აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი – პოლიგონი რუსული სამხედრო ბაზებისთვის და გამოწვევა ნატოსთვის?

February 16, 2011 at 6:40 am Leave a comment

კობა ლიკლიკაძე

რუსეთმა და თვითაღიარებულმა აფხაზეთმა 17 თებერვალს, ხელი მოწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის 49 წლის ვადით განთავსებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების პასუხად საქართველოში განაცხადეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მიღებული დოკუმენტი და მოსკოვის მორიგი კლოუნადა. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქმე სერიოზულადაა და რუსეთი სამხედრო პლაცდარმს ქმნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

თბილისი, ალბათ, დედამიწის ზურგზე ერთადერთი დედაქალაქია, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიისა და საოკუპაციო ჯარისაგან 35 კილომეტრი აშორებს. თბილისიდან სწორედ ამ მანძილზე მდებარეობს ახალგორის – ყოფილი ლენინგორის – რაიონი, სადაც გასული წლის 26 აგვისტოს რუსეთის ჯარის ნაწილები შევიდნენ, გააუქმეს საქართველოს წესწყობილება და 50-ზე მეტი სოფლისაგან შემდგარი ტერიტორია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს კუთვნილებად გამოაცხადეს. ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი და რა სახის საბრძოლო ტექნიკაა ამჟამად ახალგორში მობილიზებული, მაგრამ საფრთხეთა პარადიგმაში ეს არაფერს ცვლის. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, დღევანდელი დისპოზიციით, საქართველოს დედაქალაქი არათუ რუსული სამხედრო ავიაციისათვის, არამედ არტილერიისთვისაც კი იოლად ხელმისაწვდომია:

“ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ საშიშროება მოდის შორსმსროლელი არტილერიიდანაც კი. ანუ, ის “ურაგანები”, 7 “ურაგანი”, რომლებიც დაფიქსირებულია და გვესროდა 10-ში, 11-ში და 12 აგვისტოს დანარჩენ ქართულ სოფლებს, სხვათა შორის, კასეტური საბრძოლო ქობინებით, მათ, სამწუხაროდ, შეუძლიათ ახალგორის რაიონიდან საქართველოს დედაქალაქს მოსწვდნენ, რადგან 37-ე კილომეტრამდე შეუძლიათ სროლა. ეს საშიშორებაა.”

საშიშროება კიდევ უფრო იზრდება მოსკოვის იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელზეც ჯერ მხოლოდ მინიშნებით ლაპარაკობენ სხვადასხვა სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთის გენერალური შტაბიდან. საქმე ეხება ახალი აეროდრომის მშენებლობას ცხინვალთან ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციისათვის, რომელსაც არც კავკასიის ქედს იქიდან უჭირდა საქართველოს ტერიტორიაზე მანევრირება, ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედება კიდევ უფრო გაიოლდება.

“სეპარატისტებიც და რუსებიც აცხადებენ, რომ დიდი ლიახვის გადამწვარ ქართულ სოფლებზე – თამარაშენსა და კეხვზე – მათ უნდათ აეროდრომი გააკეთონ, დახლოებით, 3200 მეტრი სიგრძის. ჯერ ერთი, ეს იქნება არაადამიანობა, როდესაც აეროდრომს ქართველების საფლავებზე გააკეთებენ,”– ამბობს ირაკლი ალადაშვილი და დასძენს: “მაგრამ, თუ გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ აეროდრომზე მიიღებენ არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო ავიაციასაც.”

პოლიტიკური კუკუდამალობანას დასასრული

მაგრამ ესეც რომ არ იყოს, რუსეთმა უკვე სრულად აღადგინა ბომბორას სამხედრო აეროდრომი გუდაუთაში და ახალი ბაზის მმართველობისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის განთავსება სწორედ იქ დაიწყო. გუდაუთაში განთავსებული სადესანტო-მოიერიშე პოლკი რუსეთმა, სტამბულის ეუთოს შეთანხმების თანახმად, 2001 წელს დახურულად გამოაცხადა. საქართველოს ხელისუფლებას მაშინაც ეპარებოდა რუსეთის სიმართლეში ეჭვი, თუმცა ახლა უკვე თავად რუსეთი აღარ მალავს თავის სამხედრო გეგმებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.

17 თებერვალს პოლიტიკური კუკუდამალობანა დასრულდა.

თვითგამოცხადებულმა აფხაზეთმა 49 წლის ვადით დაუკანონა სამხედრო ბაზის არსებობა რუსეთს. რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში 1700 ჯარისკაცი ჰყავს. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი სამხედრო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, რუსული ქვედანაყოფის რაოდენობა 3000 ჯარისაკცამდე გაიზრდება.

ამ ბაზებში გაერთიანდება რუსეთის ის სამხედრო ქვედანაყოფებიც, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცისფერი ჩაფხუტები ეხურათ და “მშვიდობის დამცველებად” იწოდებოდნენ. თუმცა, როგორც ალექსანდრ გოლცი ამბობს, რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელები ხშირად ურევენ რიცხვებს, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება თითოეულ ამ სამხედრო ბაზაზე.

როდესაც ორივე რუსული სამხედრო ბაზა ბოლომდე ჩადგება მწყობრში, რუსეთს თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, დაახლოებით, 7000 სამხედრო მოსამსახურე ეყოლება. ორი ბრიგადა, საშტატო გათვლებით, საჭიროებს სატანკო ბატალიონს, საარტილერიო დივიზიონს და ასევე საავიაციო კომპონენტს, რომლისთვისაც რუსეთი გუდაუთის აეროდრომს და ჯავაში, სამხრეთ ოსეთში არსებულ შვეულმფრენების ზოლს გამოიყენებს. საქართველოს ჰყავს მოიერიშე ავიაცია, მაგრამ არ ჰყავს გამანადგურებლები.

საქართველოს მთავრობამ თავის დროზე, სამი წლის წინ, უარი თქვა შუა აზიის ერთ-ერთი რესპუბლიკიდან შეეძინა მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. მაშინ ეს პროექტი ჩაიშალა. ახლა, რუსეთის ზეწოლის შიშით, გამანადგურებელ ავიაციას საქართველოს არავინ მიჰყიდისო, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი. შექმნილ ვითარებაში, საქართველო მხოლოდ დასავლეთის დახმარების იმედზეა. დახმარება ჯერჯერობით დიპლომატიურია.

გამოწვევა რეგიონული უსაფრთხოებისა და ნატოსთვის

ჯერ კიდევ სექტმებრეში, როდესაც რუსეთმა თვთიაღიარებულ აფახზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ პირველი გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირის ქვეყნებმა და ეუთო-მ მოუწოდეს რუსეთს არ გადაედგა ეს ნაბიჯი, რაც შეუსაბამობაში ეუთოს სტამბოლის სამიტის 1999 წლის გადაწყვეტილებებთან. 11 წლის წინანდელი ხელშეკრულებით რუსეთმა დახურა ზემოხსნებული სამხედრო ბაზა გუდაუთაში, შემდეგ ვაზიანში, თბილისში, და სულ ბოლოს 2007 წელს კი საქართველოდან გაიყვანა ბათუმისა და ახალქაალქის სამხედრო ნაწილებიც. ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილი შეტანხმებით კი მოსკოვი, სერიოზულად ცვლის ძალთა თანაფარდობას სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში, ამბობს ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

„თვით ნატო, რომელიც აღმოსავლეთით ფართოვდებოდა, -მისი პოზიციები ამ მიმართულებით საკმაოდ შესუსტდება. რადგან აფხაზეთში ამ სამხედრო ბაზის დამკვიდრების შემდეგ, რუსეთი უკეტესად გააკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას, არა მხოლოდ ნოვოროსიისკიდან, არამე ოცამჩირიდან და სოხუმიდანახც. გარდა ამისა გუდაუთის ბომბორის აეროდრომზე, რუსეთი შეძლებს მიიღოს შორეული მოქმედების საბრძოლო თვითმფირნავები. ხოლო მოდერნიზების შემდეგ კი – სტრატეგიული ბომბდამშენებიც კი.“

თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწრეილი შეთანხმებებით, როგორც რუსული მედი წერს, . კრემლს საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე ეყოლება დაახლოებით 5000 ჯარისკაცი, რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, სარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ავიაცია და შავი ზღვის დამხმარე ფლოტი ოჩამჩირეში. სამხედრო ინფრასტრუქტირის განვითარებაზე აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ ტერიტორიაზე კი, მოსკოვი, გავრცელებული ინფორმაციით, აპირებს დაახლოებით 17 მილიარდი რუბლის დახარჯვას აპირებს.

Entry filed under: ოკუპაცია, სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

დააინტერესებს თუ არა NATO-ს თბილისის შეთავაზება?! ნატოს სტანდარტი ქართულ არმიაში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: