ეროვნული გვარდია 22 წლისაა!
ეროვნული გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს. ეროვნული გვარდია იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები.
XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა.
2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან აშშ –ს ევროპული სარდლობისა და გენერალ პოიტრესის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები),საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.
ეროვნული გვარდია სამომავლოდ გეგმავს რეზერვისტთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას და რეგიონებში თითო ბატალიონის საგანგებო სიტუაციებში საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებისათვის მომზადებას.
ომის ვეტერანთა მემორიალი
ტექსტი და ფოტო თამთა ბაშალეიშვილისა
1986 წელს კონგრესმა მიიღო დადგენილება კორეის ომის ვეტერანთა მემორიალის შესახებ, რათა გამოეხატა “ერის პატივისცემა თავისი შვილების მიმართ, რომლებმაც მიიღეს გამოწვევა დაეცვათ ქვეყანა, რომელსაც არ იცნობდნენ და ხალხი,რომლებსაც არასადროს შეხვედრიან”. 1995 წელს კი პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და კიმ ენ სანმა მემორიალი საზეიმოდ გახსნეს.
დაახლოებით 50 მ სიმაღლის შავი ქვის კედელზე აღბეჭდილია წარწერა “თავისუფლება უფასო არ არის” (Freedom is not free) და კორეის ომის ამსახველი 2400 ფოტოგრაფია. კედელზე ასევე ირეკლება მოქანდაკე ფრენკ გეილორდის მიერ შექმნილი 2,5 მ სიმაღლის 19 ქანდაკება, და კედელზე 38 ქანდაკება ჩანს, რაც სიმბოლურად 38 პარალელს აღნიშნავს.
ქანდაკებების ჯგუფიდან 14 ჯარისკაცია, 3 საზღვაო ქვეითი, 1 ფლოტის მეზღვაური და 1 საჰაერო ძალების მოსამსახურე. კომპოზიცია ეთნიკურადაც მრავალფეროვანია, ის 12 თეთრკანიანის, 3 აფრო-ამერიკელის, 2 ლათინო -ამერიკელის 1 აზიელის და 1 ინდიელისგან შედგება.
სამი ჯარისკაცი ხეებს ეფარება, ამიტომ როდესაც მემორიალის წინ დგებით ჯარისკაცების ზუსტი რიცხვის დათვლა შეუძლებელი ხდება და მაყურებელს ტყეში დამალული ჯარისკაცების განცდა რჩება .
მემორიალს განკარგავს ეროვნული პარკის სამსახური,ის ლინკოლნის მემორიალის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალის პარალელურად მდებარეობს.
ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან
თამარ მახალდიანი
ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, სადაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენელებს შეხვდა ბრიუსელი
„ნატო”-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, სადაც იგი ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენელებს შეხვდა.
შეხვედრების დეტალებზე და იმ შთაბეჭდილებაზე, რაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე დარჩა, „ამერიკის ხმა” რასმუსენის სპეციალურ წარმომადგენელს გაესაუბრა.
აპატურაიმ პირველ რიგში აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა. მან აღნიშნა, რომ დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მთავრობის ცვლილება და ძალაუფლების გადაცემა საარჩევნო ყუთის საშუალებით, მშვიდობიანი გზით მოხდა.
აპატურაიმ განსაკუთრებით ხაზი იმ ფარემოებას გაუსვა, რომ საქართველოში ყოფნისას მომსწრე გახდა ისტორიული მოვლენისა, როდესაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენლები საათების მანძილზე ერთად ისხდენ და ქვეყნისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს განიხილავდნენ.
სამშობლოში დაწუნებული ოფიცერი ავღანეთში აშშ-ის არმიის კონტრაქტორად მუშაობს
21.10.2012
ავტორი კობა ლიკლიკაძე
სამი წელია ვცდილობ ავღანეთში ჩავიდე, ქართველი ჯარისკაცები ვნახო, მათ საბრძოლო მისიაზე რეპორტაჟები გავაკეთო. სულ არარაობას, ბოლოს და ბოლოს, არც ჰელმანდში მყოფ რომელიმე ქართველ ოფიცერთან სატელეფონო ინტერვიუზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი ხერხდება და ვერც მეორე. მეტიც, ავღანეთში მამაცურად მებრძოლ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის დასრულების შემდეგაც კი ეკრძალებათ მედიასთან საუბარი. თუმცა ჩემს მცდელობებს უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ავღანეთში დიდი ხანია იმყოფებიან სხვადასხვა დროს ქართული არმიიდან დათხოვნილი ქართველი ოფიცრები, რომლებიც აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის არმიას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ამოცანების შესრულებაში ეხმარებიან.
ყანდაარის სახიფათო სიმშვიდე
ერთ-ერთი მათგანია ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი, 1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე ოფიცერი, რომელიც უკვე 10 თვეა იმყოფება ავღანეთში. ვიდრე სამშობლოში დაწუნებული ქართველი ოფიცრის სევდიან თავგადასავალზე გიამბობდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ზვიად ჩადუნელი ამჟამად ყანდაარის პროვინციაში იმყოფება. დაძაბული გრაფიკისა და მკაცრი ინსტრუქციის მიუხედავად, მას ძალიან გაუხარდა სატელეფონო ზარი რადიო თავისუფლებიდან, რომელსაც, როგორც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან მყოფი ქართველი ოფიცერი ამბობს, იგი ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევს და რეგულარულად უსმენს.
„თითქმის მეათე თვეა აქა ვარ, მაგრამ მანამდე ანალოგიური მისიით 2008-2010 წლებში ერაყში ვიყავი, ბაღდადში. ახლა აქ ვარ სამოქალაქო კონტრაქტორად, ამერიკის არმიაში. კონტრაქტი ყოველწლიურია. კომპანიას ჰქვია “DYNCORP-INTERNATIONAL“, რომელიც არის არმიის პირდაპირი კონტრაქტორი ფირმა და სხვადასხვა სახით უწევს არმიას დახმარებას. ძირითადი დახმარება მოდის, რა თქმა უნდა, ლოგისტიკით.“
რა არის საბრძოლო სტრესი?
ლილი ხეჩუაშვილი
ომშიყველაფერიძალიანმარტივია, მაგრამუმარტივესი რამ რთულია. სირთულესირთულესემატება და ისეთიძალისტალღადიქცევა, როგორიცწარმოუდგენელიამანამ, სანამთავადარაღმოჩნდებიომში
(კლაუზევიჩი, “ომისშესახებ”).
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ სიტყვას სტრესი, თუმცა, ალბათ, არც თუ ისე ხშირად ვუფიქრდებით, რეალურად რას ნიშნავს ის და მართლაც სტრესულია თუ არა სიტუაციები და მდგომარეობები, რომელსაც სტრესულს ვუწოდებთ. მარტივად რომ ვთქვათ, სტრესულია სიტუაციები, რომლებიც ადამიანისგან იმაზე მეტს მოითხოვენ, ვიდრე მას ხელ ეწიფება, რომ გააკეთოს, ხოლო იმ ფაქტორებს, რომლებიც სიტუაციას სტრესულად აქცევენ, სტრესორებს უწოდებენ. ამასთან, ერთსა და იმავე სიტუაციას ერთი ადამიანი შეიძლება სტრესულად განიცდიდეს, მეორე კი — სრულიად ნეიტრალურად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სტრესის, როგორც მდგომარეობის, გამომწვევ მიზეზებზე; თუმცა, არსებობს სიტუაციები და ვითარებები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი სტრესულად აღიქვამს. ასეთ სტრესულ სიტუაციებს განეკუთვნება ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები, საომარი მოქმედებები და ომები.
თანამედროვე საომარი მოქმედებების მიერ წარმოქმნილი სტრესორების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად არ არის აუცილებელი სამხედრო ფორმისტარება. ომის თემაზე შექმნილი უამრავი პოპულარული ფილმი და რომანი ხატოვნად წარმოაჩენს მას. ასევე, ტელევიზიასა და ელექტრონულ მედიაში მრავლად მოიპოვება რეპორტიორების თვალით დანახული რეალური საომარი მოქმედებების ამსახველი მასალა. თუმცა, ჟურნალისტების, რეჟისორებისა თუ დოკუმენტალისტების მიერ წარმოჩენილი რეალობა ყოველთვის მაინც მიახლოებითია. ვერავინ მოგვითხრობს ომის შესახებ ისე, როგორც თავადმებრძოლი.
სამხედრო ლიდერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანური ფაქტორი ბრძოლის ველზე დამარცხების თუ გამარჯვების მიღწევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ ომის, განსაკუთრებით თანამედროვე ტიპის ომის, წარმოებისთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სტრესულად აღიქვამენ მასში მონაწილე მხარეები საომარ მოქმედებას, რა ტიპის სტრესორები მოქმედებენ მათზე და როგორ ახერხებენ ისინი მათთან გამკლავებას. ამჯერად საბძროლო სტრესის რაობასა და იმაზე ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს ის სამხედრო ხელმძღვანელებისთვის და რიგითი ჯარისკაცებისთვის.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი შესრულდა
თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან საზოგადოების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო. შეთანხმების მიუხედავად, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის ჯერაც დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.