Posts tagged ‘ირანი’

მოსალოდნელი გართულების შემთხვევაში ბაქომ შეიძლება ნატოს დახმარება თხოვოს

ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობიდან გამომდინარე რეგიონში გართულებების და სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში ირანთან საზღვრის დასაცავად აზერბაიჯანმა შეიძლება ნატოს მიმართოს. ამის შესახებ სამხედრო ჟურნალისტთა კვლევის ცენტრ „დოქტრინა“-ში ისაუბრეს. ცენტრის ექსპერტების აზრით, ეს თანხმობაში მოდის, აზერბაიჯანის მიერ გაეროსთან რატიფიცირებულ პროტოკოლთან და ნატოსთან თანამშრომლობის ორმხრივ დოკუმენტთან. ბაქოსა და თეირანს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის ბოლო განცხადება, ისრაელში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის საელჩოების განცხადებები და ირანის უკანასკნელი ნოტა აჩვენებს, რომ სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აუცილებელია. ექსპერტების განცხადებით, დღეისათვის აზერბაიჯანმა გაეროს 13 კონვენციას და ევროპის 9 შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება. აზერბაიჯანელი ექსპერტების განცხადებით, ეს და სხვა დოკუმენტები ბაქოს უფლებას აძლებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატოს ფარგლებში ირანთან საზღვრის მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომები გააძლიეროს. ამავდროულად წარმოიქმნა საჭიროება, რომ გაძლიერდეს კონტროლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარსა და ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე. დღეს საზღვრის უსაფრთხოებას და ანტიტერორისტულ საქმიანობას ერთობლივად: უშიშროების, შიგანსაქმეთა სამინისტროების და სახელწიფო საზღვრის სამსახური ახორციელებენ. ისინი თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ნატოს ჩათვლით.

მნიშვნელოვანი ის მოსაზრება, რომ აზერბაიჯანი ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ნატოს რიგ ქვეყნებთან ერთად მოქმედებს. კერძოდ საუბარია, ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო პასუხის, ანტიტერორისტული წვრთნების გაუმჯობესების, დაზვერვითი მონაცემების გაცვლის, სასაზღვრო უსაფრთოხებისა და სამოქალაქო თავდაცვის შესახებ. აცხადებენ „დოქტრინის“ ექსპერტები. მათი თქმით, აზერბაიჯანი და ნატო საზღვრის უსაფრთხოების, კიბერშეტევის, სპეცოპერაციებისა და უკანონო მიგრაციის შესახებ თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. ამ მიმართულებით ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა აზერბაიჯანულ სტრუქტურებს მხარდაჭერა აღმოუჩინა. 2002 წელს, პრაღის ნატოს სამიტზე მიღებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აზერბაიჯანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩართულია. ნატოსა და აზერბაიჯანის მიმდინარე მოლაპარაკებები ენერგოპროექტების დაცვას ეხება. 15 თებერვალს ნატოს შტაბბინაში ილხამ ალიევსა და ალიანსის გენერალურ მდივნის ადერს ფოგ რასმუსენის ბრიფინგი ადასტურებს, ენერგოპროექტების დაცვის სფეროში ნატოსა და ბაქოს შორის მნიშვნელოვან თანამშრომლობას.

 

უფრო დეტალურად იხილეთ http://www.milaz.info/ru/news.php?id=27212

 

March 18, 2012 at 12:25 pm Leave a comment

ირანი აზერბაიჯანს მოსადთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში აზერბაიჯანის ელჩი საპროტესტო ნოტის გადასაცემად დაიბარა. ირანული მხარის მტკიცებით, ისრაელის დაზვერვა ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში აქტიურობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამეგობრობისა და კავკასიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის ელჩს, კავანსირ ახუნდოვს საპროტესტო ნოტა გადასცა. ირანი აზერბაიჯანს სიონისტურ დაზვერვის ქსელებთან თანამშრომლობაში და სხვადასხვა პირების თელ-ავივში გამგზავრებაში ადანაშაულებს. ირანის მთავრობა აზერბაიჯანში მოსადის ჯაშუშების საქმიანობის შეწყვეტას ითხოვს. ისრაელთან აზერბაიჯანის კავშირში დადანაშაულება დასავლეთისთვის შოკი აღმოჩნდა. აზერბაიჯანის მთავარობა კი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ ბაქოში ისრაელის საელჩოზე დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა, ტერორისტების უკან ირანი დგას. აცხადებს ოფიციალური ბაქო.

 

http://www.bloomberg.com/news/2012-02-13/iran-protests-azerbaijan-s-alleged-ties-to-mossad-isna-reports.html

 

February 13, 2012 at 3:36 pm Leave a comment

ამერიკელი სენატორები ირანის მიმართ ძალის გამოყენებას მოითხოვენ

კობა ლიკლიკაძე

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ირანს დაახლოებით ერთ წელიწადში ბირთვული იარაღი ექნება, თუკი იგი გააგრძელებს არჩეული გზით სიარულს. ამერიკის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ირანის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის შემთხვევაში.

14 აპრილს, შეერთებული შტატების სენატში გამართული მოსმენების დროს, სამხედრო დაზვერვის სააგენტოს დირექტორს გენერალ რონალდ ბერჯესს დაუსვეს შეკითხვა, რა დრო დასჭირდება ირანს იმისათვის, რომ შექმნას თუნდაც ერთი ბირთვული იარაღი, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლისო.

„სერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი ცენტრიფუგებისა, საერთო კონსენსუსის თანახმად, ლაპარაკია ერთ წელიწადზე.“

(more…)

February 17, 2011 at 6:18 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

April 2024
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor