ბლოგი

ომი დამთავრდა

გერით ფილიპ ანდერსონი

“ერაყი და ავღანეთი, ამერიკელი ვეტერანები”

მგზავრობის შემდეგ სახლში, ჯორჯიაში დავბრუნდი, ზუსტად ამ დროს ერაყიდან ცხელ-ცხელ ამბებს ვუყურე ქსელში. უკანასკნელმა ამერიკულმა სამხედრო შენაერთმა ერაყი დატოვა, მათ უკან თეთრი, დაჟანგული კარიბჭე დაიხურა, რაც ომის დასრულების სიმბოლოა. ეს ამბავი არასოდეს მოხვდებოდა სი-ენ-ენ-ის ვებ-გვერდის მთავარ ამბებში. რაც სიმართლედ მივიჩნიე. ჩემი მეგობარი გოგონა დღესასწაულებზე მისისიპში წავიდა. აღმოვაჩინე, რომ სახლში სრულიად მარტო და რიტმიდან ამოვარდნილი ვარ. გუშინ ღამე ყველა ჩემს დაღუპულ მეგობართან წვეულება გავმართე. დავლიეთ, ვიცეკვეთ, მათ მითხრეს თუ რა შეიძლება მომხდარიყო და ისურვეს, რომ უბრალოდ ეცხოვრათ ჩემი ცხოვრებით, მე ვუთხარი, რომ მე ვისურვებდი, რომ ერთად ვყოფილიყავით, გაიცინეს და იმღერეს: “Oნლყ ტჰე გოოდ დიე ყოუნგ, ყოუ სტუპიდ სონოფაბიტცჰ.” როდესაც ძალიან ბევრი დალიეს გაწვნენ და დაიწყეს თავიანთ თავგანწირვაზე ჩივილი ჩემს ბლოგზე, მაგრამ ყველაფერი არ არის სათქმელი. მათ ჟანგიანი ჭიშკარი დახურეს, ამერიკამ კი წინსვლა გააგრძელა. ბებიაჩემმა მომწერა, რომ “ჩვენ იქ არასოდეს არ უნდა ვიყოთ პირველ რიგებში” ასეთი ალერსიანი სიტყვები სურვილს მიჩენს, რომ პირველივე შემხვედრი უცნობი დავახრჩო, მაგრამ მახსენდება, რომ დედებზე, ბებიებსა და მათ დედებსა და ბებიებზე უხსოვარი დროიდან მოყოლებული გადმოდის გენეტიკური მგრძნობელობა: “რატომ მიდიან ეს კაცები დასაღუპად, როდესაც ჩვენ მათ აღზრდასა და სიყვარულზე დროს ვხარჯავთ?” მე მესმის ბებიაჩემის გულის ტკივილის. სიმარტოვე, ცივი სახლი და მოგონებები იმ ადამიანების, რომლებიც ერთ დროს ისეთივე რეალურები იყვნენ როგორიც მე ვარ. ისინი ჩამჩურჩულებენ, ისინი მიყვირიან, ისინი ახალგაზრდებად დარჩნენ სამუდამოდ, ეს ომი კი დასრულდა. მე იქ მეტჯერ აღარ ვიქნები. ფიქრებში აღმოვაჩენ, რომ სულ მცირე ავღანეთი ჯერ კიდევ არის და ჩემი სამხედრო სამსახური შეიძლება გახანგძლივდეს, ამერიკის საზოგადოების მნიშვნელობიდან გამომდინარე. მაგრამ მახსენდება, რომ ეს მნიშვნელობა არასოდეს იყო პირველ ადგილზე. 2003 წელს ტელეფონზე ვკრიფავ და ამ დროს მამაჩემი თავისი რეპორტაჟიდან ბრუნდება, რომელიც ერაყში ახლად დაწყებული ომის შესახებ იყო. ის მოვა ჩემი უმაღლესში დამთავრების ცერემონიალზე, ვფიქრობ ყველა იმ მშობელზე, რომლებიც უმაღლესის გამოსაშვებ ცერემონიალზე მივიდნენ თავიანთ ვაჟებთან და ამის შემდეგ მალე ეს ბიჭები დაიღუპენენ. მათი ისტორია ხომ ჩემსას გავს. მუდმივად რაღაც მეკუმშება, როცა შეკითხვას ვუსვავ საკუთარ თავს, რას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ ამ ყველაფერის შესახებ არ მინდა თავი უკეთ ვიგრძნო. ეს არის მოგონებების გრძნობა, რომელიც ხშირად მესტუმრება ხოლმე, ადუღებული გრძნობა ჩემი დაღუპული ახლო მეგობრების შესახებ. ბებია ეს ჩემთვის რაღაცას ნიშნავს, მე მინდა ვიყვრო, მაგრამ ვიმ მისმენს? ღამე ჩემი მუშაობის დაწყების და დასრულების დროს ვინიშნავ. დაღუპულმა მოცეკვავე მეგობრებმა ჩემი სახლი შეტყობინებით დატოვეს” ეს ყოველთვის ასე იყო, ახლა წადი სახლში შვილო” ვერც სიტყვები, ვერც ცრემლები მკვდრეთით ვერ აღადგენს რაიმეს გარდა სიცარიელისა. არც ახალი ამბების გაშუქება ნიშნავს რაიმეს. დილით გავიღვიძებ სიცივეში, რომ ავანთო მოსაწევად და გავიხსნებ იმას რასა ცარ გაიხსენებენ: ერთადერთი რაც შეიცვალა ის არის, რომ ვიღაცის ბიჭი ხვალ ერაყში აღარ მოკვდება.

გერით ფილიპ ანდერსონი მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში

სოხუმის დაცვა

გიორგი მანჯავიძის (მანჯის) ბლოგი

2011 წლის, 15 მარტია. 23:15 წუთი. ტელეფონი მირეკავს. ხაზზე ჩემი მეგობარია ასოციაციიდან:

– სად ხარ?

– სახლში, ეხლახანს მოვედი.

– ხვალ 16 მარტია. დაწერ რამეს?

დავფიქრდი რასთან შეიძლებოდა რომ ეს თარიღი ყოფილიყო დაკავშირებული. ვერაფრით გავიხსენე. ცოტა დავიბენი, მაგრამ მაინც სიამოვნებითთქო ვუპასუხე.

– ხოდა ხვალ გმირთა მოედანზე მემორიალთან იკრიბებიან ვეტერანები და იქაც გაიარე. მოყვებიან რაიმე საინტერესოს.

– და რა ხდება მიტინგია?

– არა, რა მიტინგი. 16 მარტიათქო ხომ გითხარი.

მთელი ამ საუბრის განმავლობაში იმაზე ფიქრი არ შემიწყვეტია რა ხდებოდა ამ დღეს . . . ვეღარ გავიხსენე და ვიკითხე. ვიკითხე და მკაცრი ტონით მიღებული პასუხის შემდეგ შემრცხვა… არა, ძალიან შემრცხვა! შემრცხვა იმის რომ ეს თარიღი არ მახსოვდა როგორც რიგით მოქალაქეს, როგორც ჟურნალისტს.

2011 წელი. 16 მარტი. 11:15 წუთი. გმირთა მოედანს ვუახლოვდები. 15 წუთი მაინც დავაგვიანე. ხალხი უკვე შეკრებილია. იმედია არაფერი გამოვტოვე. გზად თან 18 წლის წინ მომხდარ ამბავზე ვფიქრობ. “მაინც რა მაგრები ვართ. რამოდენიმე ასეული კაცით როგორ გავუწიეთ წინააღმდეგობა ამხელა არმიას. მაშინ ხომ სოხუმი ამ ხალხმა (ვეტერანებმა) გადაარჩინა”

მემორიალთან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. საუბრობდნენ აფხაზეთის ამბებზე, თავისთავად პოლიტიკაზეც. ჩვენში ხომ პოლიტიკაზე საუბარი ერთ – ერთი აუცილებლობაა.. სანამ ვინმე რესპონდენტს ვნახავდი მანამდე აფხაზეთის ომის ფოტოები დავათვალიერე – იქვე პატარა გამოფენა ჰქონდათ მოწყობილი. მძიმე სანახავი იყო. უფრო მძიმე კი თავად ვეტერანებთან გასაუბრება გადამხდარის გახსენება აღმოჩნდა. სიმართლე გითხრათ არ ველოდი და ძალიან გავბრაზდი – ეს ჩვენი, ქართული, ერთმენთზე გადაბრალება და ერთმანეთთან დაპირისპირება ყველგან თან გვსდევს. საქმე ისაა რომ ყველა ამ ისტორიას თავისებურად მიყვებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვისმენდი სიტყვებს – “იქ ჩვენ ვიყავით, ჩვენ თავზე ავიღეთ ყველაფერი…” “ ჩვენ გავარღვიეთ მაშინ შეტევის ხაზი…” “ჩვენს გარდა არავინ ყოფილა…”

1993 წელი. 16 მარტი. ღამის სამი საათი. გუმისთა. რუსული ავიაცია ქათულ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს. 2 საათის განმავლობაში ავიაციასთან ერთად ქართულ პოზიციებს არტილერიაც ამუშავებდა. დილის ხუთი საათისთვის რუსეთის გენერალიტეტის გეგმის მიხედვით მტერი სოხუმის ასაღებად იერიშს იწყებს. აფხაზებმა ბრძოლაში მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ეს იყო ერთერთი ყველაზე ფართომაშტაბიანი შეტევა, რომელიც ქართულ ქვედანაყოფეზე აფხაზეთის ომის დროს განხორციელდა. სოხუმის შესასვლელთან ინტენსიური ბრძლები მიმდინარეობდა. აფხაზების მხრიდან ამ შეტევაში 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ჩრდილო კავკასიის კონფედერაციის ქვედანაყოფები, კაზაკები, რუსული ქვედანაყოფები, ერთ – ერთ მთავარ დამრტყმელ ძალას სომხური, ბაგრამიანის, ბატალიონი წარმოადგენდა.

აფხაზურმა მხარემ ერთდროულად შეუტია ქართველების პოზიციებს. განსაკუთრებული ბრძოლები აჩადარასთან მიმდინარეობდა. შეტევის ხაზი 8 კილომეტრზე და მეტზე გაიწელა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებიდან შეტევებს გაუძლეს, თუმცა დილის 7 საათისთვის აფხაზურმა ნაწილებმა დაცვის ხაზი მაინც გაარღვიეს. მოწინააღმდეგე ქალაქში გამოჩნდა. აფხაზურ დაჯგუფებებს უკვე დაეკავებინათ ქალაქის “ახალი რაიონი”. ფხაზები სოხუმის აღებას ზეიმობდნენ. ამ დროისათის რუსული არხები უკვე აცხადებდნენ, რომ სოხუმი აფხაზების ხელში გადავიდა. გუმისთაზე და სხვა პოზიციებზე დარჩენილი ქართული ბატალიონები კვლავ იბრძოდნენ, თუმცა მათ ალყაში მოქცევის საშიშროება შეექმნათ. მოიერიშეებმა ქალაქში მძიმე ტექნიკის შემოყვანა დაიწყეს. სოხუმში გილაევის დაჯგუფებები და ბაგრამიანის ბატალიონი გამოჩნდა. ქართული მხარისგან მნიშვნელოვან წინააღდეგობას აღარავინ ელოდა. თავად ქართულ შენაერთებშიც დაბნეულობა შეინიშნებოდა. სოხუმის გადარჩენის შანსი ერთი შეხედვით აღარ არსებობდა. სწორედ ამ დროს ქართულმა შენაერთებმა მოწინააღმდეგის კოლონას ჩასაფრება მოუწყო. ქართული პოზიციებიდან ცეცხლი ყველა იარაღიდან ერთდროულად გაიხსნა. ერთი შეხედვით ალყაში მოქცეულმა არტილერიამ მთლიანად გაანადგურა აფხაზთა უკანა ეშელონი რითაც ჩასაფრებულებს უკან დახევის ყველანაირი შანსი მოუსპო. მოწინააღმდეგემ უდიდესი დანაკარგი განიცადა. დარჩენილმა აფხაზურმა დანაყოფებმა უკან დაიხიეს. უკვე საღამო ხანს ქართული მხარეს რეზერვიც წამოეხმარა და მეორე მხარის სამხედრო დანაყოფებისგან მთლიანად გაიწმინდა გუმისთაც. ამ ოპერაციის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ბაგრამიანის ბატალიონი. მოიერიშეების ფანაკარგებმა 1000-სს გადააჭარბა. ქართული მხარიდან 140-მე ჯარისკახცი შეეწირა ამ ბრძოლას, დაიჭა 300-ზე მეტი. ქალაქის დაცვაში განსაკუთრებული როლი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებულმა ბატალიონებმა ითამაშეს. ამას გარდა ოპერაციაში მონაწილეობდნენ შინაგანი ჯარის ნაწილები, თეთრი არწივისა და შავნაბადას ბატალიონი. ეს იყო ერთერთი ყველაზე ემნიშვნელოვანი გამარჯვება. სწორედ ამ გამარჯვების შედეგად სოხუმის დაცემა 6 თვით გადადო.

3 Comments Add your own

  • 1. maito  |  April 5, 2011 at 5:24 pm

    gadamwyvet momentshi xshirad ase xdeba xolme. 16 marts tu moxda es ar vicodi. dgeidan mecodineba.

    Reply
  • 2. ვასო  |  June 7, 2011 at 8:25 am

    ებრაელებს აქვთ ასეთი გამოთქმა:

    ჯარისკაცს შეუძლია გავიდეს კედლებს შუა,
    შეუძლია, გარისკოს თავისი ცხოვრება და წავიდეს სნაიპერის ცეცხლის შუა,
    მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ამაოდ თავის შესწირვა,
    თუ ჯარის უკან იქნებიან არაკომპეტენტური და მშიშარა პოლიტიკოსები.

    გასაგებია ვისზეა საუბარი.

    Reply
  • 3. kamanski  |  July 15, 2012 at 10:06 am

    ამ სტატიის ავტორს ვთხოვ ჩემს საიტს (gmirebi.ge) გადაავლოს თვალი და აუცილებლად გაუჩნდება სტატიების, მოგოონებების, ისტორიების დამატება. მადლობელი დაგრჩებით!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


%d bloggers like this: