად მიჩნევენ, მაგრამ საკუთარ ძალების იმედად ყოფნას ანიჭებენ უპირატესობას, მომხრეები კი ამ ეტაპზე მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერის მოპოვებას თვლიან მეტად საჭიროდ.

იმის გამო, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების გაგზავნის მოწინააღმდეგეთა ხმა სუსტად ისმის, მათი პოზიცია და არგუმენტები ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია; მომხრეების ხმა კი, რომელიც ხელისუფლების პოზიციისა და არგუმენტების “ხმას” ერწყმის, თითქმის ყველა მედია საშუალებიდან “ძლიერად” ჟღერს.

ამ მრავალხმიან “მღერაში”, რომელიც ვერაფრით გადაიქცა დისკუსიად, ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ზარმა ლამის ყველა სხვა ხმა ჩაახშო: 7 აპრილს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონის (750 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთში გაგზავრებისადმი მიძღვნილ გაცილების ცერემონიაზე ამერიკის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა – „გუშინ საღამოს პრეზიდენტი ობამა დაუკავშირდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ პირადად გადაეხადა მადლობა, საქართველოს მხრიდან შეტანილი წვლილისათვის ISAF-ის ოპერაციაში; ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პარტნიორობისა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“.

ყველა ხვდება, რომ ბარაკ ობამას ეს მადლობა მხოლოდ სიტყვები და რევერანსი არ არის.

ქართველი ჯარისკაცების გაგზავნის მომხრეთა არგუმენტებიდან შემდეგი ძლიერი არგუმენტი – ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის ამაღლებაა.

მესამე მსუბუქი – ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი 6 – თვიანი როტაციით ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მომავალ კვირაში გაემგზავრება ანუ უკვე მომავალ კვირას, 736 სამხედრო მოსამსახურე, მისიის დასაწყისისთანავე სრულყოფილად ჩაებმება საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ოპერაციებში. ამ ხარისხის პასუხისმგებლობა ქართველ ჯარისკაცებს ერაყში მხოლოდ იქ ყოფნის ბოლო ეტაპზე დაეკისრათ – 2007 წლის ივლისიდან.

 

ინფორმაცია:

ერაყში პირველად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული ქ. ტიკრიტში 2003 წელს გაემგზავრნენ. კოალიციური ჯარების შემადგენლობაში 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსასმახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო. ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ერაყში სამშვიდობო მისიით ქ. ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

თავდაპირველად, 2003 წლის შემდეგ, ერაყის სამხრეთში მდებარე ვასიტის პროვინციაში სამხედრო მისიას უკრაინული ბრიგადა ასრულებდა. 2005 წლიდან კი – პოლონეთის სამხედრო დანაყოფი.

 

ერაყში, ვასიტის პროვინციაში ქართველი სამხედროების ამოცანა სხვა იყო, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში კი სხვა იქნება. თუ ვასიტში პროვინციაში საკონტროლო-გამშვები პუნქტების ორგანიზება, ძირითადი მაგისტრალის გაკონტროლება, ირანიდან (ვასიტის პროვინციის საზღვარი ირანთან, დაახლოებით 120 კილომეტრის სიგრძისაა) იარაღის კონტრაბანდის აღკვეთა იყო, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ისინი დაკავებული იქნებიან დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის შექმნის, გადაადგილებისას თანხლებისა და ასევე დაშავებულთა ევაკუაციის ოპერაციებისთვის.

 

ინფორმაცია:

ავღანეთში 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით 50 სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო მისიას ქ. ქაბულში ასრულებდა. გურის პროვინციაში ქ. ჩაგჩარანში მყოფი ექიმი-ქირურგი, კაპიტანი ა. გვალია, 2009 წლის 9 ნოემბრიდან ექიმ-ქირურგმა, მე-2 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის უზრუნველყოფის სამსახურის ლეიტენანტმა ი. რევიშვილმა ჩაანაცვლა. ქართველი ექიმები ლიტვის რესპუბლიკის კონტინგენტის პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას.

2009 წლის 17 ნოემბერს მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჩარლი ასეული (173 სამხედრო მოსამსახურე) 6 თვის ვადით ქ. ქაბულში გაემგზავრა. ქართული ასეული ISAF-ის საერთაშორისო ძალების ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებს სამშვიდობო მისიას.

 

მეტი პასუხსმგებლობისა/ნდობისა ამერიკული სადრლობის მხრიდან და მეტი გამოცდილების მომუშაკების მეორე მხარე – მეტი მსხვერპლია. 5 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ანტიერაყული კოალიციის წევრი გახდა, მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი 4 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 20 – მდე სამხედრომ სხვადასხვა სახის საბრძოლო ჭრილობა მიიღო, 5 ქართველი ჯარისკაცი კი სამშვიდობო მისიის შესრულების შედეგად დაიღუპა.

რამდენი იქნება მსხვერპლი ავღანეთში? – ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი თითოეული ჯარისკაცი მშვიდობიანად დაბრუნეუბლიყოს სახლში, თუმცა . . .

 

ინფორმაცია:

2010 წლის 12 თებერვალს ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმენდის პროვინციაში ერთ – ერთი ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის, “მუშტარაკი”, მეორე ფაზა დაიწყო.

ჰელმენდი ავღანეთის პროვინციებს შორის ყველაზ დიდია, მარჯა კი ერთ – ერთი ყველაზე დიდი ქალაქი, რომელიც პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ლაშკარგახს 30 კილომერტითაა დაშორებული. პროვინცია ავღანეთის მასშტაბითაც კი ოპიუმის ყველაზე დიდი მწარმოებელია – მარჯას გარშემო მდებარე ნაყოფიერ მიწებზე ყაყაჩოს ნათესებს 103 ჰექტარი ეკავა (2008 წლის მონაცემები). ეს მას განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდიდა თალიბანის მოძრაობისთვის. ჰილმენდის პროვინცია და ქალაქები მათი ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა.

ჰილმენდი პროვინციაში ამ დროისთვის დაახლოებით მოკავშირეთა 15 000 – მდე სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი, მათ შორის 4 000 ბრიტანელი, დანიელი და ესტონელი.

ავღანური სარდლობა, დასავლელ მოკავშირებთან ერთად პირველად მონაწილეობდა ოპერაციის დაგეგმარებაში, ავღანელი ჯარისკაცები კი შეტევის წინა ხაზზე იყვნენ. ეს პირველი ოპერაციია, რომელშიც ავღანური შეიარაღებული ძალები ამ ოდენობით და ხარისხით მონაწილეობენ.

ქვეყნის გარეთ, სამშვიდობო მისიებში დაშავებული და დაღუპული ჯარისკაცების რიცხვი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოსახლეობის განწყობებთან ესეიგი პოლიტიკასთან და არ არის გამორიცხული, რომ სამშობლოს დასაცავად გაღებულმა მსხვერპლმა სრულიად საწინააღმდეგოდ შედეგი გამოიღოს – გაიზარდოს ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები, დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები და ა.შ. ცეცხლზე ნავთს ისიც დაასახამს, რომ “მოძმე” ავღანელების მთავრობის წარმომადგენლებმა გაეროში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს.

ასე თუ ისეა გადაწყვეტილება მიღებულია და ბარგიც ჩალაგებული, ვუსურვოთ ქართველ ჯარისკაცებს, რომ თავისივე ხელით დახვეული პარალონები 6 თვის თავზე თავადვე გამოეხსნათ, იქ სადაც მოუნდებათ თავისი ქვეყნის გამაძღარი შემოდგომის ყურებითა და დღეგრძელობით გული იჯერონ.

 

Entry filed under: ავღანეთი, სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

მძიმე თემების ცივი გონებით გაშუქება, სტრესები და შედეგები სამხედრო ჟურნალისტებში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: