გმირთა ვარამი

February 15, 2011 at 9:54 pm Leave a comment

კობა ლიკლიკაძე

11 იანვარს საქართველომ სენატორ ჯონ მაკკეინის სახით ახალი საპატიო, ეროვნული გმირი შეიძინა. იმავე დღეს საქართველოს საზოგადოებამ დაიბრუნა გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე, ვახტანგ გორგასლის ორდენის ერთადერთი სრული კავალერი. სამხედრო პირი, რომელიც 1990-ი წლიდან ყველა სამხედრო ოპერაციაში მონაწილებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, როგორც მოხალისე – თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო სცნო სამხედრო ამბოხების ბრალდების ნაწილში და პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა სატანკო და “რეინჯერთა” ბატლიონი მეთაურებს, ლევან ამირიძესა და მამუკა გორგიაშვილს. ოფიცრებს, რომელთა ქვედანაყოფები, თავად სამხედრო ხელმძღვანელობის შეფასებით, ბოლომდე და თავდადებით ასრულებდნენ საბრძოლო მოვალეობას რუსეთ-საქართველოს აგვისტოს დროს, -დაუმტკიცდათ “სახელმიწფო ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხის მომზადება.” ლევან ამირიძე 28, ხოლო მამუკა გორგიაშვილი – 19 წელს დაჰყოფენ საპატიმროში, -ასეთი თემიდას ვერდიქტი.

მაგრამ ამით სისხლის სამართლის საქმე სახელწოდებით “მუხროვანის ამბოხება”, – რა თქმა უნდა არ დახურულა. მსჯავრდებულები საკასაციო წესით გაასაჩივრებენ განაჩენს ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში. ეს არის და – ეს. პოლიტიკითა და სოციალური პრობლემით გადაღლილ საზოგადოებას სიღრმეებში წვდომა და წარსულის გაანალიზებისათვის აღარ სცალია.

საკმარისი იქნება ისიც, თუკი ყოველ 5 მაისს, რომელიმე მცირეტირაჟიანი გაზეთი ან ახალი ამბების სააგენტო “ლაითად” შეახსენებს საზოგადოებას მუხროვანის ამბოხის წლისთავს. ტელევიზიები აჩვენებენ შესაბამის საარქივო მასალებს – მუხროვანისაკენ მიმავალ დაჯავშნულ “კობრებს”, “ამბოხებულთა” განიარაღებას და თავჩაქინდრული ჯარისკაცების წინ მდგარ მკერდზე ხელგადაჭდობილ მთავარსარდალს, რომელიც მამობრივად ტუქსავს უმადურ სამხედროებს და სასტიკი სასჯელით ემუქრება მათ მეთაურებს.

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 5 მაისს ბრძანება გასცა არტილერიის ცეცხლით გაენადგურებინათ მუხროვანი ბაზა, თუკი მეამბოხეები არ დანებდებოდნენ. მუხროვანის ბაზაზე იმხანად შეიარაღებული ძალების თითქმის მთელი მძიმე საბრძოლო ტექნიკა იყო კონცენტრირებული, ნაბრძოლი და გამოცდილი ეკიპაჟები.

“მე რომ ხელისუფლების ჩამოგდების გეგმა მქონოდა, ამის განსახორციელებლად და სამხედრო ნაწილის თბილისისკენ დასაძვრელად საკმარისი დროც მქონდა და შეიარაღებაც. ნაწილში 70 ერთეული ჯავშანტექნიკა მყავდა. მაგრამ მე მხოლოდ 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატერბის წინააღმდეგი ვიყავიო ”, – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მამუკა გორიგაშვილმა თავის ბოლო სიტყვაში.

ღმერთო, რატომ არიან ქართველი სამხედროები ასეთი მიამიტები?!

ბრძანებას შეგიძლია არ დაემორჩილო და გააპროტესტო, მაგამ სამხედრო მეთაურმა პროტესტი შესაბამისი ფორმით უნდა გამოხატოს. ან – სამხედრო ფორმის გახდით და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებით. თანაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელმაც 1991-92 წლების საშინელი სამოქალაქო ომი და სამხედრო გადატრიალება გადაიტანა, – ვერ დააჯერებ, რომ 5 მაისს, როდესაც ოპოზიციას თბილისის შემოსასვლელების გადაეკეტვას აპირებდა, მის ერთ-ერთ შემოსასავლელთან ახლოს მდგარ მუხროვანის სატანკო ნაწილში, რამდენიმე მეთაური, მხოლოდ დაუმორჩილეობლობისთვის შეიკრიბა. მათ შორის, პროფესიონალი “მემაბოხე” კობა ოთანაძე, რომელმაც 2001 წლის მაისში, პოლკოვნიკ გია კრიალაშვილთან ერთად, ერთხელ უკვე მოაწყო “მშიერი ბუნტი” მუხროვანის სამხედრო ბაზაზე.

გია კრიალაშვილი მოკლულია. კობა ოთანაძე კი – დუმს.

პოლიტიკური ანესთეზიით გაბრუებულ მოსახლოებას კი, რომელსაც ლიდერი “ვეფხვის წელიწადში” ახალ გამარჯვებებს ჰპირდება, – ახალ გმირებს შესთავაზებენ. ზარაფხანა, ისევე როგორც პიარის მანქანა საქართველოში უნაკლოდ მუშაობს. როცა “მტერი ზღურბლსაა მომდგარი”, აღარავის სურს ტვინისჭყლეტა იმაზე, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ან 2009 წლის მაისში. როგორ იქცნენ დროის ამ მცირე ინტერვალში პოტენციური გმირები, დასრულებულ მემბოხეებად და მოღალატეებად. რა მოხდა გლდანში 2009 წლის 21 მაისს, სპეცოპერაციისას, როდესაც ძებნილი გია კრიალაშვილი მოკლეს, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ დაიჭრა? რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებმაც დამოუკიდებელ ჟურნალისტური გამოძიება აწარმოეს, – იმხანად წერდნენ, რომ სპეცოპერაცია ინსცენირებული იყო, ხოლო მერიის თანამშოლებმა შემთხვევის ადგილზე სწაფად წაშალეს სისხლის კვალი და ახალი ასფალტიც გადააგეს.

დიახ, ჩვენ სწაფად უნდა ამოვშალოთ სისხლიანი ლაქები ჩვენი ისტორიიდან და მეხსიერებიდან, რადგან ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში ის საკმარისზე მეტი იყო. ჩვენ გამუდმებით გვიმეორებენ, რომ არ გვმართებს უკან ყურება და წარსულზე მოთქმა-ვიშვიში, რადგან წინ ახალი “გამარჯვებები” გველოდება და, შესაბამისად, ახალი გმირები გვჭირდება.

მაგრამ მომავალ გმირების, მომავალი სამხედრო ლიდერების გასაგონად ერთი რამე მაინც უნდა ითქვას. გემუდარებით, ვიდრე მუნდირს ატარებთ და ვიდრე წესდებას ემორჩილებით, ერიდეთ პოლიტიკას, შორს პოლიტიკისაგან და შორს ქართველი პოლიტიკოსებისაგან!

გახსოვდეთ, რომ ყველა პროფესიას აქვს მისთვის დამახასიათებელი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რასაც “კიბერნეტიკის მამა”ნორბერტ ვინერი “მაღალ მისიას” უწოდებს. ბრძოლის ველზე დარჩენა და ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, – პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურის ბუნებრივი მდგომარეობა, მისი “მაღალი მისიაა”. ამ მისიის შესრულებისათვის სამხედრო იღებს ჯილდოს, ხდება საყოველთაო აღტაცების ობიექტი, ხდება გმირი ხალხის თვალში. მაგრამ წარსულში ჩადენილი გმირობა, არ არის ინდულგენცია, არ არის გამართლება მომავალში ჩადენილი შეცდომის ან დანაშაულის გამოსასყიდად. ის, ვინც საკუთარ თავში აღმოაჩენს გმირს, ისეთივე განსაცდელის წინაშე დგას, როგორც რთული აღმასვლის შემდეგ მწვერვალზე მდგარი ალპინისტი. გმირობიდან ღალატამდე ზუსტად იგივე მანძილია, როგორც დიადიდან სასაცილომდე, როგორც მწვერვალიდან – უფსკრულამდე.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , , , .

საყოველთაო პატრიოტიზმი და ტაბუირებული თემები ომის მოლოდინში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: