ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან

October 23, 2012 at 7:43 am Leave a comment

თამარ მახალდიანი

ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, სადაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენელებს შეხვდა ბრიუსელი

 

„ნატო”-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 18 ოქტომბერს ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, სადაც იგი ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენელებს შეხვდა.

 

შეხვედრების დეტალებზე და იმ შთაბეჭდილებაზე, რაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე დარჩა, „ამერიკის ხმა” რასმუსენის სპეციალურ წარმომადგენელს გაესაუბრა.

 

აპატურაიმ პირველ რიგში აღნიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა. მან აღნიშნა, რომ დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მთავრობის ცვლილება და ძალაუფლების გადაცემა საარჩევნო ყუთის საშუალებით, მშვიდობიანი გზით მოხდა.

 

აპატურაიმ განსაკუთრებით ხაზი იმ ფარემოებას გაუსვა, რომ საქართველოში ყოფნისას მომსწრე გახდა ისტორიული მოვლენისა, როდესაც ძველი და ახალი მთავრობის წარმომადგენლები საათების მანძილზე ერთად ისხდენ და ქვეყნისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხს განიხილავდნენ.

 

აპატურაიმ კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მხარე კონსენსუსს აღწევს იმ მთავარ თემაზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება – იქნება ეს კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, ტერიტორიული მთლიანობა თუ „ნატო”-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია. განსაკუთრებით კი, მისი თქმით, დასაფასებელია, რომ ეს სურვილი არა მხოლოდ სამთავრობო წრეებში, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში შეინიშნება.

 

აპატურაიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან დაინახა ახალი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს „ნატო”-სთან და მისი დახმარება და თანადგომა მიიღოს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წაწიოს ურთიერთობა ნატოსთან.

შესაბამისად, ნატოც ერთგული რჩება იმ დაპირებებისა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა,” – დასძინა აპატურაიმ.

 

ინტერვიუში აპატურაიმ მოახლოებულ წლიურ ეროვნულ პროგრამაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წელს საქართველო შეფასებული იქნება იმ ტესტის მიხედვით, რომელიც წარმატებით ჩააბარა.

 

გენერალური მდივნის წარმომადგენელი შეეხო იმ თემას, რომელიც პროგრამის ფარგლებში წარსულშიც იყო განხილული. კერძოდ, სასამართლოს თემას, რომელსაც „ნატო”-მ ყურადღება მიაქცია და პრობლემურ საკითხად მიიჩნია.

 

აპატურაიმ აქვე ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის და ყველა ქვეყნისთვის არსებობს პრობლემური საკითხები და წლიური ეროვნული პროგრამის მიზანი სწორედ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და მათზე მუშაობაა.

 

„ჯერ კიდევ მრავალი გასაკეთებელის მიუხედავად, არჩევნების წარმატებით ჩატარება საკმაოდ პოზიტიური ფაქტია. განსაკუთრებით კი, ისეთი რეგიონისთვის, სადაც მოცემული მოვლენა არც თუ ისე ხშირია.”

 

აპატურაიმ თქვა, რომ წინ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადეკვატურად მოხდეს „ნატო”-ს მხრიდან ამ მოვლენის შეფასება და გაანალიზება. კერძოდ კი, ახლოვდება „ნატო”-საქართველოს კომისიის შეხვედრა, რომელზეც „ნატო”-ს ქვეყნები ყურადღებით მოეკიდებიან და განიხილავენ ამ საკითხს.

 

ინტერვიუს ბოლოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გააგრძელებს არჩეულ გზას რეფორმებისკენ და ერთგული დარჩება იმ გეზის, რომელიც ქვეყანას „ნატო”-სკენ წაიყვანს. ალიანსი კი, თავის მხრივ, მზად იქნება მთავარ საკითხებში გვერდში დაუდგეს საქართველოს.

 

Entry filed under: საქართველო - NATO.

სამშობლოში დაწუნებული ოფიცერი ავღანეთში აშშ-ის არმიის კონტრაქტორად მუშაობს ომის ვეტერანთა მემორიალი

Leave a comment

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2012
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor