საყოველთაო პატრიოტიზმი და ტაბუირებული თემები

February 15, 2011 at 9:10 pm Leave a comment

სანდრო იმერი

შარშანდელმა – 2008 წლის – აგვისტოს ომმა საქართველოს ხელისუფლებას ნათლად დაანახვა სამხედრო ძალების სუსტი და ძლიერი მხარეები – რაც მთავარია, დაანახვა სამხედრო მშენებლობაში მის მიერვე დაშვებული შეცდომები. ხელისუფლების ბოლო ინიციატივები ცხადყოფს, რომ ის საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. თუმცა არის მეორე უკიდურესობაში გადავარდნის საფრთხე.

საქართველოს არმიაში 6 წელია გაუქმებულია აღმზრდელობითი მუშაობის განყოფილება, რომელსაც სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცის სულიერ და პატრიოტულ აღზრდაზე ზრუნვა ევალებოდა. თუმცა ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. წინა წლებში “სამხედრო აღმზრდელების” მთელი ფუნქცია ამოიწურებოდა პირადი შემადგენლობისათვის პატრიოტული ფილმების ჩვენებით, მწირი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებითა და სამწყობრო სიმღერებისათვის პრიმიტიული მხატვრული და პატრიოტული დატვირთვის მქონე ტექსტების დაწერით.

ადე, ნუ გძინავს, მალხაზი!

ყურში ახლაც ჩამესმის ხოლმე ცალკეული სიტყვები ასეთი სამწყობრო სიმღერებისა, რომლებსაც 2001-2002 წლებში სამხედრო პოლიგონებსა თუ პლაცებზე გაიგონებდით.

“ადე, ნუ გძინავს, მალხაზი, თორემ მოვიდა აფხაზი”…

ან ასეთი: “აფხაზი თუ ოსი, შენ რომ ძმად მიგაჩნდა, ყველამ შენ გაგყიდა, ყველამ გიღალატა. ჰე, ჩემო ტკბილო საქართველო! ჰე, ჩემო კარგო საქართველო! ჰე, შენ გაიხარე!”

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ არმიაში სამხედრო აღმზრდელის შტატი გაუქმდა. ზოგიერთ ბრიგადას, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა, ბრძოლის ველზე ახლდა სამხედრო მოძღვარი, საპატრიარქოს მიერ დანიშნული მართლმადიდებელი სასულიერო პირი. თუმცა ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი, რადგან ნატოს სტანდარტების არმიები უპირატესობას ანიჭებენ კაპელანის ინსტიტუტს – კაპელანის, რომელიც არის სასულიერო პირი, სამხედრო ფორმაში. ქართველ მართლმადიდებელ მოძღვრებს კი სამხედრო ფორმის ჩაცმას ეკლესია უკრძალავს. ერთი სიტყვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ აღზრდაზე მეთაურები ზრუნავენ – მეტწილად, ბატალიონის უფროსი სერჟანტები, რომლებსაც ეს ბევრად უფრო ბუნებრივად და ადამიანურად გამოსდით, – ვიდრე სამხედროფორმიან “პოლიტხელებს” ან ლოყებწითელა კაპელანებს, – როგორც, მაგალითად, სერჟანტ ხმალაძეს, დოკუმენტური ფილმიდან “უცნობი ჯარისკაცები.”

“ჩვენ არა ვართ დამპყრობელი ერი, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს. თქვენ იზრდებით იმისთვის, რომ თქვენი სამშობლო დაიცვათ. მეც ეგრე გავიზარდე და მამაც ეგრე მასწავლიდა. და მამაჩემს თავისი მამა ასწავლიდა. ჩვენი წინაპარი იყო მეომარი და ჩვენ ვართ მეომრები, სულით მეომრები და გულით მეომრები. და ვართ ვაჟკაცები და არა დედლები. ფორმას რომ ჩაიცვამს ადამიანი, ქართველი ჯარისკაცი, ის უკვე იმ წამიდან და იმ წუთიდან დგას საქართველოს სადარაჯოზე. გასაგებია? – დიახ!”

შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ იდეოლოგიური სამსახურის აღორძინება არც თავდაცვის მინისტრის ახალ ხედვაში ფიგურირებს. თანაც, ჯარისკაცს დღეს თუ რაიმე აკლია, სწორედ სანდო და გამოცდილი მეთაურები, რომლებიც არც საველე პოლიგონებზე მიატოვებენ პირად შემადგენლობას და არც ბრძოლის ველზე, როგორც ეს, უამრავი თვითმხილველის ნაამბობის თანახმად, აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოხდა.

მაგრამ პოლიტიკოსებს რატომღაც იდეოლოგიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. თან იდეოლოგიისადმი მისწრაფება მით უფრო მატულობს, რაც უფრო მატულობს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემები ქვეყანაში.

პიტუნინის მეთოდოლგია

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თორთლაძემ გასული ნომებრის ბოლოს, საკანონმდებლო ორგანოში მისულ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სამხედრო უწყებაში იდეოლოგიური ჯგუფის შექმნა და “ჯარის იდეოლოგიის” განსაზღვრა ურჩია. ოპოზიციონერის სტატუსის მიუხედავად, გიორგი თორთლაძე აგვისტოს ომის შემდეგ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს ლობირებს, რომლებიც სავსებით შეესაბამება საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებს – მაგალითად, პატრიოტის აქტისა და ლუსტრაციის კანონის მიღებას. ამიტომ პარლამენტარ თორთლაძის მოთხოვნამ, თავდაცვის სამინისტროში შექმნილიყო იდეოლოგიური ჯგუფი, ფრთები როგორც იტყვიან, “გეგმის გადაჭარბებით” შეისხა. 12 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებტან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საშუალო სკოლებში აღორძინდება სამხედროპატრიუტული აღზრდა, როგორც სავალდებულო დისციპლინა. zუსტად მეორე დრეს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხედრო უწყება მზადაა წარადგინოს “სწავლების გეგმა”, რაც მისი თქმით ემსახურება იმას, რომ “რომ ახალგაზრდებს მომავალში ჰქონდეთ სრული წარმოდგენა თუ რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის შეიარაღებული ძალები, რა არის სახელმწიფოსთვის ეს მიმართულება, რა სახის დანიშნულება აქვს შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაში და ამავდროულად რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ მიმართულებით თითოეულ მოქალაქეს,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მაგრამ თუკი კადნიერებაში არ ჩამომერთმევა, შეიძლება ვიკითხო – სამხედრო პედაგოგს ექნება უფლება ისაუბროს აღსაზრდელებთან საქართველოს უახლესი ისტორიის საბრძოლო ოპერაციებზე? სოხუმის დაცემაზე 1993 წლის 27 სექტემბერში? ცხინვალის ე.წ. “ჰუმანიტარულ შტურმზე” 2004 წლის ზაფხულში? ან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგავისტო ხუთდღიან ომაზე, როდესაც წარმატებული “ბლიც-კრიგის” შემდეგ ქართული არმიის საუკეთესო ნაწილები დღე-ნახევარში გამოიყვანეს ცხინვალიდან, კოდორის ხეობიდან, ჯავის მისადგომებიდან და ბრძოლის ველზე კი დარჩა რამდენიმე ათული დახოცილი ქართველი მებრძოლი და დიდძალი ცეცხლსასროლის იარაღი, ტექნიკა და საბრძოლო მასალა? რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კითხულობენ საინტერნეტო გამოცემებს და დამოუკიდბელ გაზეთბს, აუცილებლად დაუსვამენ მწვავე შეკითხებს იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლების მონაწილე იყო ან შტაბში მსახურობდა. რა უნდა ქნას მომავალმა სამხედრო პედაგოგმა, როდესაც რომელიმე ცნობისმოყვარე მოსწავლე კიდევ უფრო შორს წავა და შეეკითხება აღმზრდელს, შეაფასოს მთავარსარდლის საქციელი რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის და მის უკან ტოვებს უცხოელ სტუმრებს, დაჭრილი მებრძოლებით სავსე სამხედრო ჰოსპიტალს, საკუთარ არმიას და მოსახლეობას?

თუკი ასეთი ღია საუბრები არ იქნება სამხედრო-პატრიტულ მეცადინეობებზე, მაშინ ამ სასწავლო დისციპლინის შემოღება დაემსგავსება საბჭოთა პერიოდში არსებულ “სამხედროს”, – საგანს, რომელსაც ასევე კითხულობდნენ თადარიგში გასული საბჭოთა არმიის ოფიცრები.

მახსოვს, ჩვენი სკოლის შემთხვევაში, ეს იყო ძალიან მოწესრიგებული, მაგრამ რთული სამხედრო სამსახურის შემდეგ ზომაზე მეტად გასუქებული – გადამდგრაპი პირველი რანგის კაპიტანი, პიტუნინი(სახელი არ მახსოვს, რადგან ყველანი ასე ვეძახდით.) პიტუნინს ჰქონდა ყველაზე კარგად გაფორმებული და გარემონტებული კლასი. პირველად იქ ვნახე მოძრავი ეკრანი და ფარდები, რომლებიც ჩვენი სამხედრო მასწავლებლის ხელით შექმნილი პულტით გადაადგილდებოდა. პიტუნინი უნაკლოდ გვასწავლიდა ქიმიური დაცვის კომბინიზონის, აირწინაღის, კომპასისა და პლანშეტის ხმარებას, ავტომატის დაშალ-აწყობას, ჰქონდა თავისებური, სპეციფიური იუმორიც, მაგალითად სამწყობრო შემოწმებისას, ჩემს თანაკლასელს უთხრა – “ადამიანი არა მხოლოდ ტვინით უნდა ბრწყინავდეს არამედ ფეხსაცმლითაცო”. რის შემდეგაც დასვრილი ფეხსაცმლით არც ერთი ჩვენგანი სამხედროზე აღარ მივსულვართ. დაბოლოს, პიტუნინის სახელს უკავშირდება ჩემი კლასის პირველი საბრძოლო ნათლობაც – პოლიგონზე წაგვიყვანა, სადღაც “ვასმოი პოლკში” და “კალაშნიკოვიდან” მიზანში გვასროლინა.

მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა დისტანცია, ჩვენსა და ჩვენს სამხედრო მასწავლებელს შორის. და ამის მიზეზი არ ყოფილა რუსული ენა. ამის მიზეზი უფრო სიღრმეში იდო. ეს იყო ტაბუირებული თემები, უფრო სწორად სამხედრო-პატრიოტული აღზრდის დამკვიდრებული მეთოდოლოგია, რომელიც არ ცნობდა “თემიდან გადახვევას.” არადა ჩვენ, რომლებსაც ერთ წელიწადში საბჭოთა არმია გველოდებოდა, – გვსურად გაგვეგო, თუ რატომ უნდა წავსულიყავით ავღანეთში და დავღუპულიყავით ცხრა მთას იქით, როდესაც ავღანელს ჩემთვის არაფერი დაუშავებია. ანდა რატომ მსახურობენ რაიკომის მდივნებისა და პარტიული ნომეკლატურის წარმომადგენელთა შვილები თბილისთან ახლომდებარე სამხედრო ნაწილებში, სხვები კი – კურილიის კუნძულებზე, ვლადივოსტოკში, ციმბირში, კამჩატკაზე, თეთრ დათვებში და ჯანდაბაში. ან რატომ უნდა წავსულიყავით ორი წლით სავალდებულო სამხედრო სამსახურში, თუკი არც მორალურად და არც ფიზიკურად არ ვიყავით მზად იარაღის ასაღებად და ადამიანის მოსაკლავად. ასეთი შეკითხვების შემდეგ, ცხადია, რომელიმე ჩვენგანი სკოლის დირექტორის, ამირან ლევანიჩის კაბინეტში იჯდა “აღმზრდელობით გასაუბარზე”, პიტუნინი კი – სკოლის ექიმის კაბინეტში, რომელიც თავის მხრივ ცდილობდა აეხსნა ვალიდოლით თუ სპირტით მოსულიერებული სამხედროს მასწავლებლისათვის, რომ ჩვენ არცთუ ისე ხელიდან წასული და ღვთისპირიდან გადავარდნილი თაობა ვიყავით.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , .

გმირთა ვარამი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: