მძიმე თემების ცივი გონებით გაშუქება, სტრესები და შედეგები სამხედრო ჟურნალისტებში

February 16, 2011 at 11:11 pm Leave a comment

გიორგი ცხვიტავა

სასმელის მიღების გადამეტება, ღამოს კოშმარები, უძილობა, აგრესიულობის მომატება, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მდგომარეობებისა, რასაც ხშირად განიცდიან ბრძოლის ველიდან, კონფლიქტის ზონებიდან, ან ომიდან დაბრუნებულები, მათ შორის ჩვენი კოლეგები, რომლებიც მკითხველს, მსმენელსა და თუ მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ცხელი წერტილებიდან.

ამ თემაზე ინტერვიუ ვთხოვეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორს, მეცნიერებათა დოქტორს, ფსიქოლოგ ლილი ხეჩუაშვილს.

დავიწყოთ იმით, რომ თუ ადამიანი ცოცხალია, ის ყოველთვის რაღაცას შეიგრძნობს, გრძნობს და განიცდის. უფრო კონკრეტულად, დროის ნებისმიერ მომენტში მუშაობს ადამიანის გრძნობის ორგანოები, როგორიცაა თვალი, ყური, ყნოსვა, შეხების, ტემპერატურისა და წონასწორობის რეცეპტორები. შესაბამისად, ჩვენში უწყვეტად, სხვადასხვა არხით შემოდის ინფორმაციის ნაკადი. სხვა საკითხია, ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ და რას ვგრძნობთ.

მოსაზრება, რომ ადამიანები კრიზისულ სიტუაციებში არაფერს გრძნობენ, გარკვეულწილად მართალია, თუმცა აქ საჭიროა დეტალურად განვიხილოთ, რა იგულისხმება ამ დებულებაში.

დავიწყოთ უფრო შორიდან.

დავიწყოთ იმით, რომ ადამიანები, ზოგადად, ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და, მათ შორის, კრიზისულ სიტუაციებში ქცევის ზოგადი სტილით. აქ იგულისხმება ის, რომ თითოეულ ჩვენგანს, განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა, აქვს თავისი მეტ-ნაკლებად უნიკალური ქცევის სტილი, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია ამა თუ იმ კრიზისულ სიტუაციაში. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს პირდაპირ აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა, ვიღაცისთვის – ჯერ გაჩერება, ცივი გონებით სიტუაციის აწონ-დაწონვა და მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედება, ვიღაცეები მეგობრებსა და ახლობლებს მიმართავენ დახმარებისთვის, იქნება ეს უბრალოდ მორალური და ემოციური მხარდაჭერა, თუ ქმედითი დახმარება, ვიღაცეები იუმორში პოულობენ შვებას, ვიღაცეები კი – რელიგიაში. არიან ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ თვალს ხუჭავს კრიზისის არსებობაზე და ელოდება, რომ სიტუაცია თავისთავად განიმუხტოს, ვიღაცეები კი უარყოფენ არსებულ რეალობას და ფანტაზიების სამყაროში ცდილობს თავის შეფარებას. ასეა თუ ისე, ადამიანებს მაინც უწევს კრიზისულ სიტუაციებში რომელიმე ქცევის განხორციელება, რომელიც ამ სიტუაციებთან გამკლავებაზე იქნება მიმართული.

ასეთ კრიზისულ სიტუაციებს ანუ სიტუაციებს, რომლებიც ადამიანის წინაშე ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომელთა შესრულებაც მის ძალებს აღემატება, სტრესული ეწოდება, ხოლო თავად სტიმულს – სტრესორი, მდგომარეობას კი, რომლითაც მასზე რეაგირებს ადამიანი – სტრესი.

სწორედ ასეთ სტრესულ ანუ კრიზისულ სიტუაციებს მიეკუთვნება ბუნებრივი კატასტროფები (წყალდიდობები, მიწისძვრები, მეწყერები), ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები (ავტოსაგზაო შემთხვევები, თვითმფრინავის კატასტროფები), საომარი მოქმედებები და ომები.

ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, რომ მათზე არ მოქმედებს კონკრეტული ვითარება, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომი, რაც ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს.

ამჯერად საუბარი გვექნება საომარი მოქმედებებისა და ომების შესახებ. უხეშად შეიძლება ამ ვითარებაში ჩართულ/მონაწილე ადამიანთა რამდენიმე კატეგორია გამოიყოს, ესენია:

  • თავად სამხედროები (ადამიანები, ვინც აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს, ვინც იბრძვიან),
  • სამოქალაქო მოსახლეობა (ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ან რაიმე მიზეზით მოხვდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები)
  • ჟურნალისტები (კორესპონდენტები და ოპერატორები – ადამიანები, ვინც აგროვებენ ინფორმაციას მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ და აწვდიან ფართო აუდიტორიას).

შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი და მეორე ჯგუფი უშუალოდ (ცხადია, სხვადასხვა ხარისხით) არის ჩართული მიმდინარე მოვლენებში ანუ მათი მონაწილეა, ხოლო რაც შეეხებათ ჟურნალისტებს, ცხადია, ისინი შეიძლება მოვლენების მონაწილეებიც იყვნენ, მაგრამ მათი უპირველესი მოვალეობა დამკვირვებლის ფუნქციაა. ფაქტიურად, მათ უწევთ მუშაობა ბრძოლის ველზე და მათი სამუშაო მიმდინარე მოვლენების მაქსიმალურად ზუსტად, დეტალურად, მიუკერძოებლად და ამომწურავად ასახვას მოიაზრებს.

ასეთ ვითარებაში, ცხადია, ჟურნალისტის (როგორც კორესპონტენტის, ისე – ოპერატორის) ყურადღება (შეიძლება ვთქვათ, ცნობიერება) სწორედ ამ ამოცანის მაქსიმალურად შესრულებისკენ არის მიმართული.

აქ მცირე გადახვევა უნდა გავაკეთოთ და ადამიანის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების, კერძოდ, ყურადღების თავისებურებებს შევეხოთ. ცნობილია, რომ ადამიანის ყურადღების ფარგლებში დროის ნებისმიერ მომენტში რეალობის ანუ მიმდინარე მოვლენის მხოლოდ ნაწილი ხვდება, რომელსაც ის ყურადღებას მიაქცევს. ამ თვალსაზრისით, ყურადღება შეგვიძლია პროჟექტორს ან ფარანს შევადაროთ. საითაც მივანათებთ, მხოლოდ ის პატარა ადგილი განათდება, დანარჩენი კი სიბნელეში დარჩება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დანარჩენი არ არსებობს. სწორედ ასე მუშაობს ადამინის ყურადღებაც. ჩვენ აღვიქვამთ იმას, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა დანარჩენი ინფორმაცია, რომელიც ჩვენი გრძნობის ორგანოებით, სხვადასხვა არხებით გვინდა-არ გვინდა მოგვეწოდება, მაინც არსებობს და ირელევანტურად ანუ ჩვენი ყურადღების მიქცევის გარეშე, გაცნობიერების გარეშე – ცნობიერების გვერდის ავლით შემოდის.

სწორედ ეს მექანიზმი შეიძლება მუშაობდეს ბრძოლის ველზე მომუშავე ჟურნალისტის შემთხვევაში, ისევე, როგორც სამხედროებთან და მოსახლეობასთან, რომელიც 2008 წლის აგვისტოში გამორბოდა დაბომბილი სოფლებიდან.

ჟურნალისტს, რომელიც მუშაობს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მთელი პიროვნული და პროფესიული რესურსი მიმართულია რაც შეიძლება მეტი და ზუსტი მასალის მოგროვებაზე, მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ არ სცალია საკუთარი თავისთვის. როგორც წესი, პროფესიონალები, ამ დროს არ ფიქრობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარ განცდებსა და მოქმედებებზე. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ, შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ უკან დაბრუნებულები ხშირად ამბობენ, რომ მათზე არ მოქმედებს ნანახი – მათ ხომ არც კი განუცდიათ წესიერად ის, სადაც იყვნენ და რაც საკუთარი თვალით ნახეს.

აქვს თუ არა ”შედეგი”, ან როგორ აისახება მათ ფსიქიკაზე გადატანილი მოვლენები და რიგითი ადამიანების ისტორიები მათი ტკივილის შესახებ?

ნებისმიერ ადამიანისთვის, თუ ის ერთხელ მაინც მოხვედრილა მასშტაბურ კატასტროფაში, საომარ მოქმედებებში, თავის მოტყუება იქნებოდა იმის მტკიცება, რომ მასზე ნანახმა არანაირად არ იმოქმედა. თუმცა, მართალი შეიძლება იყოს იმის მტკიცება, რომ მასზე ნანახმა არანაირ შთაბეჭდილება არ მოახდინა ანდა არაფერი განიცადა. სწორედ ეს ”არაფერი განიცადა” არის სიმპტომატური განაცხადი. რას ნიშნავს ეს?

საომარ მოქმედებებში ნამყოფი და ”არაფერგანცდილი” ადამიანი შეიძლება შევადაროთ მებრძოლს, რომელის დაიჭრა ბრძოლის ველზე და სისხლმდენი ჭრილობებისდა მიუხედავად მაინც აგრძელებს ბრძოლას. ასეთი შემთხვევები მრავლად არის აღწერილი ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში. ეს დაჭრილი მებრძოლი იმდენად სხვა რამით (ბრძოლით) იყო დაკავებული, რომ ფიზიკურ ტკივილსაც კი ვერ გრძნობა, როგორც ჟურნალისტი ვერ გრძნობს და ვერ აღიქვამს სათანადოდ მიმდინარე მოვლენებს, ვინაიდან მათ ასახვაზეა ორიენტირებული. თუმცა, ბრძოლის დასრულების შემდეგ დაჭრილ მებრძოლს სრულად უბრუნდება ნორმალური შეგრძნებები ანუ მისი ყურადღება უკვე ჭრილობისკენ წარიმართება და ის ჭრილობასაც ამჩნევს, ტკივილსაც გრძნობს და სისხლსაც ხედავს. როდესაც ბრძოლის ველიდან დაბრუნებული ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე არ იმოქმედა ნანახმა და ის არაფერს გრძნობს, მაშინ ის უარყოფს თავისი სისხლმდენი ჭრილობის არსებობას და მის დანახვაზეც უარს ამბობს.

შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი იქ და იმჟამად მართლა შეიძლება არ გრძნობდეს არც შიშს, არც შფოთვას და არც რისხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ეს (ან სხვა) ემოციები საერთოდ არ აქვს. ცხადია, არ არის მარტივი სიმართლისთვის თვალებში შეხედვა და იმის აღიარება, რომ შეგეშინდა; რომ დაითრგუნე; რომ არ გინდოდა იქ ყოფნა (ემოციურ, ადამიანურ დონეზე) და ა.შ. ეს არ არის ადვილი. ამიტომ ადამიანები ხშირად უარყოფენ საკუთარ ემოციებს. ჩვენს კულტურაში განსაკუთრებით არასასურველად ითვლება ემოციების და ამ შემთხვევაში უარყოფითი ემოციების არსებობის აღიარება და, მით უმეტეს, გამოხატვა მამაკაცებში.

გაუცნობიერებელი და უარყოფილი ემოციები სინამდვილეში არსად მიდიან. ისინი ჩვენთან რჩებიან და სხვადასხვა სახით გვახსენებენ თავს. ეს შეიძლება იყოს ღამის კოშმარები, ძილის პრობლემები (მოუსვენარი ძილი, დაძინების პრობლემები), ფეთქბადობის მომატება, გაღიზიანებადობა ურთიერთობებში, ალკოჰოლის მოხმარების მომატება და ა.შ. უფრო მწვავე შემთხვევეში ამას ემატება ე.წ. ფლეშბექები და განმეორებითი აზრები და ხატები იმ კრიზისული მოვლენიდან.

მიმდინარე მოვლენების ასახვის გარდა, ჟურნალისტებს რიგით, ჩვეულებრივ ადამიანებთანაც უწევთ ურთიერთობა იქნება ეს იგივე ჯარისკაცი თუ ადვილობრივი მოსახლე. მათ უწევთ ათობით პირადი ტრაგედიისა და ამბის მოსმენა და ჩაწერა. არც ეს მიდის უკვალოდ. შეუძლებელია ადამიანურმა ტრაგედიამ არანაირი კვალი არ დატოვოს მეორე ადამიანზე. ეს ზოგადად, ძნელია არა მარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ სოციალურ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც, როგორებიც არიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.

ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, რომ მათზე არ მოქმედებს კონკრეტული ვითარება, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომი, რაც ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით ნახეს…

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უამრავი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ ქვეყანაში, ზოგიერთი – მეორედ და მესამედაც კი. მათი ისტორიები ვერავის დატოვებდა გულგრილად. მათთან სოციალური სფეროს უამრავ წარმომადგენელს მოუწია მუშაობა. ასეთ ვითარებებში თავად პროფესიონალები საჭიროებენ ხოლმე კოლეგების დახმარებას, რაც ე. წ. ინტერვიზიის სესიების (როდესაც 2-3 ფსიქოლოგი იკრიბება მძიმე სამუშაო დღის ან კვირის ბოლოს და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ განცდებს, შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას, რათა შეიმსუბუქონ პროფესიული სტრესი) მეშვეობით ხორციელდება.

რა ხდება ასეთ ვითარებებში ჟურნალისტებთან?

პირველი ნაბიჯი გადატანილის-ნანახის ტვირთისგან განთავისუფლებისკენ არის იმის აღიარება, რომ მან განიცადა ის, რაც ნახა; ემოციების ამოშვება (ეს შეიძლება იყოს ცრემლები, ყვირილი, ჩხუბი, თვითდადანაშაულება) და შემდეგ ამ ემოციების მიღება, როგორც არსებულის და მართებულის. მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი მძიმე მოვლენის სტრესული ზემოქმედების შემცირება, თუ ვაღიარებთ, რომ ეს იყო მძიმე მოვლენა და ჩვენს ფსიქიკას ძალისხმევა დასჭირდა მის ”გადასახარშად”.

ვინაიდან ადამიანი არ არის დაფა, რომელზეც ბევრჯერ შეიძლება დაწერო და შემდეგ წაშალო; ვინაიდან ყველაფერი, რაც მასზე იწერება, აუცილებლად ინახება და ილექება მასში, არაფერი არ ქრება უკვალოდ, მით უმეტეს, მძაფრი განცდები და მით უმეტეს, უარყოფილი მძაფრი განცდები.

About these ads

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , , .

ქართველი სამხედროები ავღანეთში ამერიკელი სენატორები ირანის მიმართ ძალის გამოყენებას მოითხოვენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: