ნატოს სტანდარტი ქართულ არმიაში

February 16, 2011 at 6:54 am Leave a comment

რატი მუჯირი

საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ ნატოს სტადარტი ოფიციალურად მიიღო. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სტატუსი ქართულ სამხედრო გადამზადების ცენტრს უფლებას აძლევს ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადაამზადოს. სამთო მომზადების სკოლაში რამდენიმე მოთხოვნა ნატოს წევრი ქვეყნებიდან უკვე მიღებული აქვთ.

„უკვე გამოგვეხმაურნენ რამდენიმე სახელწიფოს სამხედრო უწყების წარმომადგენლები და სურვილი გამოთქვეს ეხლავე გაიარონ როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის კურსები. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ისინი მივიღოთ, ასე რომ არ ყოფილიყო ამ სტატუსს არ მოგვცემდნენ. პროგრამებს რაც შეეხება, ზუსტად ისეთი გვაქვს როგორიც საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ალიანსის წვერ ქვეყანაში,“ – ამბობს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაური მალხაზ მერლანი.

ზუსტად როდის და რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავა საჩხერეში ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ქართველი სამთო ინსტრუქტორები ყოველდღიურ წვრთანს მაინც აგრძელებენ. თვით გადამზადება კი ყველა იმ დეტალის გახსენებას მოიცავს რაც ქართველ სამხედრო ინსტრუქტორებს როდესმე უსწავლიათ. საჩხერელ ინსტრუქტორებს კი გადამზადება რამდენჯერმე სხვა და სხვა ქვეყანაში გაიარეს.

„რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა, თუმცა არ გვეშინია. ხუთ წლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ახლა უფლება გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების სამხედროები გადავამზადოთ. ამ დრომე ნატოს პარტრნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს ვამზადებით, ახლა უშუალოდ წვერებს გადავამზადებთ, – ამბობს სამთო ინსტრუქტორების ხელმძრვანელი ივანე ცხადაძე.

საჩხერის სამთო ბაზა ამ შედეგის მისაღებად ხუთი წელი მუშაობდა. მსგავსი ფორმაციის მშენებლობაც სწორედ ხუთი წლის წინ დაიწყო. სამთო მომზადების სკოლაში ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ სამხედროებმა გადამზადება კომფორტულ პირობებში გაიარონ. ამის გარდა ფიზ მომზადების დარბაზის, ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების კედელი და კიდევ რამდენიმე აუცილებელი დეტალი რაც სამთო ჯარისაკცად ჩამოყალიბებაში აუცილებელია.

ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარომადგენლებს უკვე ვწვრთნით და საკმაოდ წარმატებით. გვაქვს თვით გადამზადების კურსებიც. ჩვენტვის ეს უცხო ქვეყნის ჯართან თავსებადობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. აქ ჩამოსულებს ჩვენ ვასწავლით რაღაცას ისინი ჩვენ გვასწავლიან და ურთიერთ თანამშროლობა ასე კიდევ უფრო გაღრმავდება, – თქვა საჩხერის სამთო მომზადების კიდევ ერთმა ინსტრუქტორმა პავლე კაპანაძემ.

ახალ სტატუსს რამდენიმე ახალი მოთხოვნაც აქვს. ბრიუსელში უკვე გადაწყვეტილი აქვთ რომ საქართველოში გადასამზადებელად სუსტი სქესის ჯარისკაცებსაც გამოაგზავნიან. ამიტომ ერთ ერთი მოთხოვნაა ქალი სამთო ინსტრუქტორები. ამისათვის ერთი თვის წინ ბაკურიანში თვითგადამზადების კურსის დროს რამდენიმე ქალი ჯარისკაციც გაიწვრთნა.

ქალი სამხედროები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა და სხვა დანაყოფებიდან შეირჩნენ. რთულ და თოვლის მაღალ საფარიან რელიეფზე გადაადგილება, ცუდი ხილვადობის მქონე პირობერბში სროლა, თოვლით საფარის ანუ იგლუს გაკეთება, ეს არა სრული ჩამონათვალია იმ სწავლებების რაც გუდაურში გაიარეს.

„თავიდან ძალიან რთული იყო, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, მაგრამ ინსტრუქტორების წყალობით ყველაფერი მალე ავითვისე. ამ კურსმა თვითდაჯერება მომცა და მივხვდი რომ თუ ეს შევძელი ხვალლ უფრო მეტს შევძლებ,“ –  ამბობს უმცროსი სერჟანტი მარეხ აბესაძე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და განათლების სარდლობაში მიიჩნევენ, რომ ეს სტატუსი ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ის, რომ საქართველოში ნატოს წერვი ქვეყნების სამხედროები ჩამოვლენ და ჩვენგან მიიღებენ გარკვეულ გამოცდილებას,- ავტომატურად ნიშნავს, რომ ქართველებსაც დარჩებათ გარკვეული გამოცდილება. ეს სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“- ამბობს წვრთნებისა და განათლების სარდალმა ლაშა ბერიძემ.

საჩხერეში მდებარე, ნატოს სტანდარტების სამხედრო მომზადების ცენტრი გადასამზადებელ სამხედროებს უკვე ელოდება. მანმადე კი ქართველი სამთო ინსტრუქტორები ყოველდღიურ წვრთნას აგრძელებენ.

Entry filed under: საქართველო - NATO. Tags: .

აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი – პოლიგონი რუსული სამხედრო ბაზებისთვის და გამოწვევა ნატოსთვის? შეიარაღებული ძალები და დემოკრატია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: